კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 უსაფრთხოების საფრთხე

რაიმონდ ჩანდლერი

 სასტუმრო „ერმეიერის“  უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჯონი ეზეკი  ბარში იჯდა და თვალს არ აშორებდა წითურთმიან ლამაზმანს, რომელიც მწვანე ხავერდის ბალიშებში ჩამჯდარი, თვალებმილულული უსმენდა რადიოს. ჯონი წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში, კრიმინალურ განყოფილებაში. დამნაშავეთა სამყარო მას კარგად იცნობდა და კარგი კავშირებიც ჰქონდა, მაგრამ  ორმოცდათორმეტი წლის ასაკში გაცილებით უსაფრთხო სამსახური აირჩია. სასტუმროს მენეჯმენტი მისით კმაყოფილი იყო ჯონი ყველაფერს აკონტროლებდა  და ყველაფრის საქმის კურსში იყო.  ფხიზლად ადევნებდა თვალს, რომ სასტუმროში ვინმე ისეთი არ შემომძვრალიყო, ვინც არა მხოლოდ სასტუმროს მობინადრეებს შეუქმნიდა პრობლემებს, არამედ სასტუმროს იმიჯსაც.
ქალიშვილმა თავი ასწია და ჯონს თავისი ფირუზისფერი თვალები ისე შეანათა, კაცს გული შეუქანდა.
– რა გინდათ, რომ მკითხოთ?
– ბახი  მოგწონთ? შევნიშნე, რომ ინტერესით უსმენთ.
– არა, მე მოცარტი მირჩევნია, მაგრამ ახლა არჩევნის საშუალება არ მაქვს.
– შეიძლება, გკითხოთ, სასტუმროდან რატომ არ გადიხართ? ვინმეს ემალებით?
–აუცილებელია, რომ ვთქვა? მგონი, არაფერს ვაშავებ.
– მის ელის, თქვენ უკვე ხუთი დღეა სასტუმროში ცხოვრობთ და ერთხელაც არ ჩასულხართ აუზზე, არც სპორტულ ოთახში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ  გარეთ ცხვირიც არ გაგიყვიათ, ვერც რესტორანში გხედავენ. ამ ბარში ზიხართ და ნაღვლიანად უსმენთ მუსიკას. იცით, რომ მეზობელ სასტუმროში თქვენსავით ერთი გოგო სტუმრობდა, ზუსტად ასე იქცეოდა. მეხუთე დღეს კი ფანჯრიდან გადახტა. ამან საშინლად იმოქმედა სასტუმროს იმიჯზე. რომ არაფერი ვთქვათ, თავად იმ ქალიშვილზე, რომელიც ყველას შეეცოდა. ასე რომ, მის კრესი, გაფრთხილებთ, თავის მოკვლის საშუალებას არ მოგცემთ. თქვენი ნომრის ფანჯრები უკვე დავაგმანინე. თვალს არ მოგაშორებთ.
ქალიშვილმა გაიღმა.
– თვითმკვლელს ვგავარ? რა გქვიათ თქვენ? ჯონი?  სასიამოვნოა. მე აქ ჩემს მეგობარ მამაკაცს ველოდები. ყოველ წუთს შეიძლება, ჩამოვიდეს. დიდი ხანია, არ მინახავს და მოლოდინისგან გული მელევა. იცით, როგორი მძიმეა მოლოდინი?
ჯონმა  თავი დაუქნია და გაუღიმა. ქალიშვილში იყო რაღაც ისეთი, რაც მას განუმეორებელ ხიბლს სძენდა. გულგრილს   არცერთ მამაკაცს რომ არ ტოვებს.
სასტუმროს ჰოლში გამოსულმა ადმინისტრატორს შენიშვნა მისცა ნუ თვლემო და მისკენ მომავალი შვეიცარისკენ მიბრუნდა.
– მეძებდი, მაიკლ?
– მე არა მისტერ ჯონი. მაგრამ   გარეთ, მანქანით ვიღაც ტიპები გელოდებიან. ასე თქვეს, გარეთ გამოვიდეს, მისი ძველი ნაცნობები ვართო.
ჯონი შეიჭმუხნა.
– კარგი, მაიკლ. ერთ ადამიანს ველოდები. თუ სასტუმროში  ვინმე  მამაკაცი მოვა და 114 ნომერში დაბინავებას მოითხოვს აუცილებლად შემატყობინეთ.
მანქანა მოშორებით იდგა. ფარები აინთო და ჩაქრა. ჯონი  ადგილიდან არ დაძრულა. მანქანიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა და მისკენ დაიძრა.
– დეისი, რა საქმე გაქვს ჩემთან?  მე პოლიციიდან წამოვედი და შენისთანებთან საქმე აღარ მაქვს.
