კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 თიკა მახალდიანი: იმ სიმაღლეზე არ ვარ, რომ მას დედის სიკვდილი ვაპატიო

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  აღდგომის ღამეს, მთელი თბილისი შეძრა ტრაგიკულმა შემთხვევამ, როცა აივნიდან ბრმად გასრილილმა ტყვიამ ახალგაზრდა ქალი, თამარ ანთელავა, შეიწირა საკუთრ ბინაში. ის მომღერალ თიკა მახალდიანის დედა იყო და როგორც მომღერალი ამბობს, მისი წასვლით ერთ წამში მისთვის ბევრი რამ დასრულდა. ახლაც დედის მონატრებაშია, სიზმრად ეფერება და მის გარეშე ცხოვრება უჭირს.
  თიკა მახალდიანი: ძალიან მაგარი და აქტიური ბავშვობა მქონდა. სიმღერა მიყვარდა და დედაჩემი ყველგან დამატარებდა – სტუდიებში, მასწავლებლებთან. მიკროფონი დავიჭირე ხელში, დავდექი სცენაზე და ვიმღერე – ასე არ მომხდარა. ამისთვის ძალიან გრძელი გზა და მომზადება გავიარე. მთელი ბავშვობა კონკურსებზე გავდიოდი, ვიწვალე კიდეც და ბევრი სიამოვნებაც მივიღე. ამაში დედა მედგა გვერდით და მისი დამსახურებაა, რომ დღეს წარმატებული და ცნობადი ვარ. სამაგალითო დედა მყავდა და ვეცდები, მეც ასეთივე დედა ვიყო კირასთვის – მაქსიმალურად დაკავებული იყოს, ხელოვნებას ეზიაროს. მე გზას ვაჩვენებ და მის არჩევანში არ ჩავერევი.
– ეს წელი შენთვის ემოციურად მძიმე აღმოჩნდა. ალბათ, იმ ტრავმისა და ტკივილისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია და დღითი დღე უფრო იმატებს მონატრება.
– დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს თავს მოხდა. ჰაერში ვარ, ვერ ვაზროვნებ და რომელმა დრომ უნდა დამავიწყოს და განკურნოს ეს ტრაგედია, არ ვიცი. მას ვერასოდეს ვერაფერი გადაფარავს. ხანდახან, მავიწყდება, რომ დედა ამქვეყნად აღარ არის, ვიღებ ტელეფონს და ვიწყებ რეკვას, რომ მოვუყვე ამბები და უცებ მახსენდება, რომ ის მომიკლეს და გვერდით აღარ მყავს. სადაც უნდა ვიყო, დედის მოგონება სულ ტვინში მაქვს. მაკლია მისი სითბო და ყურადღება. სულ მეფერებოდა. მეიმედებოდა მისი ყოფნა. დებივით ვიყავით და მისი სახით უახლოესი მეგობარი დამაკლდა. ხშირად ვეკითხებოდი რჩევებს. ძალიან გემოვნებიანი იყო და რამეს რომ ჩავიცვამდი, დამაკვირდებოდა და მეტყოდა: თიკუ, ეს გიხდება, ეს არაო. წონაზე სულ მეკამათებოდა: როგორ გიხდება სიგამხდრე, ცოტა დაიკელიო. სულ უნდოდა, ფორმა შემენარჩუნებინა, ხშირად გამოვჩენილიყავი სცენაზე და  ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი.
– ამქვეყნიდან მისი უდროოდ და ტრაგიკული წასვლით რა დამთავრდა შენს ცხოვრებაში?
– ერთ წამში გავიზარდე, გული მომიკვდა და დასრულდა მის გვერდით სიხარულისა და ბედნიერების ეტაპები. ვიღიმი შვილის გამო, მაგრამ ბოლომდე არაფერი მახარებს. შავი ტანსაცმლის ტარებაც კი გამიჭირდა ორმოც დღემდე. შავი არაფერს მიცვლის, დედა გულშია და მისი წასვლით მოყენებულ ტკივილს კი, რაც უნდა ჩავიცვა, ვერცერთი ფერის ტანსაცმელი ვერ გამოხატავს.
– ახლა გამოძიება რა ეტაპზეა?
– გამოძიება ჯერ მიმდინარეობს. ორი სასამართლო ჩატარდა, 20 სექტემბერს მესამეა ჩანიშნული და ჯერ განაჩენი არ გამოუტანიათ.
– თიკა, დედის მკვლელს, რომელიც თავს დამნაშავედ გრძნობს და ამბობს, რომ უმიზნოდ გასროლილი ბრმა ტყვიის გამო, შემთხვევით, შეიწირა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე და როგორც ვიცი, ნანობს, ოდესმე თუ აპატიებ?
