კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 შეუძლია თუ არა საქართველოს, სადერეფნო ფუნქციის გარდა, შეიძინოს ევროკავშირსა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მმართველებს შორის შუამავლის ფუნქცია

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მათ შორის, რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო შუამავლის როლს ასრულებს დასავლეთსა და ევროკავშირს შორის, რაც დაუკავშირეს ბელარუსში საქართველოს ელჩის, ბ-ნი კვარაცხელიას მინსკში არეულობის დაწყებისთანავე სპეციალური რეისით მივლინებას. საქართველოს საგარეო უწყებამ განმარტა, რომ ელჩი სამუშაო ადგილს სწორედ არეულობების გამო დაუბრუნეს, თუმცა, წესით, ელჩი არეულობას უნდა გამოარიდო. ასეა თუ ისე, მხოლოდ მისასალმებელია, თუ საქართველო შუამავლის როლს ითავსებს, რადგან დასავლეთს ჯერჯერობით ვერაფერი შევთავაზეთ, გარდა იმისა, რომ ჩვენი ტერიტორია ბუნებრივადაა ვარგისი სადერეფნოდ, შესაბამისად, დამატებითი ფუნქციის მოძებნა ჩვენთვის პოლიტიკურადაა სასიცოცხლოდ აუცილებელი და მათ შორის, ჩვენს მეზობლებთანაც გამოგვადგება. პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას და გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობასაც.
– თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა ხდება სინამდვილეში და რა როლი შეგვიძლია, შევასრულოთ ბელარუსში სიტუაციის განსამუხტავადაც და ჩვენი თავის, როგორც დასავლეთის პარტნიორის, გამოსაჩენადაც?
– მართალს ბრძანებთ, კარგი იქნება, რომ საქართველომ ბევრი თვალსაზრისითა და მიმართულებით აღიდგინოს თავისი ისტორიული ფუნქციაც და რეალური შესაძლებლობაც გამოავლინოს დაპირისპირებებში შუამავლის როლის შესრულებით. იმდენად, რამდენადაც ჩვენ ეს შეგვძლია და უნდა გავაკეთოთ კიდეც, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში არსებული დაპირისპირებების გამოც, როდესაც რეგიონში, კავკასიაში, რატომღაც, ეს ტერმინი აღარ გამოიყენება, ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან ძნელია, რომ კავკასიის რეგიონის სუბიექტებმა დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი აწარმოონ, თუნდაც, ერთმანეთთან. მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი არის სამი დიდი მოთამაშის დაპირისპირების არენა. როდესაც ერთი ქვეყნის, სომხეთის მოკავშირე რუსეთია, მეორე მოთამაშის – აზერბაიჯანის, თურქეთი და საქართველოსი – ამერიკის შეერთებული შტატები, აქ უკვე ჩვენი ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული, მაგრამ მიუხედავად ამ ძალიან მძიმე და სერიოზული რეალობისა, ჩვენ უნდა ვახერხებდეთ ურთიერთობას სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, აფხაზებთან, ოსებთან  და სხვებთან, იმიტომ რომ აქ არსებული კონფლიქტები მაინც ჩვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, მოგეხსენებათ და ისეთ მარაზმამდეც ვართ მისული, რომ გვეუბნებიან, არავის არ უნდა დაველაპარაკოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე და ჩვენ ნაცვლად ილაპარაკონ ჩვენმა პარტნიორებმა.
– მე ვფიქრობ, ეს არის დამამცირებელი და საკუთარი არასრულფასოვნების საჯაროდ აღიარება.
– აბსოლუტურად გეთანხმებით, საოცრად მიუღებელია ასეთი მიდგომა. იმავდროულად საქართველოს უნდა ჰყავდეს ძალიან მაღალი რანგის დიპლომატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამას გაითავისებენ და გაიტანენ. ნეტამც, რომ ჩვენი ელჩი, ბატონი კვარაცხელია, იყოს შუამავალი მხარეებს შორის.
– თუმცა აქ, ალბათ, ის უფრო იგულისხმება, რომ ამბავი, ანუ, ეგრეთ წოდებული, „მესიჯები“ მიაქვს და მოაქვს, რაც, ასევე, საქმეა.
– რაც მედიაში გავრცელდა, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, ზუსტად ვერ ვიტყვით, რა მისია შეიძლებოდა, დაკისრებოდა ბატონ კვარაცხელიას, მაგრამ, რეალურად, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული არ არის და მისასალმებელია, თუ დასავლეთი ენდობა ჩვენს დიპლომატებს, თუ ლუკაშენკოს ნდობასაც ვიმსახურებთ, ესეც ფაქტორია შექმნილ ვითარებაში და თუ ამ ყველაფერს შედეგი მოჰყვება, ამას რა ჯობია?! ძალიან კარგი და მისასალმებელია, მაგრამ ლუკაშენკოსთან, ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, იმ თვალსაზრისით, რომ ლუკაშენკომ, როგორც გარკვეული პიროვნებები ამბობენ, დასავლეთის ზეწოლის გამო არ აღიარა სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა.
