კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ღვიძლის დაზიანების მრავალი მიზეზი არსებობს. თუმცა, მათ შორის უფრო ხშირად გვხდება ღვიძლის ვირუსული დაავადებები, ღვიძლის ალკოჰოლური და ტოქსიური დაზიანება, ღვიძლის პათოლოგია – გამოწვეული ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, აუტოიმუნური დაავადებები, ღვიძლის ონკოლოგიური დაავადებები და სხვა მრავალი.
  იმის გამო, რომ ღვიძლს დეტოქსიკაციის ფუნქცია აკისრია, ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ხვდება, საკვებით იქნება ეს, ალკოჰოლით, სხვადასხვა მედიკამენტით თუ სხვა სახით – სისხლის მეშვობით ხვდება ღვიძლში, სადაც მიმდინარეობს ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა. გარდა ამისა, ღვიძლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ფაქტორია ჭარბი რაოდენობის ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი და ცხარე საკვები, ასევე, ნახშირწყლოვანიც – ტორტები, ნამცხვრები. ასეთი საკვების გადამუშავებისთვის დიდი რაოდენობის ნაღველია საჭირო, რომელიც ღვიძლში გამოიყოფა და შემდეგ ნაღვლის ბუშტში ხვდება, იქ კი იქამდე ინახება, სანამ ადამიანი არ შეჭამს. ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღებისას ღვიძლს მეტი ნაღველის გამოსამუშავებლად ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს, შესაბამისად, ეს შეიძლება, გახდეს ცხიმოვანი ჰეპატოზის ერთ-ერთი მიზეზი. ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ცხიმოვანი ჰეპატოზი, სტეატოზი – ყველა ეს ტერმინი ერთსა და იმავე პათოლოგიურ მდგომარეობას აღნიშნავს, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად განვითარდეს. ცხიმოვანი ჰეპატოზის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზი ალკოჰოლია. შემდეგ მოდის შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე და ჰიპერლიპიდემია.
  ჯანსაღი ღვიძლის შესანარჩუნებლად უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების სტილი, სწორი კვების რეჟიმი, მიიღოთ ნატურალური და ნაკლებად ცხიმიანი საკვები. საერთოდ, ჯანმრთელი ადამიანისთვის ყველაფერი სასარგებლოა ზომიერი რაოდენობით, ანუ საკვები ცხიმიანიც შეიძლება და შებოლილიც, თუმცა არის გარკვეული საკვები პროდუქტი, რომლებიც ნაკლებად მოქმედებენ ღვიძლზე და არ ტვირთავენ მას. ასეთია: ნაკლებ ცხიმიანი ხორცი და თევზი, ბოსტნეული – კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, ხილი, ასევე, რძის ნაწარმი: ხაჭო, იოგურტი, კეფირი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი. ეს პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, ცილებს, ფოსფოლიპიდებს, ლეციტინს, რომლებიც ღვიძლის უჯრედების შენებაში მონაწილეობენ და ხელს უწყობენ დეტოქსიკაციის პროცესებს.
  დილით, როგორც კი გაიღვიძებთ, ჩაასხით ჭიქაში 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (მზესუმზირის ან სიმინდის ზეთიც შეიძლება), დააწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და დალიეთ. შემდეგ შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთოთ, რასაც ყოველ დილით აკეთებთ. ეს ნაზავი აძლიერებს ღვიძლში ნაღვლის გამოყოფას. დიდი რაოდენობით ნაღველი კი წმენდს ღვიძლის ყველა სადენს, გამოჰყავს ორგანოდან მავნე ნივთიერებები. თავის მხრივ, ზეითუნის ზეთი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვების კედლებს ნადებისგან და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
ნაზავის მეორე კომპონენტი – ლიმონის წვენი, დადებითად მოქმედებს ფილტვებზე და სასუნთქ გზებზე, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს. ასევე, შლის მარილებს შარდსადენებში და აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონირებას.
ლიმონის წვენის ჩანაცვლება შეიძლება მოცვის წვენით.
  თუ ამ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ერთი კვირის შემდეგ თავს უკეთესად იგრძნობთ, ხოლო სრული ეფექტი ერთი თვის შემდეგ მიიღწევა. ღვიძლის გაწმენდასთან ერთად, გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა და კანი გაგისუფთავდებათ. ის უფრო გლუვი და ხავერდოვანი გახდება.
  მცირეხნიანი შიმშილობის ან მხოლოდ წვენების მიღებით ღვიძლის გაწმენდის დროს აქცენტი კეთდება ორგანიზმის თვითგაწმენდაზე, პირველ რიგში, ნაწლავების ნაწილობრივ გაწმენდაზე. შიმშილობის პერიოდში საჭიროა მიიღოთ სითხის გაზრდილი რაოდენობა, რათა გაწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინების, მჟავებისა და მარილებისაგან.

скачать dle 11.3