კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 თაკო კორინთელი: დაფიქრება არც მაცადა, მაშინვე გამიკეთა ბეჭედი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ჟურნალისტი და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, თაკო კორინთელი დაინიშნა. მისი რჩეული ექიმი ლევან ნარეშელია. წყვილის სიყვარულის ისტორია საქმიანი ურთიერთობით დაიწყო, შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა, ხოლო ბოლოს დიდი სიყვარულით დაგვირგვინდა. ულამაზესმა თაკომ, რომელმაც მთელ საქართველოს შეაყვარა თავი, მისი სიყვარულის ისტორია გვიამბო.
  თაკო კორინთელი: პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი, როგორი პერიოდიც უნდა მქონდეს, კარგი თუ ცუდი, არასდროს ვსაუბრობ. უბრალოდ, ჩვენი ამბავი ისე მოედო ქვეყანას, რომ ასე თუ ისე, მიწევს ლაპარაკი. ლევანს ბავშვობიდან ვიცნობ, უბნელები ვართ, ერთ ეზოში გავიზარდეთ, ერთი სამეგობრო წრე გვყავს და ასე შემდეგ. ახლახან ვუთხარი, რომ ბავშვობაში მომწონდა, უბრალოდ, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჩემზე სამი წლით უფროსია, ეს ასაკობრივი სხვაობა მაშინ უფრო შესამჩნევი იყო, მისთვის ბავშვი ვიყავი, შესაბამისად, ჩემი გრძნობები საჯარო არც გამიხდია და მხოლოდ, მე და ჩემმა დაქალმა ვიცოდით (იცინის). დაახლოებით, 8-9 თვის წინ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა მაშინ, როცა ჩვენი პროფესიები ერთმანეთს გადაეკვეთა. ლევანი არის ექიმი, ეხმარება ადამიანებს და მეც დავჭირდი დასახმარებლად. ერთ-ერთ ბავშვს სჭირდებოდა მკურნალობა და  ჩემი და ჩემი სანაცნობო წრის მხარდაჭერა  ესაჭიროებოდა. მოკლედ, ერთად შევუდექით ამ საქმეს, მთელი სულითა და გულით ჩავერთე ყველაფერში – ადამიანის ჯანმრთელობას ეხებოდა საქმე. თავიდან გვქონდა საქმიანი შეხვედრები, ვგეგმავდით, რა როგორ გაგვეკეთებინა. შემდეგ საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. იმდენად გავიხსენით ერთმანეთთან და ამოვალაგეთ ჩვენი ტკივილები,  რომ მესაიდუმლოები გავხდით. ერთმანეთის ყოველდღიური დეტალები ვიცოდით: სად ვიყავით, როგორ ვიყავით და ასე შემდეგ. ბოლოს კი ეს ჩვენი ღრმა მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
– იყო ხელის თხოვნის მომენტი?
– კი, იყო, როცა ერთმანეთს გამოვუტყდით გრძნობებში და მივხვდით, რომ ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარდა და გვქონდა კონკრეტული გეგმები. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ძალიან ახლო მეგობრები და ამით ვამაყობ. რაღაც რომ ხდება, ის ყოველთვის ჩემთან მოდის, მე კი – მასთან. პირველად ერთმანეთს ვატყობინებთ და ვუზიარებთ ყველაფერს. ვიპოვე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. სულ ვამბობდი, მეორე ნახევარი შენი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს-მეთქი და ეს სურვილი ამისრულდა. საოცრად გავუგეთ ერთმანეთს, ერთნაირი ხასიათები, შეხედულებები გვაქვს. ვიცოდით, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა, გვექორწინა, შვილები გვყოლოდა, მაგრამ ასე უცებ არ ველოდი, ხელს თუ მთხოვდა. მითხრა, გავისეირნოთო და ჩვენი პირველი პაემანი სადაც შედგა, იქ მიმიყვანა. მივედით და ცოტა ხანი გავჩერდით, მეკითხებოდა, გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა აქ რომელ რიცხვში იყოო. ვერ გავიხსენე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს კარგად ვიმახსოვრებ, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან თარიღებს. თურმე, ბეჭედი ჰქონდა ზურგს უკან დამალული. მითხრა: დღევანდელი რიცხვი არასოდეს დაგავიწყდებაო და როცა მისკენ შევტრიალდი, უცებ დამახვედრა ბეჭედი. ეს ძალიან ემოციური და მოულოდნელი იყო ჩემთვის.
