კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მსგავსება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „ისინი ახლახან გამოცვივდნენ გამოქვაბულიდან“

  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების, ირმა ინაშვილის, თარხან-მოურავისა და ლომიას ენგურს იქით გადასვლას (მათ, ოფიციალური ვერსიით, ილორის წმიდა გიორგის ეკლესია მოილოცეს), ენგურს აქეთ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა მათ შესვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა ენგურს იქითაც.
  იმდენადაც კი, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტის“ მრჩეველს თანამდებობის დატოვებაც მოუწია (ის დახვდა აქაურებს და იქით უწევდა მეგზურობას).
  მეორე მხრივ, ცხადია, შეხვედრა გარდაუვლად უნდა გამართულიყო, ვინაიდან დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ორჯერ გააკეთა განაცხადი თბილისთან სუფთა ფურცლიდან და ახლებური ურთიერთობების დაწყების შესახებ და ამ ფაქტს თბილისი, ბუნებრივია, ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა.
  ამიტომაც, ვვარაუდობ, მოიძებნა აფხაზებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები პოლიტიკური ძალა (მათ შორის, რუსეთისთვისაც – გაგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვშიც იყვნენ რამდენჯერმე), რომ თბილისს ხმა მიეწვდინა დე-ფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის.
  თუმცა იმ რეაქციებიდან, უფრო ზუსტად, აგრესიიდან გამომდინარე, რაც აფხაზმა და ქართველმა საზოგადოებებმა გამოხატეს, ვფიქრობ, ნათელია, რომ პოლიტიკურად როგორც ენგურს აქეთ, ისე იქით პირველყოფილ თემურ წყობილებას არ გავცდენილვართ (ანუ ისინი, მაშასადამე, ჩვენც, ახლახან გამოცვივდნენ გამოქვაბულიდან)!



скачать dle 11.3