№35 ეს საინტერესოა
* უცნაური კანონის ერთ-ერთი მაგალითია ამერიკის შტატ კანზასში – თუ შემოწმებისას ადამიანს ვერტიკალურად დგომა შეუძლია, მიიჩნევა, რომ ის... ფხიზელია.
* არქეოლოგმა შამპოლიონმა მიზნად დაისახა ეგვიპტური წარწერების გაშიფვრა. ყურადღება მიაქცია ტექსტში ოვალებს და ივარაუდა, რომ მასში ჩასმული იეროგლიფები ფარაონთა სახელები იქნებოდა. მართალიც აღმოჩნდა. სწორედ ეს გახდა მთელი დამწერლობის გაშიფვრის გასაღები. პირველად კი შამპოლიონმა კლეოპატრასა და პტოლემეუსის სახელები წაიკითხა.
* ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ პირველი იაპონური თარგმანის სახელწოდება იყო: „ყვავილებისა და მგლოვიარე ტირიფის ტირილი, ჩრდილოეთ ევროპის სისხლიანი ბრძოლის უკანასკნელი ფერფლი“.