– და არც დაფიქრებულხარ, მაშინვე თქვი კი?
– არც მაცადა, მაშინვე გამიკეთა ბეჭედი (იცინის). რა თქმა უნდა, ჩემგან ჰქონდა თანხმობა.
– წარსულის ცუდი გამოცდილების გამო, არ გეშინოდა ამ ნაბიჯის კიდევ ერთხელ გადადგმა?
– ყველამ იცის, რომ მეც და ლევანსაც, ორივეს, წარსულში, ჩვენს ურთიერთობამდე ოჯახი და  პირადი ცხოვრება გვქონდა, რომელიც დიდი ხნის წინ დაინგრა. ჩემს შემთხვევას რაც შეეხება, მანამ, სანამ ლევანი გამოჩნდებოდა, ვფიქრობდი, ამ ნაბიჯს მეორედ ვეღარ გადავდგამდი, რადგან მეშინოდა. მეგონა, ისეთ ადამიანს ვერ ვიპოვიდი, როგორიც მე მჭირდებოდა. მოკლედ, სტანდარტული შეხედულებები მქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ნებისმიერ გოგონას, რომელსაც ოჯახი დაენგრა.  თუმცა, შემდეგ გამოჩნდა ლევანი, ავაწყვეთ ურთიერთობა და არაფრის შიში აღარ მაქვს. დღემდე, როცა ვიცი, რომ ლევანი ჩემ გვერდითაა, მგონია, მთებს ავიღებ და გადავდგამ. ისე ვართ ერთმანეთის მიმართ შერწყმულები, რომ ამ ყველაფერზე საუბარი ზედმეტია.
– ქორწილს გეგმავთ?
– ამ ეტაპზე ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ  გვაქვს დიდი გეგმები, ისეთი დიდი, რომ გაჟღერებისაც კი მეშინია. ამ თემაზე ვრცლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ ქორწილსაც, ჯვრისწერასაც, იურიდიულ ხელმოწერასაც და ყველაფერს. რაც მთავარია, ეს ამბავი ძალიან მალე იქნება.
– ის, რომ პოპულარული ხარ, ყველა გიცნობს, ამ საკითხის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?
– სხვათა შორის, ძალიან დადებითი, ვიტყვი, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მთელი გულით ეკიდება ჩემს საქმეს. მისთვის მთავარია, ვაკეთო ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიხარია და მიყვარს. მისგან ყოველთვის ისეთი ძლიერი მხარდაჭერა მაქვს, რომ ნებისმიერი თვალსაზრისით, მათ შორის კარიერულშიც, არანაირი პრობლემა არ მაქვს.
– საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა „ბარბარიკათი“ გაგიცნო. გიყურებდა ხოლმე ეკრანზე?
– აქტიური მაყურებელი არ იყო, მაგრამ ჩემი რაღაც ეპიზოდები ნანახი აქვს. ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი და მოსწონდა. უკვე იმდენად კარგად მიცნობს, იცის, რას და როგორ გავაკეთებ, კმაყოფილია ჩემით და პოზიტიურად არის განწყობილი ნებისმიერი საქმის მიმართ, რომელსაც ვაკეთებ ან მომავალში გავაკეთებ. გავიმეორებ, დიდი მხარდაჭერა მაქვს მისგან და სწორედ, ამიტომ არაფრის მეშინია, ვაკეთებ იმას, რაც მიხარია და გამომდის.

скачать dle 11.3