კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ აუხტა მაკა ზამბახიძე შვილს სცენაზე და ვისი მოფერება არ ჰყოფნის მას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი სალომე ჩიტაძე წელს სტუდენტი გახდა, მომავალი ვეტერინარია. როგორც თავად ამბობს, მისთვის მაკა ზამბახიძის, ცნობადი მომღერლის შვილობას არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია, თავადაც სცენაზე დამდგარიყო და თავისი თავი ეპოვა შემოქმედებაში. სალომესთვის ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა კონცერტების თვალსაზრისით და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იწურება, ის ენერგეტიკა, რომელიც მსმენელისგან და საყვარელი ადამიანებისგან ამ სეზონზე „აკრიფა“, მთელი წელი გაყვება.
  სალომე ჩიტაძე: ზაფხულის, ზღვისა და მზის ადამიანი ვარ. ვერ წარმომიდგენია, ვინმეს ზაფხული არ უყვარდეს. ეს ის პერიოდია, როცა სხვანაირი ენერგეტიკით ივსები და იმუხტები. ზოდიაქოთი „ლომი“ ვარ და ამ სეზონის ენერგეტიკა და მუხტი ნამდვილად მჭირდება. მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო კორპორატიულები, ქორწილები და ბანკეტები არ იყო, მაგრამ, მაინც ბევრი კონცერტი მქონდა თბილისსა და ბათუმში და  აქტიური ზაფხული ახლაც გრძელდება ჩემთვის.
– ახლახან, 12 აგვისტოს, დაბადების დღე გქონდა, 19 წლის გახდი. იყო სიურპროზები და ფეიერვერკები?
– ჩემს დაბადების დღეს ბათუმში შევხვდი. რასაკვირველია, იყო სიურპრიზებიც და ფეიერვერკებიც. უამრავი მილოცვა მივიღე უცხო ადამიანებისგანაც სოციალურ ქსელში, სცენაზეც ამომივარდნენ (იცინის). ბათუმში ჩემს დაბადების დღეზე კონცერტი მქონდა, დედაჩემი ამოვიდა სცენაზე და ამას ნამდვილად არ ველოდი (იცინის). განსხვავებული დაბადების დღე მქონდა, ისეთი, რომ არ დამავიწყდება. ზოგადად, მიყვარს ჩემი დაბადების დღე და მისი აღნიშვნა ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამ დღეს მიღებული ენერგია წლიდან წლამდე, დაბადების დღიდან დაბადების დღემდე მყოფნის.
– ამბობენ, ლელა წურწუმიამ, რომელსაც მეორე დედად მიიჩნევ, განსაკუთრებული სიურპრიზი გაუკეთაო.
– დიახ, ლელა ნამდვილად ჩემი მეორე დედაა. მისგან სითბო, სიყვარული და სიურპრიზები არასოდეს მაკლია. მასთან ერთად, ხშირად მიწევს სცენაზე დგომა და ეს ადამიანი, ჩემთვის ნამდვილად მისაბაძი და სამაგალითოა. ძალიან შრომისმოყვარეა, მონდომებული და პროფესიონალი. მინდა, ჩემს პროფესიაში ზუსტად მისნაირი ვიყო. ხშირად ვეკითხები რჩევებს, ისიც მარიგებს და მის გემოვნებას ვენდობი, თუნდაც ჩაცმაში.
– სოციალურ ქსელში გეწერა დედაზე, მაკა ზამბახიძეზე და მის ქმარზე: თქვენს სიყვარულს რომ ვუყურებ, სიყვარული მინდებაო. რატომ დაწერე ეს სტატუსი და როცა ამ წყვილს უყურებ, რა განცდა გეუფლება?
– როცა ამ წყვილს ვუყურებ, მიჩნდება განცდა, რომ ადამიანს  შესაძლოა, ყოველ წამს გაუმართლოს, მაშინაც კი, როცა ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს. მათი სიყვარულის შემხედვარე, მეც სიყვარული მინდება (იცინის). რთულია, ასეთ ადამიანებს უყურო და სიყვარული არ შეგიყვარდეს და არ მოგინდეს. მათ სიყვარულს ასეთ სახელს დავარქმევდი – გვირილა! და, ასეთი გვირილასაცით სიყვარული მეც მინდა, ვიპოვო და ცხოვრების ბოლომდე მქონდეს. მარტო მე კი არა, წრფელი, გიჟური და „გვირილასავით“ სიყვარული ყველას უნდა ჰქონდეს, მე გამონაკლისი არ ვარ.
– ანუ, შეყვარებული არ ხარ?
– არა, შეყვარებული არ ვარ. უკარება არ ვარ, მაგრამ სიყვარულს თავისი დრო აქვს. ამისთვის რაღაც ნაბიჯების გადადგმაც გვიწევს და ურთიერთობა ისე ვერ შედგება, თუ რამე არ დათმე და კომპრომისზე არ წახვედი. შესაძლოა, სიყვარულის გამო, ცხოვრების შცვლა და გადაკეთებაც დაგჭირდეს და ამისთვისაც მზად უნდა იყო. თუმცა, ეს ყველაფერი ნორმების ფარგლებში უნდა ხდებოდეს და სწორედ, მეორე ნახევარმა უნდა გაჩუქოს ის თავისუფლება, რის უზრუნველყოფასაც თავად ვერ ახდენ.  
