კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 დეპუტატის ოჯახური პორტრეტი

ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი

როგორ დაჭრა კომკავშირის ბილეთი ისნის რაიონის მაჟორიტარმა

 დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ისნის რაიონის მაჟორიტარია. ბატონი დავითი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრას ისევ ისნის რაიონში გეგმავს. თუმცა წინასაარჩევნო რეჟიმი დეპუტატისგან დიდ  ძალისხმევას მოითხოვს. ეს ინტერვიუც ფორს-მაჟორულად ჩავწერეთ. ის ჩვენი სტუმარია რუბრიკაში – „მაჟორიტარი სხვა რაკურსით“. როგორია მისი ჩვეულებრივი დღე, მისი გატაცებები, წინასაარჩევნო რეჟიმი და საყვარელი კერძები – თუმცა საინტერესო შტრიხებით.
– როგორ იწყება დეპუტატ დავით ჭიჭინაძის დილა – ყავა თუ ჩაი?
– ჩაი და მხოლოდ ჩაი! ჩაისტი ვარ. ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარს ჩაი და მსუბუქი საუზმე. ყავაზე ვერ გადავერთე, არ მიყვარს..
– ტრადიციულად რამდენი საათი გძინავთ?
– გამონაკლისების გარდა, როგორც წესი, 6 საათი. თუ რაღაც ფორსმაჟორი არაა და არ მაქვს დაძაბული დღის რეჟიმი.
– ბიზნესმენსა და გამომგონებელს, ელონ მასკსაც ზუსტად ამდენ ხანს სძინავს.
– არ ვიცოდი. კარგია, თუ მასეა. მასკი იდეური ადამიანია და ბევრი საინტერესო პროექტი აქვს.
– გამომგონებელი არა, მაგრამ როგორც ვიცი, პროფესიით ჰიდროტექნიკოსი ხართ.
– კი, ნამდვილად. პროფესიით არ მიმუშავია. სამწუხაროდ, როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე, მაშინ ჰესების შენების პროცესი შეჩერებული იყო, თუმცა  მჭედლად მიმუშავია. ახალგაზრდობაში დეპუტატობაზე არც მიფიქრია. ჩემს ახალგაზრდობაში ამისთვის აუცილებელი იყო პარტიული ხაზი, მე კი ყოველთვის მაღიზიანებდა პარტიული შეზღუდვები. ასეთი ისტორიაც  არის ჩემს ბიოგრაფიაში: შენახული მაქვს კომკავშირის ბილეთი, რადგან როცა მომცეს, იმ დღეს 2 ფურცელი ამოვხიე იქიდან  და ვთქვი, ამ დროს დამთავრდება კომკავშირი-მეთქი და წინასწარმეტყველებასავით ახდა. ასე რომ, სახალხო, საშვიდნოემბრო ,,მარშიროვკებზე“ მაქვს ამოხეული პროტესტის ნიშნად. ბავშვობაშიც „პროტესტანტი“ ვიყავი.
– საარჩევნო რეჟიმი  ძალიან დაძაბულია. რას გართმევთ პირადი ცხოვრებიდან?
– პრაქტიკულად სულ ოჯახის გარეთ ვარ, სულ გზაში, მაგრამ როგორც  უნდა მაგვიანდებოდეს და როგორც უნდა  ბევრი საქმე მქონდეს, ოჯახში  საღამოს
აუცილებლად  ვბრუნდები.
– როცა შეხვედრებზე გადაადგილდებით, საცობები ნერვებს გიშლით?
– გააჩნია, რა შეხვედრაა და სად მხვდება საცობი. ხან არის სიტუაცია, რომ საკითხის გაანალიზებისთვის დროც კი გჭირდება და საცობი ამ დროს პრაქტიკულია. ხან კი, როცა ისე მეჩქარება,  ლამისაა საჭეს მე მივუჯდე და ყველა საშუალებით ვეცადო რამენაირად არ დამაგვიანდეს, მით უფრო, რაც წინასაარჩევნო რეჟიმში ვარ, სულ გადარბენა მაქვს.
– რამე გამოკვეთილი ჰობი თუ გაქვთ?
– განსაკუთრებული არაფერი. რაც აქტიურ პოლიტიკაში ვარ და წინასაარჩევნოდ, მგონი, ჩემი ჰობი ძილი გახდა... ისე გვაკლია არსებულ ვითარებაში (იცინის). იმდენად დაკავებული ვარ, რომ ჩემს შვილებს ხანდახან, 3-4 დღეში ერთხელ, ძლივს ვნახულობ და პატარა ქალიშვილი სულ გაკვირვებულია, რატომ ვერ გნახულობ ყოველდღეო. პოლიტიკოსების და მით უფრო მათთვის, ვინც საარჩევნო პროცესშია ჩართული, ერთ-ერთი უარყოფითი თანმდევია ის, რომ ამ რუტინული რეჟიმის გამო საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის  დრო აღარ გრჩება. თუმცა, როცა უკვე პოლიტიკაში ხარ,  გაცნობიერებული გაქვს, რომ უფრო მეტად ხალხს სჭირდები და შესაბამისად, ეს მოცემულობაც სრულად გათავისებული გაქვს.
– სამზარეულო და დავით ჭიჭინაძე...
– თუ გულისხმობთ, რამეს ვაკეთებ თუ არა, რა თქმა უნდა, ვერ. ელემენტარულად, დრო არ მაქვს. საყვარელი საჭმელიც არ მაქვს, დიდად გურმანი არ ვარ. უფრო მეტად ხორცით მომზადებულ კერძებს ვანიჭებ უპირატესობას, კარგი ხაშლამაც კარგია და კარგი წიწილაც... განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩემი მეუღლე ამზადებს. ნინოს საოცრად გემრიელი კერძები გამოსდის.
– ჭურჭელიც არ გაგირეცხავთ?
– ჭურჭელი – კი. ახლაც – თუ არავინაა იმ მომენტში სახლში.  ელემენტარული ჰიგიენაა.
– ბრძანეთ, პოლიტიკოსი ხალხს უნდა ემსახურებოდესო, პოლიტიკოსისთვის აუცილებელი სამი ძირითადი თვისება დამისახელეთ.
– ეს არის მოთმინების უნარი და ეს თვისება ყველა პოლიტიკოსისთვის აუცილებელია. არ უნდა იღლებოდე ხალხთან ურთიერთობით და მათი პრობლემების მოსმენით, რა თქმა უნდა, თუ დახმარებისთვის მუშაობთ და მესამე, პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი იდეაფიქსი, რა სურს მას პოლიტიკაში, რა მოდელი უნდა განახორციელოს საკუთარი საქმიანობით.
– ისნის რაიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძლიერი  ფიგურები არიან წარმოდგენილნი და როგორ იმოქმედა ამან თქვენზე?

