კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ქმრის ოჯახში გავიგე, რომ დედაჩემის ქმარი ჩემი ნამდვილი მამა არ არის

  ბავშვობიდან ფუფუნებაში ვიზრდებოდი. ჩემი მშობლები არაფერს მაკლებდნენ. მახსოვს, სულ ვაპროტესტებდი: გამიჩინეთ დაიკო ან ძამიკო-მეთქი და ახლა მახსენდება მათი რეაქცია და სახის გამომეტყველება. როგორც გაირკვა, იმ კაცის შვილი არ ვარ, ვისაც ნამდვილ მამად ვთვლიდი. ეს ამბავი, შემთხვევით, ქმრის ოჯახში გავიგე. გაბრაზებულ გულზე მომახალა დედამთილმა: დედაშენს ის ურჩევნია, სიმართლე გითხრას, ვიღაცისგან რომ დარჩა ორსულად და შენი თავი უცხო კაცს გააზრდევინაო. ნამდვილი შოკი მქონდა, რადგან ყველაფერს წარმოვიდგენდი, ამის გარდა. თან ფიზიკურად იმდენად ვგავარ გამზრდელ მამას, ვერც კი დავუშვებდი, რომ მისი ნამდვილი შვილი არ ვიყავი. ამ ამბის გარკვევის შემდეგ, არც არაფერი შეცვლილა ჩვენს ურთიერთობაში. ისინი უფრო მეტად დავაფასე და შევიყვარე. ჩემი დედამთილი კი სამუდამოდ მოვიძულე. როგორც დედამ მომიყვა, ერთი ბიჭი შეჰყვარებია. მას კი შეუცდენია და ორსულად დარჩენილა. ოჯახს ორსული ქუჩაში გამოუგდია, აღარც იმ ბიჭს მოუყვანია ცოლად და ჩემს გამზრდელ მამას შეუფარებია, ცოლად მოუყვანია და დღემდე სიყვარულსა და სითბოში აცხოვრებს. მამა ასაკით დედაზე გაცილებით უფროსია. პრობლემა ჰქონია შვილის გაჩენასთან დაკავშირებით და პირველ ცოლს ამიტომ მიუტოვებია. რომ გაუგია, დედა ჩემზე იყო ორსულად, უთხოვია: ცოლად გამომყევი, არასოდეს ვიტყვი, რომ ეს ბავშვი ჩემი არ არის, დიდი ხანია შორიდან მომწონხარ და თუ ჩემ გვერდით შეძლებ ცხოვრებას, დავქორწინდეთო. მიუხედავად იმისა, რომ დედას არ უყვარდა, დათანხმებია, მეც დავიბადე და დღეს ამ კაცზე ამოსდის მზე და მთვარე. მითხრა კიდეც: რომ არა ეს ადამიანი, ალბათ, თავს მოვიკლავდი, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდიო. პირველ დღეებში ნათლიაჩემს, დედას ბავშვობის დაქალს, შეუფარებია საკუთარ სახლში, გვერდით დადგომია და ის დახმარებია გათხოვებაშიც და მერეც – ჩემს გაზრდაშიც. ნამდვილი მამა არც კი ვიცი, ვინ არის და არც მაინტერესებს. უბრალოდ, მინდა, ვნახო და ვუთხრა: რისთვის გაიმეტა ასე დედა, რისთვის გაწირა სასიკვდილოდ და რის გამო თქვა ჩემზე უარი. თუმცა, ამის თქმასაც აზრი არ აქვს. მე ჩემი გამზრდელი მამის გამო სიცოცხლეს დავთმობ. მისგან ხმამაღალი სიტყვაც კი არ მახსოვს. სულ მოფერებასა და სიყვარულში გამზარდა და დედასაც ხელისგულზე ატარებს. ასეთი მამაკაცები ნამდვილად არ არსებობენ, მამაჩემი გამონაკლისია და თუ მისი გენეტიკის მატარებელი არ ვარ, ეს არაფერს ცვლის. სახელიც კი მას დაურქმევია ჩემთვის, გარდაცვლილი დედის პატივსაცემად. მახსოვს, სულ კისერზე ვეჯექი და ისე დამატარებდა, მის გარეშე არ ვიძინებდი და სკოლაშიც მას დავყავდი ხელჩაკიდებული. როცა გაიგო, დედამთილმა წამომაძახა, საშინლად განიცადა, გულში მიკრავდა და პატიებას მთხოვდა, აქამდე რომ დაგიმალე ეს ამბავიო. მე კი ვეხუტებოდი, ვკოცნიდი და ვეუბნებოდი, რომ არ ღირდა სანერვიულოდ, მე მისი შვილი ვარ და სულ ასე იქნება. მოკლედ, ნამდვილად არ ვაპირებ ჩემს ცხოვრებაში რამის შეცვლას – დედაც მყავს, მამაც და სხვა მამა და მშობელი, ვინც დედა და მე გაგვწირა, არ მჭირდება. ჩემი დედამთილის ენის გამო ქმართანაც გაბუტული ვიყავი, მაგრამ ახლა შევრიგდით და ხვდება, დედამისმა ჩემ მიმართ რამხელა დანაშაული ჩაიდინა, მწარე ენით გული მატკინა და ბოდიშიც კი არ მოუხდია. არც მჭირდება. მე იმ ადამიანების სითბო და სიყვარულიც მყოფნის, ვინც გვერდით მყავს. ნამდვილ მამას კი ღმერთი მიუზღავს და გადაუხდის სამაგიეროს. მისი გაცნობა კი არა, დანახვაც არ მინდა.
სესილი, 34 წლის.
скачать dle 11.3