კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა აიძულებთ

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  როდესაც მამაკაცი ქალს  სიყვარულს ეფიცება, მაგრამ მის ცოლად მოყვანას ვერ წყვეტს, ეს უამრავ პრობლემას ქმნის.  საქმე დაშორებამდეც კი მიდის. ფსიქოლოგებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რათა დაედგინათ,  რატომ ხდება ასე.  
 რა აიძულებთ მამაკაცებს, უარი თქვან ოჯახის შექმნაზე? მიზეზი საკმაოდ ბანალური აღმოჩნდა.  საქმე ისაა, რომ  მამაკაცთა ზოგიერთი ტიპი საერთოდ არ არის მზად ცოლის შერთვისთვის.  მაგალითად,  უიღბლო მამაკაცები – ისინი, ვინც თავიანთი თავის რეალიზება ვერ მოახერხა. როგორც წესი, მათ რბილი ხასიათი აქვთ, რაც ხელს უშლით ურთიერთობების აგებაში. თუ ასეთ მამაკაცს მაინც მოჰყავს ცოლი, ოჯახი დიდხანს არ ნარჩუნდება.  მეოჯახე მამაკაცის იმიჯი მალევე ბეზრდება და სახლიდან გარბის.
მეორე ტიპი მუდმივი ბერბიჭაა. მათ დამპყრობელ მამაკაცებსაც უწოდებენ. მათი კრედოა მიზნის დასახვა და მისი მიღწევა.  ხშირ შემთხვევაში მათი თვითშეფასება ძალიან მაღალია. ასეთი მამაკაცის მოხიბვლა ადვილია, თუმცა მათთან ოჯახის შექმნა – თითქმის შეუძლებელი. მამაკაცთა მესამე ტიპს, ეგრეთ წოდებული,  დონჟუანები განეკუთვნებიან, რომლებიც ოჯახური ურთიერთობებისთვის არ არიან შექმნილნი. შეიძლება  მომხიბვლელებიც არიან და ფულიანებიც, რაც  ქალებს ძალიან მოსწონთ,  მაგრამ დონჟუანისთვის ქალის გრძნობები სულერთია. იგი ცდილობს, ქალს შეაყვაროს თავი, შემდეგ კი მას ტოვებს და ახალ თავგადასავალს ეძებს.
  ასე რომ, გაითვალისწინეთ და კარგად დააკვირდით თქვენს რჩეულს, რათა ამოიცნოთ, ხომ არ განეკუთვნება რომელიმე ამ ტიპს, თორემ იმედგაცრუება არ აგცდებათ.
როგორ  უნდა
 შეუყვარდეთ ქალს

დავიწყოთ ყველაზე მარტივით, მაგრამ მნიშვნელოვნით:
* ყოველთვის უნდა იყოთ მოწესრიგებული, უნდა გეცვათ სუფთად და  თანამედროვედ. ჩაიცვით ისე, როგორც შეეფერება მოდას და თქვენს აღნაგობას;
* მოიპოვეთ პარტნიორის ნდობა;
* აგრძნობინეთ მას თავი  საჭირო, სასურველ და გენიალურ ქალად. მოუყევით  თქვენს წარსულზე, გაუმხილეთ საიდუმლო, სთხოვეთ მას რჩევება, დაეთანხმეთ მის მოსაზრებებს და ასე შემდეგ;
* სითამამე – აი რა მოსწონთ ქალებს კაცებში ყველაზე მეტად. საუბრის დროს ეცადეთ, პარტნიორს ყოველთვის თვალებში უყუროთ, გამოხედვაში ჩააქსოვეთ თქვენი  გრძნობები, სიყვარული  და ის ყველაფერი, რაც  მასთან  გაკავშირებთ;
* არაფერი სიმართლის გარდა! არასდროს  ეცადოთ, მოატყუოთ ქალი. ტყუილი  არ იმალება და ამან შესაძლოა, თქვენი ნაშენები ურთიერთობა მიწასთან გაასწოროს. არასდროს დაჰპირდეთ ქალს ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებთ, ნუ აუგებთ ოცნების კოშკებს, თორემ თქვენი ურთიერთობაც მასთან ერთად ჩამოგენგრევათ;
* ქალს უყვარს, როცა მამაკაცი   თავისი დროის 99 პროცენტს მას უთმობს და შეიძლება, ესეც არ  ეყოს. დაუთმეთ მას მეტი დრო, ჰკითხეთ, ხომ არ აქვს პრობლემები, შეგიძლიათ, თუ არა მისი დახმარება;
* ქალებს, ასევე, მოსწონთ, როცა კაცი ამჩნევს ცვლილებებს მათ გარეგნობაში, ამიტომ ყოველთვის მოიწონეთ მისი ჩაცმულობა, მაკიაჟი, ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს. ნუ იქნებით სიტყვაძუნწები. ელაპარაკეთ მათ, რაც შეიძლება, „გახსნილად“, თავისუფლად და აგრძნობინეთ რომ ის თქვენი ოცნების ქალია.

