№35 კვერცხისა და გრეიპფრუტის ერთკვირიანი დიეტა და მინუს 5 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ანი რევია
თუ კვერცხი გიყვართ და არ ხართ ალერგიული, სცადეთ ეს დიეტა. მისი მეშვეობით, კვირაში 5 კილოგრამს დაიკლებთ.
საუზმე ყოველდღე ერთნაირია: 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი და 1 ცალი გრეიპფრუტი.
ორშაბათი
სადილი: ნებისმიერი ხილი, ნებისმიერი რაოდენობით. ოღონდ, მხოლოდ ერთი სახეობის.
ვახშამი: უცხიმო მოხარშული ხორცი.
სამშაბათი
სადილი: მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი.
ვახშამი: კიტრის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკისა და სტაფილოს სალათი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენი.
ოთხშაბათი
სადილი: უცხიმო, ნაკლებმარილიანი ყველი, 1 პომიდორი, 1 ნაჭერი ჭვავის პური.
ვახშამი: უცხიმო, მოხარშული ხორცი, 1 ცალი გრეიპფრუტი.
ხუთშაბათი
სადილი: ნებისმიერი ერთი სახეობის ხილი, ნებისმიერი რაოდენობით.
ვახშამი: მოხარშული ხორცი, მწვანე სალათის ფურცლები.
პარასკევი
სადილი: მოხარშული მწვანე ბარდა ან ყაბაყი, 1 მოხარშული კვერცხი.
ვახშამი: მოხარშული თევზი, სალათის ფოთლები, 1 გრეიპფრუტი.
შაბათი
სადილი: ნებისმიერი ერთი სახეობის ხილი, ნებისმიერი რაოდენობით.
ვახშამი: მოხარშული ხორცი, მწვანე სალათის ფურცლები.
კვირა
სადილი: ერთი სახეობის ხილი ნებისმიერი რაოდენობით.
ვახშამი: მოხარშული ხორცი, მწვანე სალათის ფურცლები, 1 გრეიპფრუტი.