№35 ბრძნული აზრები
ტრეისი: დიდ წარმატებას აღწევს მხოლოდ ის, ვინც ყოველთვის სხვების დახმარებისკენ მიისწრაფვის. ხოლო ის, ვინც მხოლოდ საკუთარ სარგებელს ეძებს, მარცხისთვის არის განწირული.
სიუნ ცზი: ყველაფერი შეგიძლია იქონიო, თუკი არაფერი გსურს იმაზე მეტი, რაც უკვე გაქვს.
რემარკი: არ შეიძლება, ადამიანებს მთელი გულით მიეჯაჭვო. ეს ცვალებადი და საეჭვო ბედნიერებაა.
ოდენი: სიკვდილამდე ყოველი გმირი უბრალო მოკვდავია.
აკაკი: გულში რომ შური შევა, მაშინ სულიც დაჩლუნგდება.
მამარდაშვილი: ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენ წინააღმდეგ განზრახვები.
მონტენი: ჭკვიანები სულ სწავლობენ, ხოლო სულელებმა ისედაც ყველაფერი იციან.
ელსტერი: შიში შესანიშნავი მოტივაციაა. ჩემი დაკვირვებით, ის არსებაში ჭეშმარიტ გამომგონებლობას აღვიძებს.
დოსტოევსკი: სულელების სამოთხეში ტკბობას მწარე სიმართლით განცდილი უბედურება სჯობს.
ვოვენარგი: ადამიანი უნდა გრძნობდეს, როგორ უყვართ და არა ესმოდეს.
შექსპირი: ბოროტება ადამიანის სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს, ხოლო სიკეთე მასთან ერთად იმარხება ხოლმე.
ბეგბედერი: ის, რასაც მშვიდად აღიქვამ, შენს მართვას ვერ შეძლებს.
ლაროშფუკო: არავითარ შემთხვევაში არ გახდე დამოკიდებული იმაზე, ვისაც შენი განადგურება შეუძლია.
დუმბაძე: ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.
ბალზაკი: ტყუილი ხშირად ეპატიება ადამიანს; კარგიც კი არის, იმიტომ, რომ ბოლოს სიმართლეს აჩენს.
უაილდი: ნუ შეგაშინებთ ჭკვიანი ქალები. როცა შეყვარებულები არიან, ტვინი ეთიშებათ.
კამიუ: ქალი ეს ისაა, რაც უნდა ვიცოდეთ სამოთხეზე.