განსაკუთრებით
 სასიამოვნო

ყველა ქალი  ინდივიდუალურია, ამიტომ შეეცადეთ,  მოიფიქროთ კომპლიმენტი, რომელიც კონკრეტულად იმ ქალს ეხება, ვისაც ეუბნებით და გახსოვდეთ,  ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოთ.
 კომპლიმენტების მიმართ ქალის სისუსტე  იმით აიხსნება, რომ  ნამდვილ ქალად აგრძნობინებს თავს. ყველაზე წარმატებული კი ის კომპლიმენტი აღმოჩნდება, რომლითაც თქვენ ქალის იმ ღირსებას გაუსვამთ ხაზს, რომელშიც მას ეჭვი ეპარებოდა.
საუკეთესო კომპლიმენტებად მიჩნეულია შემდეგი ფრაზები:
„ლამაზი ფეხები გაქვს“ – ასეთი შექება მაგიურად მოქმედებს;
„ძალიან ლამაზად იცვამ“;
„ლამაზი ტუჩები გაქვს“ – საერთაშორისო ჰიტია.
ასევე, შეგიძლიათ უთხრათ:
„შენი თმის სურნელი მაგიჟებს“;
„ზოგჯერ მეჩვენება, რომ შენი თვალები ჯადოსნურად ასხივებს“;
„შენთან შედარებით ჯოკონდა ქვაზე დახატული ეშმაკია“;
„მითხარი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არაა“;
„შენი თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებს“;
„შეგიძლია, არ გაიღიმო? ყოველ შენს გაღიმებაზე კონტროლს ვკარგავ“.
ნუ შეგეშინდებათ კომპლიმენტების, აგრძნობინეთ ქალს, რომ აღფრთოვანებული ხართ, და ნახავთ რამდენად მშვენიერი გახდება  მის გვერდით  ცხოვრება.

მისი გულის
 გასაღები

ქალს ბედნიერებისთვის სიყვარული და იმის ცოდნა სჭირდება, რომ მასზე ცოტათი ეჭვიანობთ,  ყოველ შემთხვევაში, ასე  მიაჩნდა  ერთ ფრანგ ფსიქოლოგს, პიერ ლამბერტის.
როდესაც ქალი თავდაჯერებულად და ლაღად გრძნობს თავს, ეს მამაკაცის მიმართ დამოკიდებულებაშიც ჩანს.  ყურადღება ყველას მოსწონს, თუმცა კაცები არასოდეს ჭირვეულობენ იმის გამო, რომ დილა მშვიდობისა არ უსურვე.
ყურადღება ის წამალია, რომელიც  მომენტალურად კურნავს ქალის უგუნებობას, უფანტავს  მოწყენილობას. თანაც ისე, რომ უკუჩვენებები არ ახასიათებს.
ხშირად მამაკაცი სულაც არ არის უყურადღებო, უბრალოდ, თავს ვერ აბამს სათქმელს. არ ეხერხება იმის გადმოცემა, რასაც ხედავს და გრძნობს.
ყველა ქალს მიაჩნია, რომ არის მასში რაღაც განსაკუთრებული.  თქვენც ნუ დატოვებთ რეაგირების გარეშე.
არ გამოგეპაროთ არცერთი ცვლილება – ახალი ვარცხნილობა, ახალი კაბა ან ჩანთა. აუცილებლად შენიშნეთ და შეუქეთ. ამ შემთხვევაში ქალი იფიქრებს, რომ ფინანსები და დრო ტყუილად არ დაუხარჯავს და ეს ყველაფერი წვალებად  ღირდა. თუ ცვლილებას უყურადღებოდ დატოვებთ, ამით ქალს ნამდვილად აწყენინებთ.
  ყურადღების ჯადოსნური ძალით ქალი დაუძლეველ კომპლექსებსაც ივიწყებს. ამაში კი თქვენი დახმარებაა საჭირო.  შეეცადეთ, იყოთ ორიგინალური. თუ გეჩვენებათ, რომ ქალი ძალიან ბევრს ითხოვს, უფრო კარგად დაუკვირდით რეალობას და აღმოაჩენთ, რომ მას ძალიან ცოტაც კი ჰყოფნის ბედნიერებისთვის. ეს „ძალიან ცოტა“ შეიძლება, თქვენი ყურადღება აღმოჩნდეს. ამიტომ ნუ დაიშურებთ მას.


скачать dle 11.3