– თავადაც თქვა ამის შესახებ.
– ასე იყო თუ ისე, რეგიონის სუბიექტებზე რაღაც გავლენები არსებობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ლუკაშენკომ არ აღიარა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ეს რეალობა ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს დღეს ბელარუსში შექმნილი პრობლემებისადმი. ისინი, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას უკიჟინებს, რომ ლუკაშენკოს წინააღმდეგ განცხადებები გააკეთოს, წინა ხელისუფლების პერიოდში საერთოდ არაფერს ამბობდნენ ლუკაშენკოს შესახებ და სიამტკბილობა ჰქონდათ ბელარუსის ლიდერთან სწორედ იმის გამო, რომ ის არ აღიარებდა, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამიტომ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, ჩემდა სასიამოვნოდ და გასაკვირად, იყო მართებული, დაყოვნებული, არ ცნო არჩევნების შედეგი, არ მიულოცა ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება და ამავე დროს, თუ რაღაც მისიაც დააკისრა რომელიმე ქართველ დიპლომატს, ძალიან კარგი. თან, ამასთან, უნდა შევნიშნოთ, რომ არც აზერბაიჯანმა და არც სომხეთმა არ მიულოცა ლუკაშენკოს გამარჯვება და არც ის თქვა ცალსახად, რომ არ ცნობს ამ არჩევნების შედეგს, როგორც ეს გააკეთა ევროკავშირმა. ასეთი რეალობაა და ამ შემთხვევაში თავდაჭერილობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა აუცილებელი, თორემ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ საელჩოებთან თუ ცენტრალურ გამზირებზე თავისი მხარდაჭერა გამოხატოს ბელარუსული საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.
– მე ვფიქრობ, რომ ბელარუსი ახლა არის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი, იმას გარდა, რომ, ცხადია, ბელარუსებს მობეზრდათ ის ერთფეროვანი ცხოვრება და ამდენი წლის განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანის ყურება, ლენინის ძეგლები და ოქტომბრის რევოლუციის წლისთავების ზეიმი. რა ბერკეტები აქვთ მხარეებს ამ დაპირისპირების სათავისოდ გამოსაყენებლად?
– ბელარუსში თითქოს ორივე მხარე ელოდება წინ გაჭრას, გაშეშებულია ერთ მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე, უპირატესობა ბელარუსის მმართველის ხელშია, რადგან ოპოზიცია ძალიან სუსტია, არ აქვთ ორგანიზაციული სტრუქტურები, ფინანსები.
– და არც პოლიტიკური ლიდერისთვის აუცილებელი ენერგია. ძალიან მალე დაიღალნენ.
– ფაქტობრივად, მათ არც ჰყავთ ლიდერები, რადგან ბელარუსის საკოორდინაციო საბჭო არ არის არჩეული, ისინი არ არიან აღიარებული ლიდერები, პარტიების ლიდერებიც კი არ არიან, რომლებსაც გარკვეულ ლეგიტიმაციას მისცემდა საკოორდინაციო საბჭოს წევრობა. ფაქტობრივად, ეს არის ჰაერში გამოკიდებული სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ იმის იმედზეა, დაიღლებიან თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეები და შეძლებენ თუ არა, რომ ბელარუსულ რეჟიმს უკან დაახევინონ, ამიტომ კრიზისი, რომელიც დღეს იქ არის, არ ჩანს, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება, ბელარუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ლუკაშენკო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ჭირვეულობით. „ბატკა“ ცდილობდა, ეთამაშა დასავლეთსა და რუსეთს შორის და ამას საკმაოდ ნიჭიერად აკეთებდა. ის ძლიერი ნების მქონე პიროვნებაა, მაგრამ ორივე მხარეს, რუსეთსაც და დასავლეთსაც, მობეზრდა ლუკაშენკოს ჭირვეულობა, რადგან საზოგადოებრივი პროცესები ბელარუსში არ მიდიოდა ცივილიზებულობის კალაპოტში. იქ არ ყალიბდებოდა პოლიტიკური სპექტრი, არ იყო დაცული ადამიანების უფლებები და შეიძლება, ცხოვრების დონე იქ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით არ არის მთლად გაჩანაგებული, მაგრამ რეალურად ცხოვრების დონე და იქ არსებული ვითარება მიუღებელია ბელარუსული საზოგადოების უმეტესობისთვის. ამდენად, დასავლეთს მობეზრდა ის პირფერობა და ნახევარნაბიჯები, რომლებითაც ლუკაშენკო ურთიერთობდა ევროპელ ლიდერებთან, როდესაც მშვიდობისმყოფელის მანტია წამოისხა უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში.
