კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ არ შეიცვალა კაკი ბოლქვაძის პირადი ცხოვრება 64 კილოგრამის დაკლების შემდეგ და ვინ აპირებდა მის გამო ოჯახის დანგრევას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კაკი ბოლქვაძე წლებია, ქართულ შოუ-ბიზნესშია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა პანდემიის დროს დაწერილმა სიმღერამ მოუტანა, დიდ კრიტიკასთან ერთად, რამაც მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა, თუმცა, დღეს ამ ყველაფერს სულ სხვანაირად უყურებს.
  კაკი ბოლქვაძე: პანდემიამ ყველა ჩაგვძირა და პარალიზებული გაგვხადა, მათ შორის მეც. სახლში ვიჯექი და მოსწავლეებს ვამზადებდი ონლაინ რეჟიმში. მაგრამ ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა და ოქტომბერში სოლოკონცერტი მაქვს დაგეგმილი თბილისში. სოფო და ბორიკო ბედიას დავუწერე სიმღერა აფხაზეთზე და ძალიან მალე არაჩვეულებრივ კლიპსაც გადავიღებთ. ასე რომ, შემოდგომა დატვირთული მექნება.
– რაც შეეხება პოპულარობას, შოუ-ბიზნესში საქმიანობა ახლა არ დაგიწყია, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებულმა შენმა სიმღერამ – „დარჩი სახლში“, ეს დიდი დოზით მოგიტანა, მაგრამ კრიტიკაც დაიმსახურე.
– ამ გადმოსახედიდან რომ ვიხსენებ, ძალიან სასაცილო იყო ის ყოველივე, მაგრამ მაშინ ასე არ მეჩვენებოდა. მე „არ მკიდია“ ხალხი რას იტყვის. მე საზოგადოებას ვუმღერი, ის მიკრავს ტაშს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. იმ მომენტში ამ პროექტის გალანძღვა ტრენდული გახდა. ახლა ყველა იძახის, რას ერჩოდნენ, რა კარგი იყოო. როდესაც ხელოვანს ლანძღავენ, აუცილებლად უნდა იფიქრონ, რომ მას ჰყავს ოჯახი, მეგობრები და არ შეიძლება ადამიანი ერთი ხელის მოსმით გაანადგურო. ახლა მეცინება იმ დაჯგუფებაზე, რომლებიც ისხდნენ ინტერნეტსივრცეში და ერთობოდნენ იმით, თვითონ რომ წარუმატებლები არიან. თუმცა, მაშინ ახლობლები რომ არა, ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცუდ ლაქას დატოვებდა. პირველ რიგში, რომ არა სოფო ბედია, მე ამ ყველაფერს ვერ გადავლახავდი. ვიტყვი იმასაც, რომ დედა, რომელიც ზოგადად, საკმაოდ კრიტიკულია, ძალიან ჰუმანურად მომიდგა და მტკიცედ დამიდგა გვერდით. უნდა გაუძლო ამ ბულინგს, მაშინ, ნუ არბოდი სცენაზეო. მამა მშენებელია პროფესიით და ხელოვნებისგან ცოტა შორსაა. ვერ გაერკვია, რა ხდებოდა, თუმცა იცის, რომ ნიჭიერი შვილი ჰყავს (იცინის). პოპულარობისთვის ზოგი იხდის, ზოგი სამარცხვინო რაღაცებს მღერის, მაგრამ მე მათ სახალხოდ არ ვაკრიტიკებ. ჩემი აზრი შეიძლება, ჩემს სამეგობროში გამოვთქვა. რცხვენოდეთ იმ ვითომ „ხელოვანებს“, რომლებიც ჩუმ-ჩუმად „ღადაობდნენ“. ვინც ამ კლიპში ვერ მოხვდა, სათითაოდ გვწერდა, ჩვენ ვერ ვიმღერებდითო?! არადა, მკაცრი რეგულაციების ფონზე, ისეთ ფორსმაჟორში გავაკეთეთ ყველაფერი, ვერავის დავავალდებულებდით ჩაწერაზე მოსვლას. ვინც შეძლო, მოვიდა. მაგრამ სასაცილო ის იყო, რომ „მესენჯერში“ ვინც გვეწერდა, ჩვენ ვერ ვიმღერებდითო, მერე ის ხალხი გვაკრიტიკებდა საჯაროდ. თავიდან ძალიან განვიცადე, მაგრამ მერე ყველას თავის კუთხე მივუჩინე. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი იმ კუთხეში დგას, სადაც მე დავაყენე. მე დავწერე სიმღერა პანდემიასთან დაკავშირებით და მგონი, თემატიკიდან გამომდინარე, იქ სასაცილო არაფერი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს არ იყო კლიპი, ეს იყო სახლებში ჩაწერილი ვიდეორგოლი და ვიღაცის ტუჩის სიდიდესა და თმის სიგრძეს რომ აკრიტიკებენ, თავიანთ „სიფათებს“ მიხედონ. იმედია, სარკე აქვთ. კოლეგების ნაწილმა „თანაგრძნობა“ გამოგვიცხადა, არავის თანაგრძნობას არ ვსაჭიროებდით, სამარცხვინო არაფერი გაგვიკეთებია.
– მეორე მხარეც აქვს ამ ამბავს, დიდი დოზით გაიზარდა შენი პოპულარობა.