– არც ჩვენ გვეხატები გულზე, ჯონი,  მაგრამ საქმემ მოითხოვა გვენახე. ტონი როლემ შემოგითვალა, რომ ვიღაცას მისი ვალი აქვს და უნდა დაბრუნდეს. მოკლედ აგიხსნი – შენთან სასტუმროში ცხოვრობს წითურთმიანი ქალიშვილი მის ელისი.  მასთან უნდა მოვიდეს მამაკაცი, რომელმაც სამი წლის წინ 200 ათასი დოლარი მოტეხა. მერე დაიჭირეს. ვიცით, რომ ფული თავის შეყვარებულს მიაბარა, რომელსაც  დღეს აქ უნდა შეხვდეს. ქალიშვილი უნდა გამოგვიყვანო. მის დასაბრუნებლად ეგრევე გაიხსენებს ფული სად წაიღო. შენ  მერე თავისუფალი ხარ. მხოლოდ ქალიშვილი გამოიყვანე გარეთ. არ გირჩევ ურჩობას.
ჯონმა თავი დაუქნია.
სასტუმროს ჰოლში შესულს შვეიცარმა მოახსენა, რომ ვიღაც უცნობმა მამაკაცმა 114 ნომრის გასაღები მოითხოვა.
ჯონმა ადმინისტრატორი მოიხმო.
– ბარში შედი და იქ ქალიშვილი ზის, ყველაფერი გააკეთე რომ კიდევ დიდხანს იჯდეს. ბარმენს უთხარი კოქტეილი მიართვას სასტუმროს ხარჯზე. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეთ,  თავი რომ კარგად იგრძნოს.
***
კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. შიგნიდან  ჯერ ყრუ ხმაური გაიგონა, მერე  მამაკაცის ხმამ უხეშად იკითხა:
– ვინ არის?
ჯონმა ხმა არ გასცა. კარი თავისი გასაღებით გააღო და შიგნით შევიდა. ახალგაზრდა, შავგვრემანი მამაკაცი ბოროტად მიაჩერდა.
– ვინ ხარ და  რა  გინდა?
– მოკლედ გეტყვი. მე ვიცი, ვინც ხარ, კლემენს. დაბლა გელოდებიან. თუ  ჩახვალ მოგკლავენ. ფული უნდათ. შენს შეყვარებულსაც შეექმნება სერიოზული პრობლემები. მე არ ვიცი, ვის ვისი ვალი აქვს, მაგრამ ქალიშვილს რომ რამე დაემართოს, არ მინდა. შანსს გაძლევ – უკანა ეზოში ჩაგიყვან. იქ მანქანაში ჩაჯდები და წახვალ. შტატის საზღვრებს რომ დატოვებ, ერთი კვირა დაიცდი და ფოსტაში წერილს გამოგზავნი ჩემს სახელზე. მერე ვნახოთ, თუ მის კრესის ენდომება დავეხმარები თქვენამდე მოაღწიოს.  
მამაკაცმა ამოიოხრა. ჩანთა აიღო და ჯონს მადლიერებით შეხედა.
– მართალი ხარ. მათ შეუძლიათ მოკვლა. ელისი უსაფრთხოდ იქნება?
– გპირდებით.
მამაკაცის წასვლიდან რამდენიმე  საათში,  ვიღაცამ სასტუმროში  დარეკა და  ჯონთან საუბარი მოითხოვა.
– ჯონი, შენ  ძალიან შეგეშალა. ტომი როლე მკვდარია. იმ კაცმა მოკლა, შენ რომ გადაწყვიტე, გაგეპარებინა. გაგვექცა. ახლა ორი არჩევანი და ნახევარი საათი გაქვს გადაწყვეტილების მისაღებად. ბოსის სისხლის წილ სისხლი უნდა დაიღვაროს. ან ქალიშვილს აიძულებ გარეთ  გამოვიდეს, ან შენ თავად გამოხვალ..
– კარგი, ნახევარ საათში პასუხს მიიღებთ.
ჯონმა  ამოიოხრა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით შევიდა ბარში და ქალიშვილს მიუახლოვდა.
– თქვენ ისევ ელოდებით?
– როგორი კარგი ადამიანი ხართ,  ჯონი. არ დაგავიწყდით. ალბათ, დღესაც არ ჩამოვა. ნომერში ავალ, დავიძინებ.
– მშვენიერი გადაწყვეტილებაა, კარგ გამოძინებას გისურვებთ!
ქალიშვილმა გაუღიმა. ჯონიც შეეცადა მხიარული გამომეტყველება მიეღო.  ბიჭებს კიდევ ერთხელ შეახსენა  მოვალეობები, გარეთ გავიდა და ფარებჩამქრალი ავტომობილისკენ გაემართა. თუნდაც ეს მისი აღსასრული ყოფილიყო, არ ნანობდა.
    თარგმნა
ნიკა ლაშაურმა
скачать dle 11.3