კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა დანიშნულებით მიაქვთ ყვავილები საჩუქრად და ვის რა სახეობისა და რაოდენობის უნდა მიართვათ, რომ სათანადო ემოცია გამოიწვიოს

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  ყვავილების საჩუქრად მიძღვნის ტრადიცია შორეულ წარსულში აღმოსავლეთში დამკვიდრდა. ყვავილების საშუალებით ურთიერთობდნენ ერთმანეთთან შეყვარებულები ჯერ კიდევ მაშინ, სანამ დამწერლობა შეიქმნებოდა. ცალკეული ყვავილი რაღაცის სიმბოლო იყო და თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ტრადიციები დღეს უკვე თითქმის დაიკარგა, ხალხში ინტერესი ამ ინფორმაციის შესახებ არ განელებულა. მაშ ასე, ყველაფერს ყვავილებზე,  თაიგულში მათ განლაგებასა და რაოდენობაზე და იმაზეც, რა ემოციასა და განცდას მართავს თითოეული მათგანი ან რისი წინასწარმეტყველბა შეუძლია, გაგვაცნობს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია დ.
- ყვავილების საჩუქრად გაგზავნის ტრადიცია ძველთაძველია და აღმოსავლეთიდან იღებს სათავეს. თაიგულში მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო მცენარის ფერსა და ყვავილთა რაოდენობას, არამედ მის დეკორატიულ გაფორმებასაც. თანდათან ამ კულტურამ ისე გაიდგა ფესვები, რომ მალე ევროპასაც მოედო და უკვე მე-17 საუკუნეში ყვავილთა ანბანიც კი შეადგინეს. მასში დაწვრილებით იყო აღწერილი ყვავილებისა და თაიგულების ენა.
- და ერთი და იმავე ყვავილს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა კულტურაში?
- ზოგს კი, მაგრამ ბევრია ისეთი, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა და სიმბოლური დატვირთვა რომ აქვს. მაგალითად, ლილია ძველ რომში სიმდიდრის სიმბოლო გახლდათ, ძველ ეგვიპტეში კი - გარდაცვლილი გოგონას სხეულს რთავდნენ ამ მცენარით. მსგავსი დატვირთვა ჰქონდა მას გერმანიაშიც - ლილიები თვითმკვლელობის ან ძალადობის მსხვერპლთა სიმბოლოდ იქცა. მათ სჯეროდათ, რომ ეს ყვავილები მისტიკური მნიშვნელობით იზრდებოდა უბედურთა საფლავებზე. საფრანგეთში კი ლილია სამეფო დიდებისა და ძალაუფლების სიმბოლო გახლდათ.
- მაშ, როგორ განვსაზღვროთ ყვავილების ზუსტი მნიშვნელობა თაიგულში, თუ მინიშნებები განსხვავებულია?
- მნიშვნელობა აქვს ასოციაციებს, რომელსაც ყვავილის აღქმა იწვევს თითოეულ ჩვენგანში ან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში. თანამედროვე სამყაროში უკვე დიდი ხანია, აღარ იყენებენ ყვავილთა უძველეს ენას, მაგრამ მნიშვნელობას ანიჭებენ ყვავილთა რაოდენობასა და ფერს თაიგულში. თეთრი - ასოცირდება სისპეტაკესა და უმანკოებასთან და სინაზის, სიხალასის, სიმართლისა და ჭეშმარიტების სიმბოლოა; ყვითელი - ჩვენთან ეს ფერი განშორებასთან ასოცირდება, რაც არასწორია. ყვავილთა ენაზე ეს ტონი მზის, სიხარულის, სიმდიდრისა და ბედნიერების სიმბოლოა. ზოგჯერ ყვითელი სიყვარულის საწყისსაც ნიშნავს. წითელი  და ვარდისფერი - ამ ტონებს რამდენიმე, ერთმანეთის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს: ვნება და სიყვარული, მრისხანება და შურისძიება, სიცოცხლე და თავისუფლება. საერთოდ, წითელი შეფერილობის დროს მინიშნებების მიხედვით მნიშვნელობა აქვს ყვავილის სახეობასაც. მაგალითად, მიხაკი და ვარდი ძლიერი სიყვარულის სიმბოლოა, ხოლო ყაყაჩო - გლოვისა და დარდის. ვარდისებრთა ოჯახის ყვავილები სიმბოლოა ყმაწვილური სიყვარულისა მხურვალე ვნებების გარეშე. ასეთ ყვავილებს მიართმევენ ახალშეღერებულ გოგონებს.   
- უნაზესი და ულამაზესია იისფერი და ლურჯი შეფერილობის ყვავილები - ასეთივე პოზიტიური და ამაღლებულია მათი სიმბოლური დატვირთვაც?
