კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ აღმოჩნდა ტუტანჰამონის საგანძურის ნაწილი მოსკოვის ებრაელთა სასაფლაოზე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის 70-იან წლებში მოხდა და მასზე ოფიციალურად არავის უსაუბრია, რადგან საბჭოეთში მიღებული არ იყო მსხვილ დანაშაულებზე საუბარი...
ფანტასტიკური ქურდობა
1973 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირი მოელაპარაკა ეგვიპტეს, რომ მოსკოვში ფარაონ ტუტანხამონის საგანძურის გამოფენას მოაწყობდნენ. ამ პერიოდში კი ექსპონატების აბსოლუტურ უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას საბჭოთა მხარე იღებდა. ხელშეკრულების მიხედვით, მოსკოვში ამ საგანძურიდან 100 ექსპონატი უნდა ჩამოეტანათ. მათი საერთო ოქროს წონა 150 კილოგრამი იყო. საექსპოზიციო ექსპონატები სპეციალისტებმა შეაფასეს, შემდგომ კი დააზღვიეს კიდეც. დაზღვევის თანხამ კი 90 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მოსკოვური გამოფენა პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში 1973 წლის 22 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო. თუმცა 6 ოქტომბერს ისრაელსა და სირია-ეგვიპტეს შორის ომი დაიწყო და ამიტომ გამოფენის გახსნა ერთი თვით, 22 ნოემბრისთვის გადადეს. ომი მალე, 18 დღეში, 24 ოქტომბერს დასრულდა, თუმცა მხარეებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკითაც. დახოცილებთან ერთად მხარეებს ტყვეებიც ჰყავდათ. ამ მოვლენების პარალელურად, პუშკინის სახელობის მუზეუმში ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომ 22 ნოემბრისთვის ყველაფერი მზად ყოფილიყო. დამთავრდა თუ არა კონფლიქტი, კაიროდან მოსკოვში სპეციალური სამხედრო თვითმფრინავით ტუტანხამონის საგანძურის ექსპონატები ჩაიტანეს. ისინი ახლად გარემონტებულ დარბაზებში განათავსეს. 22 ნოემბერს გამოფენა უნდა გახსნილიყო, მაგრამ 20 ნოემბერს გამოცხადდა, რომ გამოფენის გახსნა გარკვეული დროით გადაიდო. „გარკვეული დროის“ თარიღი არ სახელდებოდა. გამოფენის გახსნის გადადების მიზეზად კი ტექნიკურ პრობლემებს ასახელებდნენ. სინამდვილეში კი, საქმე ის იყო, რომ 20 ნოემბრის დილას, როცა მუზეუმის დაცვა და დირექცია დარბაზების შემოვლას ახორციელებდნენ, აღმოაჩინეს, რომ ტუტანხამონის საგანძურიდან 30 ექსპონატი გამქრალიყო. მათი საერთო ოქროს წონამ 65 კილოგრამი შეადგინა. წაღებული იყო, აგრეთვე, ფარაონ ტუტანხამონის ნიღაბი, რომელიც თითქმის 12 კილოგრამი სუფთა, ბაჯაღლო ოქროთი იყო დამზადებული... ამ ძარცვის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინეს ლეონიდ ბრეჟნევს და „კაგებეს“ თავმჯდომარეს,  იური ანდროპოვს. თავად საქმე კი უკიდურესად გაასაიდუმლოეს. პირადად ბრეჟნევის ბრძანება იყო, რომ ეგვიპტელებისთვის არაფერი ეთქვათ. საქმის გამოძიება „კაგებემ“ საკუთარ ხელში აიღო და მას პოლკოვნიკი ზაზა ღლონტი უძღვებოდა, რომელიც ჩახლართული საქმეების გახსნის სუპერპროფესიონალი იყო.