– როგორ გგონია, შეყვარებულს რისი „გადაკეთება“ მოგიწევს?
– ალბათ, ჩემი ფხუკიანი ხასიათის (იცინის).  ცოტა ეგოისტი ვარ და მინდა, სულ მეფერონ (იცინის). კი მეფერებიან, მაგრამ სულ ჩხუბი მაქვს დედასთან – სულ მინდა, მეფეროს. ასე რომ, ჩემთან ურთიერთობა არც რთულია და არც მარტივი. ალბათ, შეყვარებულს დათმობებზე წასვლა მომიწევს, თუმცა, ვინც სცენაზე დგომას ამიკრძალავს, ასეთი მამაკაცი გვერდით არ მეყოლება, სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. არის რაღაცები, რის დათმობაზეც ვერაფრის ფასად ვერ წავალ. არ მიყვარს, როცა ქალისა და კაცის უფლებას განასხვავებენ. ასე რომ, საყვარელმა მამაკაცმა ისეთი რამე არ უნდა მთხოვოს, რის დათმობაზეც, უბრალოდ, ვერ წავალ. სცენა ჩემი საყვარელი ადგილია, სიმღერა – ჩემი ცხოვრება და ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს, არცერთი ურთიერთობის ფასად.
– შენ და მაკა, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდეთ. როგორი დედაშვილობა გაქვთ?
– გეთანხმებით, მე და დედა, ერთად გავიზარდეთ და მე და მაკას შესაშური ურთიერთობა გვაქვს. უფრო მეგობრები ვართ, ვიდრე დედა-შვილი. ყველას ჰგონია, მასთან გახსნილი ვარ, თუმცა, მორცხვი ვარ, რაღაც-რაღაცები დამიმალავს, ვერ მითქვამს. იმიტომ კი არა, რომ ვერ გამიგებს... უბრალოდ, არის საკითხები, რისი თქმაც მერიდება. ერთი შეხედვით თამამი გოგოს შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ საკმაოდ მორიდებული ვარ.
– ცნობადი ადამიანების შვილები ხშირად მშობლების ჩრდილში „იკარგებიან“. რამდენად რთულია შენთვის მაკა ზამბახიძის შვილობა და ექცევი მის ჩრდილქვეშ?
– მე არ ვთვლი, რომ მაკა ზამბახიძის შვილობა „ჩრდილია“ და, თუ „ჩრდილია“, მაშინ ყველაზე ნათელი. მე მიყვარს სცენა, სიმღერა და იმის გამო, რომ დედა ცნობადი მომღერალია, არასოდეს მიწევს დათმობასა და კომპრომისზე წასვლა. ასე რომ, მაკას შვილობა დისკომფორტს არ მიქმნის და არც ჩრდილში მიწევს ყოფნა მისი  პოპულარობის გამო.
– პანდემიის შემდეგ ბევრი წუწუნებს, წონაში მოვიმატეთო და შენსკენ როგორაა საქმე?
– სხვათა შორის, მე პირიქით დამემართა – პანდემიის პერიოდში დავიკელი წონაში და რომ დამთავრდა, მერე მოვიმატე (იცინის). ახლა ვცდილობ და დაკლების პროცესში ვარ. მთელი კარადა გამოტენილი მაქვს პატარა ზომის ტანსაცმლით. მიყვარს საჭმელების კეთება. ხშირად ღამითაც ავმდგარვარ და გემრიელობა მომიმზადებია. მერე დიეტაც დამიცვია და ერთხელ, სამი დღე არაფერი ვჭამე და გულის წასვლამდე რომ მივედი, მივხვდი, შიმშილი ჩემი საქმე არ არის, ვთქვი: ისევ ჩემი კილოგრამები მირჩევნია გულის წასვლებს-მეთქი და გემრიელად ჭამა განვაგრძე (იცინის). თუ მომეწონა პატარა ზომის ტანსაცმელი, იმ იმედით ვყიდულობ, რომ დავიკლო და ჩავიცვა, მაგრამ არ მიშველა და უფრო დაპატარავდა (იცინის). მაკა ჩემზე გამხდარია, ჩამიჯდა წილში და ის იცვამს უმეტესობას.
– წელს სტუდენტი გახდი. რა პროფესია აირჩიე სამომავლოდ?
– დიახ, ქულები მივიღე, სტუდენტი გავხდი, არ ვუღალატე ჩემს სიტყვებს და ვეტერინარულზე ჩავაბარე. ასე რომ, მომავალი ვეტერინარი ვარ. ვფიქრობ, მომღერლობასა და ვეტერინარობას, ერთმანეთს შევუთავსებ, რადგან, როცა გულით გინდა, ყველაფერი გამოგივა. როცა ქუჩაში მცნობენ, მაჩერებენ და სიყვარულს გამოხატავენ, მიხარია და იმედი მაქვს, ასეთივე საყვარელი ვეტერინარი ვიქნები მომავალში. იმედი მაქვს, სტუდენტობით ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო – ყველაზე მაგარი და ახლა იწყება კარგი ამბები.

скачать dle 11.3