– არ ვიცი, თქვენ რას ეძახით ძლიერს, ჩემთვის კი ძალიან ზედაპირულია ეს შეფასებები. ზოგს საერთოდ არ აქვს საფუძვლები და იმხელა ამბიციები აქვს, კომიკურად მეჩვენება, ხოლო ზოგიერთი კი კონფორმისტს ჰგავს და რეალურად, პოლიტიკოსი არ არის, უფრო ჩინოვნიკია. ხალხი თავად გადაწყვეტს, ვინ ძლიერია, ვინ – მათთვის უფრო  მისაღები.
– თქვენ თავს რატომ უწოდებთ პოლიტიკოსს? რით გამოირჩევით?
– მე იდეას ვემსახურები, მთავარი ესაა, რომ მე კონკრეტულ ადამიანს და მასზე მიბმულ ვიწრო ჯგუფს არ ვემსახურები, არც ჩინოვნიკური ამბიციები მაქვს. მე მინდა,  კონკრეტულ ლოკაციაზე ხალხის პრობლემების აღმოსაფხვრელად ვიმუშაო. ბუნებრივია, რომ მაჟორიტარი ჯადოქარი არაა, რომ ხალხს კოშკების აშენება და არსებული სიდუხჭირის აღმოფხვრა შეჰპირდეს.  კომუნალური პრობლემების მოგვარება საერთოდ არ გახლავთ მაჟორიტარის ფუნქცია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზის პირობებში ვემსახურო მათ და ავუხსნა უფრო მეტად სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს შენების აუცილებლობა. ასევე, საფინანსო და საბანკო სექტორთან მიმართებაში მაქსიმალურად დავიცვა ჩემი ამომრჩევლის უფლებები და გავილაშქრო იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ამ სექტორში სუფევს.
– თქვენ მოქმედი მაჟორიტარი ხართ და ისევ აპირებთ ბედი სცადოთ.
– დიახ, ვაპირებ,  ერთი საარჩევნო ვადა ძალიან ცოტაა ჩემი პოლიტიკური შესაძლებლობების  რეალიზებისთვის. მით უფრო, ახლა უკვე დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ამ რაიონის მოსახლეობისთვის უფრო მეტად დავიხარჯო. მაჟორიტარი უნდა იყოს ხალხისთვის და არა ხალხის ხმები – მაჟორიტარისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩემი რაიონი უფრო მეტად იყოს კეთილმოწყობილი. მის  მცხოვრებლებს სჭირდებათ მაჟორიტარი, რომელიც უშუალოდ მათზე იმუშავებს და პარლამენტში დიდი, თავკომბალა პარტიის ინტერესების გამტარებელი არ იქნება.
– ბატონო დავით, დავუშვათ, გაიმარჯვეთ და არჩევნების  მეორე დღეა, რას გააკეთებთ?
– ისევ ჩემს სამუშაო ოთახში დავხვდები ყველას, ისე, როგორც ვხვდებოდი და მოვუსმენ. ეს არის ჩემი მოწოდება, ეს არის ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, იდეაფიქსი.


скачать dle 11.3