- იისფერი ტონი სიმბოლოა ნდობის, გულწრფელობის, მეგობრობისა და მშვიდობის. მაგალითად, იისფერ იასამანთა თაიგული ნიშანია ნდობისა და მეგობრობისა. ლურჯი ელფერი ამ ყვავილებს ერთგულებისა და თავგანწირვის სიმბოლოდ აქცევს და ასევეა ცისფერიც: ერთგულებასთან ერთად, იმედსაც სახავს გულში. განსაკუთრებულია ვარდების დანიშნულება, როგორც ყველაზე გავრცელებული და დაფასებული მცენარისა. მას ყველაზე ხშირად მიართმევენ ხოლმე ქალებს და ბევრმა არ იცის, რომ: წითელი და ბორდოსფერი ვარდი გამოხატავს ვნებიან და ფეთქებად სიყვარულს; მსუყე ვარდისფერი – სიმბოლოა კეთილშობილებისა და აღიარების; ყვითელი – ყურადღებისა და მზრუნველობის; კრემისფერი – თავგანწირვისა და მადლიერების; ცისფერი – იდუმალ ბუნებას უსვამს ხაზს; შავი გლოვასა და სევდას გამოხატავს; ღია შეფერილობის ვარდები კი შეგიძლიათ აჩუქოთ მეგობრული განწყობისა და პატივისცემის ნიშნად. ზოგადად კი, ყველაზე გავრცელებული სიმბოლოკა, რა გრძნობასა და ემოციასაც ყვავილი ფერების მიხედვით გამოხატავს, ასეთია: თეთრი – სპეტაკი, უმანკო და გულწრფელი; ვარდისფერი – სიყვარული, ახალგაზრდობა და სინაზე; წითელი – ვნება; ცისფერი – რწმენა; ლურჯი - ერთგულება; ყვითელი – შური, სივერაგე; რუხი – სიღარიბე, უიმედობა; მუქი ყავისფერი – სიმწარე და ვაება; ლილისფერი – ამპარტავნება; იისფერი – მეგობრობა; ნარინჯისფერი – კეკლუცობა და სიამაყე.
- რა დანიშნულება აქვს ყვავილთა რაოდენობას თაიგულში?
- ცოცხალ ადამიანს უნდა აჩუქოთ ხოლმე კენტი რაოდენობის ყვავილი, მკვდრისთვის კი მიაქვთ წყვილი შემადგენლობით. საერთო ნუსხა კი ასეთია: ერთი ყვავილი გრძელი ყუნწით – ნიშანია ყურადღებისა და პატივისცემისა; სამი – პაემანზე დაპატიჟებას ნიშნავს; ხუთი – სიყვარულში გამოტყდომაა; შვიდს – ნიშნობისა და სიყვარულის დანიშნულება აქვს; ცხრა – მეგობრობის გამოხატულება, თერთმეტი კი – მეგობრობის სურვილია; ცამეტი - ყოყმანს ნიშნავს, თხუთმეტი კი – მეგობრული განწყობაა. საერთოდ, რწმენა იმისა, რომ წყვილი რაოდენობის ყვავილი უბედურებას იზიდავს, ქრისტიანობამდე იღებს სათავეს, როცა წყვილი რიცხვი ციკლის დასრულებას ნიშნავდა, ლუწი კი - ბნელი ძალებისგან დაცვას.  
- ვის რომელი ყვავილი უნდა ვაჩუქოთ?
- დავიწყოთ ვარდით, რომელიც შესაფერისია ყველასთვის და შეგიძლიათ, ნებისმიერი ტიპის ადამიანს აჩუქოთ. ოღონდ თეთრ თაიგულს უძღვნიან პატარძალს, უმანკოებისა და სისპეტაკის ნიშნად, წითელი ვარდები კი ნიშნავს სიყვარულსა და ვნებას. ქრიზანთემა აღიარებისა და მეგობრული განწყობის გამოსახატავად მიაქვთ, მათგან წითელი – სიყვარულში გამოტყდომაში დაგეხმარებათ, თეთრი – წრფელ დამოკიდებულებას გამოხატავს, ყვითელი კი - ნაზ გრძნობებს აღძრავს. საერთოდ, ეს ყვავილი საჩუქრად მიაქვთ მხოლოდ ახლობლებისთვის. ტიტები - სიხარულისა და ბედნიერების სიმბოლოა, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მიართვათ და ფერს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ლილიები პატარძალს შეეფერება უბიწოებისა და სისპეტაკის ნიშნად და რა თქმა უნდა, საქორწინო თაიგული თეთრი უნდა იყოს. ჰერბერები ძალიან მიმზიდველია, გვირილებს ჰგავს და შეგიძლიათ აჩუქოთ გოგონას, ყურადღებისა და გრძნობებში გამოტყდომის ნიშნად.


скачать dle 11.3