№35 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2003 წლის 17 თებერვალს, ღამის 1 საათზე. რომელი პროფესია იქნება მისთვის პერსპექტიული?
პასუხი: მისთვის პროფესიებიდან კარგია იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ფოტოგრაფიული ხელოვნება ან ბიზნესი, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების, საკონსულოების დონეზე, მედიცინის ფართო სპექტრი – სწორედ ამ სფეროებში აქვს მას წარმატების შანსი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 14 ივლისს. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები?
პასუხი: მისთვის პროფესიებიდან კარგია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური სპორტი, დიპლომატია საელჩოების, საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის სფერო, ფარმაცევტიკის გამოკლებით, განსაკუთრებით კარგია სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია; ასევე, კარგია ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო საქმიანობა, პედაგოგიკის სფერო.
კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1997 წლის 27 ივლისს, დილის 9 საათზე. ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულს დაუკავშიროს პირადი ცხოვრება და რომელს მოერიდოს?
პასუხი: მისთვის, სასიყვარულო პარტნიორად კარგია ქალწულის, მერწყულის, სასწორის, მშვილდოსნის, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები. არ არის სასურველი ვერძთან ურთიერთობა.