კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ შეიძინა დათო ტურაშვილმა ლონდონში წიგნები იაფად

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  დათო ტურაშვილი ასეთ ისტორიას ყვება: „ლონდონში რომ ვსწავლობდი, ერთ ქართველ მხატვარს დავუმეგობრდი, რომელიც იქ ცხოვრობდა. ლონდონი, შეიძლება ითქვას, წიგნების ქალაქია და მის ცენტრში უამრავი წიგნის მაღაზიაა, სადაც ნებისმიერ წიგნს იშოვი. თუმცა, წიგნებიც, ისევე როგორც ყველაფერი, ლონდონში ძალიან ძვირია. ათიოდე წიგნი აუცილებლად მჭირდებოდა. თუმცა, ისინი ძალიან ძვირი მიჯდებოდა და ეს გასაჭირი ჩემს მეგობარს შევჩივლე. მან კი მითხრა, ერთ ადგილობრივს გაგაცნობ, ვინც ამ წიგნებს ბევრად იაფად გაშოვნინებსო. მართლაც, გამაცნო ერთი ინგლისელი ახალგაზრდა, რომელმაც მითხრა: ჩამომიწერე შენთვის საჭირო წიგნების სია, მე ფასებს მივაწერო. წიგნების დასახელებები ჩამოვუწერე, მან კი თითოეულს ფასები მიაწერა. საერთო ჯამში ეს წიგნები იაფი მიჯდებოდა. ფასები მეც ვიცოდი და რომ დავხედე, გამიკვირდა: ზოგიერთ საკმაოდ იაფ წიგნს მაღალი ფასი ეწერა, ზოგიერთი ძალიან ძვირი კი, ფაქტობრივად, მუქთა გამოდიოდა. მე, რა თქმა უნდა, სრული თანხა გადავიხადე, თან ვკითხე, რა კრიტერიუმით აფასებდა ეს კაცი წიგნებს. მან კი მითხრა: მათი მოპოვების სირთულის კრიტერიუმითო.
  საქმე კი ის იყო, რომ ის კაცი ამ წიგნებს  მაღაზიებიდან იპარავდა და ზეპირად იცოდა, რომელ მაღაზიაში სათვალთვალო კამერა სად იდგა, რა მონაკვეთს მოიცავდა მისი თვალთახედვის არეალი და სირთულის კრიტერიუმიც სწორედ ის იყო.“

скачать dle 11.3