კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 სელის თესლი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სელის თესლის სასიკეთო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. მას დღესაც ფართოდ იყენებენ როგორც საკვებად, ისე სამკურნალოდ და კოსმეტოლოგიაშიც. აღსანიშნავია, რომ სელის შესაძლებლობები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.
სელის თესლი უამრავ სასარგებლო ნივთიერებასა და ვიტამინს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ სელის თესლში საკმარისი რაოდენობითაა ცხიმმჟავები ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9, რომელთა სწორი ბალანსი აუცილებელია ადამიანის ყველა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
მშრალი ხველის დროს – 100 გრამი დაფქული სელის თესლისა და 500 გრამი თაფლისგან გააკეთეთ ნაზავი და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 8-10-ჯერ თბილ წყალთან ერთად. ხველის შერბილების შემდეგ ნაზავს უმატებენ თითო ჩაის კოვზ ანისულს, კამას და ჯანჯაფილს. მიიღეთ დღეში 4-6-ჯერ ჭამათა შორის შუალედებში.
იარებისა და დამწვრობის სამკურნალოდ – სელის თესლის ზეთი შეურიეთ კვერცხის ცილას (1:1) დარბილებისა და ტკივილის გაყუჩების მიზნით.
ქრონიკული პანკრეატიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება – მიიღეთ 1 ჩაის კოვზი  სელის თესლის ზეთი დღეში 4-5-ჯერ ჭამის წინ ან ჭამის დროს.
ხალხური მედიცინის თანახმად, სელის თესლის ნახარში კუჭის კედლებზე ლორწოვან გარსს წარმოქმნის, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმების მოხვედრას, სელის თესლის მოცულობა იზრდება და შესაბამისად შიმშილის გრძნობაც მცირდება. ამასთან, ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისგან, აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სელის თესლის ნახარშის ხანგრძლივი მიღება დაუშვებელია – მიიღეთ მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში, შემდეგი 2 კვირა შეისვენეთ. აღნიშნული ციკლით იღებთ სელის თესლს 3 თვე, შემდეგ 1 თვე ისვენებთ. ნახარში დააქვეითებს თქვენს მადას, დაგეხმარებათ ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, პოზიტიურად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, კანი რბილი და ხავერდოვანი ხდება, ფრჩხილები მაგრდება, თმა ბრწყინვალებას იძენს.
ნახარშის მოსამზადებლად ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი სელის თესლი მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 3 ჭიქა წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, შეგიძლიათ არ გადაწუროთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნახარში ჭამამდე 1 საათით ადრე, გემოსთვის შეგიძლიათ, დაამატოთ თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.
ვიტამინების კოქტეილის მოსამზადებლად დაფქვით 1 სადილის კოვზი სელის თესლი, დაუმატეთ ახლადგამოწურულ სტაფილოს წვენს, შემდეგ კი 1 ჩაის კოვზი სელის თესლის ზეთი შეურიეთ. გააჩერეთ 5 წუთი და მიიღეთ.
არ უნდა დაივიწყოთ, რომ სელის თესლს აუცილებლად დიდი რაოდენობით წყალი უნდა დააყოლოთ.
და რაც ყველაზე მთავარია – საკვებში სელის თესლის დამატება ადვილად გაგათავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან, საკმარისია, დღეში 2 სადილის კოვზი სელის თესლი და... არანაირი დიეტა აღარ დაგჭირდებათ. დაფქული თუ მარცვლების სახით შეგიძლიათ, დაუმატოთ ფაფას, სალათას, ბოსტნეულის რაგუს, ხორცის კერძებს, წვნიანს – ასე უფრო ადვილად ხდება ორგანიზმის მიერ მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების შეთვისება, ზედმეტ კილოგრამებს კი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჩამოიშორებთ. 

скачать dle 11.3