№35 დაფნით მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ორგანიზმზე ასეთი უებარი ეფექტები რომ მოახდინოთ, დაასხით დაფნის ფოთლებს მდუღარე წყალი, დააყოვნეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ეს ნაყენი ან საკვებში გაურიეთ, ან პირდაპირ ნაყენის სახით მიიღეთ.
დაფნა პირიდან არასასიამოვნო სუნის გაქრობაშიც დაგეხმარებათ, ამისთვის დღეში რამდენჯერმე უნდა დაღეჭოთ დაფნის ფოთოლი.
თუ ბავშვს დაძინება უჭირს, დაფნის ფოთოლი ვალერიანის ფესვებზე ნაკლებად არ მოქმედებს – შეგიძლიათ, დაფნის ფოთოლი ბალიშში ჩაუდოთ. ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.
დაფნის ფოთლის ნაყენი გარეგანი გამოყენებისთვის: ფეხის უსიამოვნო სუნისა და ოფლიანობის მოსაცილებლად 30 დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ სამი საათის განმავლობაში, შემდეგ გადმოღვარეთ თბილი წყლით სავსე თასში და გაიკეთეთ ფეხის აბაზანა.
დიაბეტის დროს დაფნა კარგი შაქრის დამწევი საშუალებაა, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი რევმატოიდული ართრიტისას, არის ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება სხვადასხვა ავადმყოფობის დროს.
დაფნის ზეთი: ერთ-ნახევარი სუფრის კოვზ დაფქულ დაფნის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი, დადგით ბნელ, გრილ ადგილას (მაგრამ არა მაცივარში) ერთი კვირის შემდეგ გადაწურეთ და გამოიყენეთ კანის ანთებითი (მათ შორის ჩირქოვანი) დაავადებების, ნაწოლების სამკურნალოდ.
დაფნის ფოთლები შეგიძლიათ, გამოიყენოთ იმ ოთახის სადეზინფექციოდ, სადაც ავადმყოფი იმყოფება. ამისთვის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი, დააყენეთ 15 წუთი, შემდეგ გადმოღვარეთ თეფშზე – მთელი ოთახი დაფნის ფოთლის არომატით აივსება და ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისაგან გაიწმინდება.
რევმატიზმის დროს – 1 წილ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს შეურიეთ 2 წილი გამდნარი კარაქი, 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილზე.
დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას ტკივილების მოხსნისა და გაჭრილის სწრაფად შეხორცებისთვის: 1 კოლოფი დაფნის ფოთოლი (აფთიაქში იყიდება) დააქუცმაცეთ, დაამატეთ 200 გრამი მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ, გააჩერეთ 1 კვირა, შემდეგ გაწურეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილებზე.
გასათვალისწინებელია, რომ დაფნის ფოთლის ნაყენი ორგანიზმიდან მარილების გამოდევნის ისეთი ძლიერი საშუალებაა, რომ, შესაძლოა, თირკმელ-კენჭოვანი დაავადების გამწვავება გამოიწვიოს, რადგან მარილთან ერთად კენჭებიც გამოდევნოს.
დაფნის ფოთლებით ორგანიზმის გაწმენდა, ასევე, არ არის რეკომენდებული კუჭის წყლულით დაავადებულებისთვის.