– მე არასდროს ვწერდი და ვმღეროდი პოპულარობისთვის. მე ჩემი საქმით „ვკაიფობ“. არასოდეს მომინდომებია შოუებსა და მსგავს პროექტებში მონაწილეობა, თან ჩემს გარეგნობასთან უკმაყოფილება მქონდა და ამიტომაც დავიკელი წონაში. ეს ყველაფერი ახლა თავისით მოხდა და ისევ ჩემს წისქვილზე დაასხეს წყალი – ვინც მლანძღავდა, იმ ადამიანებმა გამხადეს პოპულარული. მე ცუდი არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ ძალიან ლამაზი სიმღერა დავწერე.
– ემოციური ადამიანი ხარ?
– პატარა ბავშვივით ვარ – პატარა რაღაც მიხარია და პატარა მწყინს. ტკბილი სიტყვით ყველაფერს გამაკეთებინებ. სუსტი ნებისყოფა მაქვს და ძალიან ემოციური ვარ. სიკეთეს იმიტომ ვაკეთებ, რომ მსიამოვნებს. ძალიან მიმდობი ვარ, რასაც მერე ვნანობ ხოლმე.
– პირად ცხოვრებაზე გადავიდეთ. აქ რა ხდება?
– ვარ მარტო. ცოლის მოყვანას უახლოესი ორი წელი არ ვაპირებ. ამისთვის რაღაც გარემოებები არ მიწყობს ხელს. ცოლი ვის მოვუყვანო დედას და მამას?! ჯერ მინდა, ჩემს ცხოვრებაში რაღაცები დავალაგო.
– 165 კილოგრამი ვიყავი, გათხოვილმა ქალმა, ჩემ გამო რომ დაანგრია ოჯახიო. ასე როგორ შეაყვარე თავი?
– მცდელობა იყო, არ დაუნგრევია. ეს დაგეგმილი არ ყოფილა, უბრალოდ, ასე მოხდა. ერთმანეთი გვსიამოვნებდა, მაგრამ არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე გასერიოზულდებოდა. რა თქმა უნდა, მისი მხრიდან. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ 30 წლის ვიყავი და ის ასაკით ჩემზე ბევრად უფროსი იყო და თან ოჯახი ჰქონდა.
– გაგკიცხავენ, ასეთ ქალთან ურთიერთობა რატომ დაიწყეო.
– როდესაც ჩვენ ურთიერთობა დავიწყეთ, იმ პერიოდში გაცილებულები იყვნენ, ერთად არ ცხოვრობდნენ. მერე, ალბათ, შერიგდნენ და შეიძლება, ესეც გახდა იმის პირობა, რომ ახლა მასთან არ ვარ. მე სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას არ ავაგებ. ავუხსენი, რომ არც ჩემთვის იყო ეს ყველაფერი მარგებელი და არც მისთვის სარგებელი, ამიტომ დავიშალეთ. სხვათა შორის, ძალიან კარგი ადამიანია.
– ძალიან ყვარებიხარ, შენს გამო რომ ოჯახს ანგრევდა.
– ხანდახან ადამიანებმა ამოჩემებები ვიცით და ეს სიყვარული გვგონია. სინამდვილეში, სიყვარულია ამაგი, თანაცხოვრება და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ამოჩემება იყო. უბრალოდ, გვსიამოვნებდა ერთმანეთი და კარგად ვგრძნობდი თავს.
– მის ქმარს რომ გაეგო, ალბათ, სერიოზული ამბები მოხდებოდა.
– ალბათ, მაგრამ მე პასუხი მქონდა, მაშინ ისინი დაშორებულები იყვნენ. რა თქმა უნდა, კაცსაც სჭირდება დაფიქრება, მაგრამ ოჯახიან ქალს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და მეუღლეს დროებით გაშორებულია, მეტი დაფიქრება მართებს. თან, როცა ასაკით ჩემზე გაცილებით უფროსია.
– წონას რაც შეეხება, ბევრი დაიკელი? ამის შემდეგ შეიცვალა რამე პირად ცხოვრებაში?
– კი, ძალიან ბევრი და ვცდილობ, ცოტა ვივარჯიშო, ცოტა ვიდიეტო, მაგრამ არაა მარტივი. დილა რომ თენდება, მეზობელი მაწვდის ბლინებს, შუადღეს მე ჩავდივარ მასთან მჭადით და ყველით, საღამოს სხვა მეზობელი გვიერთდება. ერთი დიდი ოჯახი გვაქვს სამეზობლოს და ცოტა მიჭირს წონის კონტროლი (იცინის). თან, ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. საერთო ჯამში 64 კილოგრამი დავიკელი. პირად ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ჩემდა საბედნიეროდ, ყველა ჩემს თანამგზავრ ადამიანს, რომელიც სიმსუქნეში მყავდა, ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვიყავი – ფუმფულა და ბუთქუჩა. ახლა, უბრალოდ, სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას. ადრე ძალიან დაკომპლექსებული და ძალიან თვითრკიტიკული ვიყავი. არ მომწონდა საკუთარი თავი. წონაში დაკლების შემდეგ თვითშეფასება ამიმაღლდა და ჯანმრთელობაზე ხომ, მით უმეტეს, ძალიან კარგად აისახა, რაც ყველაფერში მეხმარება.

скачать dle 11.3