ტოტალური ძებნა
უშიშროებამ საქმეში ჩართო საუკეთესო ექსპერტ-კრიმინალისტები, მაგრამ მათ უმნიშვნელო  ხელჩასაჭიდსაც კი ვერ მიაგნეს, ისე სუფთად იყო გაკეთებული ეს საქმე. ექსპერტთა აზრით, ქურდობის მომენტში სიგნალიზაცია, დაბლოკილი იყო. თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებაც ვერ იპოვეს. კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ ქურდობა ღამის პირველ საათისა და ორის ათი წუთის შუალედში მოხდა, ანუ, სულ რაღაც 10 წუთი გაგრძელდა და ასევე, ვარაუდობდნენ, რომ მოქმედებდა 5-6 ბოროტმოქმედი, რომლებსაც, ასევე სავარაუდოდ, თექის ფეხსაცმელები ეცვათ და რეზინის ხელთათმანები ეკეთათ. ერთი სიტყვით, ექსპერტ-კრიმინალისტები მხოლოდ ვარაუდებისა და ვერსიების დონეზე მსჯელობდნენ და საქმე ადგილიდან არ იძროდა. პოლკოვნიკი ზაზა ღლონტი კი ყოველ ერთ საათში აწვდიდა ინფორმაციას ანდროპოვს გამოძიების მსვლელობაზე, მაგრამ დამაიმედებელს – ვერაფერს. უშიშროებამ მთელი აგენტურული ქსელი დააყენა ფეხზე. დააკავეს და ფაქტობრივად, წამებით იქნა დაკითხული ყველა ეჭვმიტანილი, ყველა პროფესიოანლი კრიმინალი და კრიმინალური ავტორიტეტი, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. უკვე ქურდობიდან ოთხი დღე იყო გასული, გახსნის თარიღს ორი დღე გადასცდა, ამიტომ ეგვიპტის მოსკოველი ელჩი დაინტერესდა გამოფენის გახსნის შეფერხების მიზეზებით და იძულებულები გახდნენ, რომ მისთვის სიმართლე ეთქვათ. ელჩმა ამის შესახებ კაიროს შეატყობინა და ეგვიპტის პრეზიდენტმა ანვარ სადათმა ბრეჟნევს დაურეკა და იმედი გამოთქვა, რომ ნაძარცვ ნივთებს დააბრუნებდნენ.
ვერნისაჟი
უკვე თერთმეტი დღე იყო გასული და საქმე წინ არ იძვროდა. მეთორმეტე დღეს, ანუ 1973 წლის 1 დეკემბერს პოლკოვნიკ ზაზა ღლონტის საფოსტო ყუთში, გაზეთებთან ერთად, წერილიც იდო, რომელშიც ეწერა: „გაქურდული საგანძურის დაბრუნების სანაცვლოდ, გთხოვთ, თორმეტი (ჩამოთვლილი იყო გვარები) ებრაელი ჯარისკაცის გათავისუფლებას, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებიან სირიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არტიფაქტებს (ნივთებს საგანძურიდან) გადავადნობთ“.
წერილში მეტი არაფერი იყო აღნიშნული. პოლკოვნიკმა ის პირდაპირ იური ანდროპოვს მიუტანა და უთხრა.
– იური ვლადიმიროვიჩ, ეს ამ დილით ჩემს ფოსტის ყუთში აღმოვაჩინე.
ანდროპოვმა ყველაფერი ბრეჟნევს აცნობა და პოლიტბიუროს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სირიის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინათ და მათ ებრაელი ტყვეები გაეშვათ. ბრეჟნევმა სირიის მეთაურს ჰაფეზ ასადს დაურეკა და დაითანხმა, რომ ებრაელი ტყვეები გაეშვათ. მეორე დღეს თორმეტი ებრაელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა. იმავე დღეს კი ღლონტს დაურეკეს და უთხრეს, რომ ეგვიპტური საგანძური მოსკოვის ებრაელთა სასაფლაოზე, მოისეი ვაისმანის საფლავთანაა ჩაფლულიო და მართლაც, „კაგებემ“ უკლებლივ ყველა გატაცებული ნივთი სწორედ იქ აღმოაჩინა. ორი დღის მერე კი, 1973 წლის 7 დეკემბერს პუშკინის სახელობის მუზეუმში ტუტანხამონის საგანძურის ვერნისაჟი შედგა. გამოფენამ 1974 წლის მაისამდე გასტანა და ის მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. ნიშანდობლივია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, იქაურობას მილიციისა და „კაგებეს“ 200-ზე მეტი გადაცმული თანამშრომელი აკონტროოლებდა.
P.S.  დღემდე სხვადასხვა ვერსია არსებობს იმის თაობაზე, თუ ვინ განახორციელა მუზეუმის ძარცვა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, ცნობილი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ძარცვის ორგანიზატორ-შემსრულებლები ისრაელის „მოსადის“ სპეციალური აგენტები იყვნენ, რომლებიც არალეგალურად შეიყვანეს (აგრეთვე, შემდგომ უკან გაიყვანეს) საბჭოთა კავშირში და მათ ამერიკული „ცეერუს“ შესაბამისი სპეციალური ქვედანაყოფი ეხმარებოდა.


скачать dle 11.3