კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: კონკრეტულად რა ქმედებები ევალება ქრისტიანს მოყვასის მიმართ?
პასუხი: მართლმადიდებლური ეკლესია გამოყოფს შვიდ სათნო საქმეს, რომლებიც ევალება ყოველ ქრისტიანს: 1) ჭმევა მშიერთა, 2) სმევა მწყურვალთა, 3) შემოსვა შიშველთა, 4) შეწყნარება უცხოთა, 5) მოკითხვა სნეულთა, 6) მიხედვა პატიმართა, 7) დაფვლა მიცვალებულთა. ყოველი ეს ქმედება, რაც მოყვასს შეეწევა, იწოდება მოწყალებათა ხორციელ საქმეებად. ხოლო, რაც შეეხება სულიერ დახმარებას, ესენია: 1) მოქცევა ცოდვილთა, 2) სწავლება უმეცართა, 3) განმართვა დაბრკოლებათა, 4) ნუგეშისცემა მწუხარეთა, 5) მოთმინებით ატანა უსამართლობისა; 6) მიტევება შემცოდეთა, 7) ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხოვნებლად.
კითხვა: როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს უფლის სიყვარული და მოწიწება?
პასუხი: ბავშვს მცირე ასაკიდანვე ასწავლეთ მუხლის მოდრეკა ჯვრისა და ხატების წინაშე, ასევე, მათზე მთხვევა; ხშირად უნდა დაასწროთ ის ღვთისმსახურებას ტაძარში; დაანთებინეთ სანთლები ხატების წინ, გაიღონ მოწყალება; ხშირად უნდა ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს; მიაღებინეთ ნაკურთხი წყალი და სებისკვერი საზრდელის მიღებამდე; შეასწავლეთ ლოცვა; ასწავლეთ, რომ მღვდელმსახურთან შეხვედრისას უნდა აიღოს მისგან კურთხევა; მიაჩვიეთ სახლში გალობასა და წმიდა წერილის კითხვას; მისი თანდასწრებით ისაუბრეთ ღმერთზე და სულის ხსნაზე; მიაჩვიეთ ბავშვები ტკბილეულისა და თუნდაც პურის განაწილებას ძმებისა და ახლობლებისთვის.
კითხვა: ვართ ხანშიშესული ცოლ-ქმარი. ჩვენ ისეთ დროს ვიქორწინეთ, მაშინ ჯვრისწერა არ იყო მიღებული. ახლა შვილიშვილები გვაძალებენ, რომ ჯვარი დავიწეროთ. რამდენად სწორად მოვიქცევით, თუ ამ ხანდაზმულ ასაკში დავიწერთ ჯვარს?
პასუხი: ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრის კავშირი, რა სიყვარულითა და პატივისცემითაც უნდა იყოს განმსჭვალული მათი ერთობა, არ არის უფლისგან ნაკურთხი. ღვთის წინაშე რომ სათნო გამოჩნდეთ, უფრო მყარი და დალოცვილი რომ იყოს თქვენი ერთობა, ჯვარი უნდა დაიწეროთ, თუნდაც ახლა, ხანდაზმულ ასაკში. შეზღუდვა ნამდვილად არ გაქვთ, ოღონდ რიტუალი აუცილებლად ტაძარში უნდა შესრულდეს, იქ, სადაც არის ტრაპეზი, ანუ, სადაც უფლისთვის წირვა-ლოცვა შეიწირება. დაუჯერეთ შვილიშვილებს, შეუთანხმდით მოძღვარს და დაიწერეთ ჯვარი.
კითხვა: რამდენჯერმე შევნიშნე, როგორ სთხოვენ მოძღვარს მორწმუნეები დალოცვას მობილური ტელეფონის საშუალებით. რამდენად სწორად იქცევიან ისინი?
პასუხი: ისინი სწორად იქცევიან. ადამიანებს შეუძლიათ, ყველა გამოგონება ჩააყენონ ღვთის სამსახურში და მიმართონ ადამიანის სასიკეთოდ. ამ ქმედებაში არაფერია გასაოცარი ან საჩოთირო. თუ ვინმე გარკვევულ სივრცეში მოძღვარს დალოცვას სთხოვს, ამით არ შეურაცხყოფს ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს. თქვენც შეგიძლიათ, თამამად სთხოვოთ დალოცვა მოძღვარს, თუნდაც მობილური ტელეფონის საშუალებით.
скачать dle 11.3