– ხშირად მიფიქრია, შემიძლია თუ არა მისი პატიება. ჯერ არ შემიძლია მიტევება და ალბათ, ძალიან დიდი ადამიანი უნდა იყო, რომ ეს შეძლო. მე ასეთი დიდი არ ვარ. იმ სიმაღლეზე არ ვარ, რომ იმ ადამიანს დედის სიკვდილი ვაპატიო. ეკლესიაში დავდივარ იმ დღიდან, რაც ეს ამბავი მოხდა, მანამდე არ ვიყავი ძალიან ეკლესიური და მაზიარებელი. დედას ამბის მერე მამა შალვა კეკელია, არ მომშორებია გვერდიდან, მან გადამატანინა ეს ტკივილი მეც, ჩემს ოჯახსაც და ჩემს ძმასაც. უფრო სწორად, კი არ გადამატანინა, შემიმსუბუქა. და, ბავშვმაც – ტირილი რომ მინდა, თავს ვიკავებ, ვერ ვტირი, არ მინდა, მან დამინახოს. კირუნას სულ ველაპარაკები ბებოზე, სულ მოვუყვები, რომ არასოდეს დაავიწყდეს.
– როდესაც მშობელი გარდაიცვლება, თითქოს დედმამიშვილის მიმართ ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის, სხვა განცდა ჩნდება. შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?
– დიახ, ზუსტად ასეთი გრძნობა გამიჩნდა მეც ჩემი ძმის მიმართ. ყოველთვის მეგობრული და სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, თუმცა, ახლა უფრო ვნერვიულობ, განვიცდი, ფაქტობრივად, მეორე შვილის ფუნქცია შეიძინა, დედური ინსტინქტი წამოვიდა.
– დედას სიზმრად თუ ნახულობ და რას გეუბნება?
– რამდენიმეჯერ დამესიზმრა. სულ ვეხვეწები, სიზმრად მაინც მოვიდეს და მელაპარაკოს. ამას წინათ ვთხოვე: დედა, რამენაირად მიმანიშნე, თუ ჩვენთან ხარ-მეთქი და სასწაულად დამესიზმრა. მითხრა: დღისით  სულ თქვენთან ვარ და საღამოს დასაძინებლად მივდივარო. ისევ ისეთი გაპრანჭული და ლამაზი იყო. მის არსებობას სულ ვგრძნობ ჩემს გვერდით. მიჭირს დედის საფლავზე ასვლა, მგონია, იქ არ არის, სხვაგანაა და მალე მოვა. თუმცა, აღდგომა დღეს გარდაიცვალა, ვიცი სამოთხეშია, იქ იპრანჭება და ღმერთთანაა. დედა 52 წლის იყო და ჩემზე კარგად გამოიყურებოდა, 32 წლისას ჰგავდა. მენანება და მეცოდება, რომ ასე ახალგაზრდა წავიდა იმქვეყნად. ცხოვრებაში წნევაც არ გაუზომია, არაფერი აწუხებდა. ახლა ვლოცულობ, რომ ღმერთმა ასეთი განსაცდელი აღარ გამომიგზავნოს. ძლიერი კი აღმოვჩნდი, მაგრამ მარტო რომ ვრჩები, ვხვდები, როგორი სუსტი ვარ, მიჭირს.
– მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, როცა ტკივილი არ ნელდება, ცხოვრება გრძელდება.
– ასეა. შვილის, ქმრის, ოჯახის, ახლობლებისა და გარდაცვლილი დედის გამო უნდა ვიყო ძლიერი, სხვა გზა არ მაქვს. მათთვის უნდა ვიყო ძლიერი გოგო. ბათუმში მყავს ბავშვი დასასვენებლად და ახლა მინდა, რაჭაში წავიყვანო. თუმცა, არ ვიცი, ამას როგორ შევძლებ. რაჭაში ყოველ წელს დედასთან ერთად მივდიოდი და წელს მარტო რომ ჩავალ, ჩემთვის ემოციურად ძალიან რთული იქნება, გამიჭირდება. მის გარეშე, იქ ფეხის დადგმას როგორ შევძლებ, არც კი ვიცი, მაგრამ ისევ შვილისთვის. სხვათა შორის, ხასიათით დედას არ ვგავდი, ის უფრო მსუბუქი ხასიათის იყო, მე ცოტა მძიმე ვარ და სულ მეუბნებოდა: ნამდვილი სვანი ხარო. ახლა, რაც ის აღარ არის, მსგავსებას ვიჭერ ხასიათში, მას ვემსგავსები.

скачать dle 11.3