– უფრო ადრე ჩვენთანაც – მუხლებზე დავუჩოქებ სააკაშვილს, ოღონდ რუსეთთან დათბესო.
– იყო ასეთი მომენტი, დიახ. ეს პირფერობა დასავლეთს მობეზრდა. ევროკავშირი და შეერთებული შტატები გავლენიანი პოლიტიკური ცენტრებიგან შედგება, მიუხედავად დღეს იქ არსებული პრობლემებისა, ამიტომ ლუკაშენკოს ბოლომდე არ გამოაყენებინეს თავი რუსეთთან ვაჭრობაში. არადა ლუკაშენკო სულ ვაჭრობს რუსეთთან, იქნება ეს სატარიფო პოლიტიკა, იაფი ენერგორესურსების მიღება რუსეთიდან, გასაღების ბაზრის გამოყენება თუ სხვა. როგორც ჩანს, პუტინსაც მობეზრდა ეს თამაშები და რუსეთმა და პუტინმა არც თუ მცირედი წვლილი შეიტანეს მოვლენათა ამ სახით განვითრებაში.
– შკლიაროვსა და „ვაგნერს“ გულისხმობთ?
– დიახ, მათ შორის, ამ ფარულ დესანტსაც, რომლებიც იქ საქმიანობდნენ ლუკაშენკოს ნების საწინააღმდეგოდ და სხვა ქვეყნის ინტერესებით, რამაც ჭირვეული და ბედის ნებიერი „ბატკა“ უკიდურესად გააღიზიანა, რასაც მოჰყვა სახელმწიფო დონეზე დაპირისპირება რუსეთსა და ბელარუსს შორის. ამდენად, პუტინს უფრო აძლევს ხელს პოზიციებშერყეული ლუკაშენკოს არსებობა ბელარუსის სათავეში.
– უფრო მეტს გამოსტყუებს?
– უფრო მეტზე დაიყოლიებს და უფრო დამთმობს გახდის ბელარუსსა და მის ლიდერს და, აქედან გამომდინარე, ლუკაშენკო უფრო მეტად გაუწევს მას ანგარიშს. კონკრეტული გარემოებები და ბელარუსის პოზიცია მაინცდამაინც სერიოზული ფაქტორი არ არის, თუმცა ეს ქვეყანა არის დსთ-ის დამფუძნებელი, „ოდეკაბეს“ წევრი, იმავე ევრაზიული კავშირის ერთ-ერთ მთავარ რგოლადაც მოიაზრებოდა, სამოკავშირეო ხელშეკრულების თანახმად ერთიანი სახელმწიფოს შექმნაზეც იყო საუბარი და იმდენად მყარად გრძნობდა თავს იმ ეტაპზე ლუკაშენკო, რომ პუტინს სთავაზობდა ერთიანი სახელმწიფოს შექმნას თავისი პირველპირობით. ამ დონეზე იყო გათავხედებული რუსეთთან. როგორც გითხარით, ორივე მხარეს მობეზრდა ლუკაშენკოს თავგასულობა და როდესაც ორი დიდი ძალია ინტერესები რაღაც საკითხში ემთხვევა ერთმანეთს, ლიდერის საქმე განწირულია.
– როგორ ფინალს ვარაუდობთ? ვინ გადაძალავს რუსეთი თუ დასავლეთი?
– რუსეთის მონოლითობა ერთგვარად შეარყია ხაბაროვსკის მოვლენებმა, თუმცა რუსეთი არ არის ისეთი სუსტი, როგორიც იყო 2000-იან წლებში, მაგრამ ამ ფონზე დასავლეთიც ვერ გამოიყურება სახარბიელოდ. ძნელი სათქმელია, რა ფუნქციას ასრულებს ამ ეტაპზე „ნატო“, აშშ-ში შერიოზული პოლიტიკური კრიზისია, მერკელი ეფექტიანი პოლიტიკური ლიდერი აღარ არის, მაკრონს თავისი შიდაპოლიტიკური პრობლემები აქვს, ბრიტანეთი საერთოდ სხვაგანაა, ამ ვითარებაში დასავლეთს რა თანმიმდევრული პოლიტიკა შეიძლება, ჰქონდეს?! ბელარუსის კვანძი გაჭრილი არ არის და არ მგონია, რომელიმე პოლიტიკოსმა ეს შეძლოს, უფრო მეტი შანსი, ჩვენდა სამწუხაროდ, მაინც პუტინს აქვს.

скачать dle 11.3