კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 გარეგნობა მთავარი არ არის

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


  შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ურთიერთობაში გარეგნობა მთავარი არ არის, მაგრამ მამაკაცები ამაზე ყურადღებას ხშირად ამახვილებენ. ამიტომ აჯობებს, იცოდეთ:
პირველი შეხვედრისას მამაკაცის ყურადღებას თვალები იქცევს, განსაკუთრებით – მათი ფორმა, ფერი, მზერა, ამის მერე კი ის თავიდან ფეხებამდე შეგისწავლით.
 მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღიმილი, ამიტომ, თუ კბილებს ცოტა გაითეთრებთ, უფრო თვალშისაცემი იქნებით და  მეტად დაამახსოვრდებით.
მამაკაცების უმრავლესობა ლამაზ და ჯანსაღ თმას აღმერთებს. მოუარეთ და იზრუნეთ მასზე. ვარცხნილობაც გულდასმით შეარჩიეთ.
შესაძლოა, იდეალური კანი არ გაქვთ, მაგრამ მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს უვლის, თუ არა ქალი მას.
წელში არ მოიხაროთ. გაიმართეთ და წარმოაჩინეთ თქვენი ღირსებები. თუ კაბა გიხდებათ, ნუ იტყვით უარს მის ჩაცმაზე.
პომადა საჭიროა, ოღონდ მხოლოდ მინიმალური – ტუჩები ოდნავ  გამოკვეთეთ.
ყურადღება მიაქციეთ  თითებს – აუცილებელი არ არის ულტრამოდური ლაქი, მაგრამ ფრჩხილები ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს.
მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ქალის ხმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცინის.
წარბის ფორმა მოდასთან ერთად იცვლება, მიაქციეთ ყურადღება  – მამაკაცები ამას ამჩნევენ.
ქალი – ქიმიური
ელემენტი

„ქალებს რას გაგიგებთ…“ – ეს ის ძალიან ცნობილი ფრაზაა, რომელსაც მამაკაცები იშველიებენ ხოლმე მაშინ, როდესაც მართლა წარმოუდგენელია, ახსნა ქალის ფენომენი და მათი   ზოგიერთი ქცევის განმაპირობებელი ფაქტორები.
წარმოვიდგინოთ, რომ ქალს, როგორც ქიმიურ ელემენტს, ისე განვიხილავთ – რას ვიტყოდით მასზე?  წაიკითხეთ – სახალისოა.
დასახელება: ქალი.
ის, ვინც პირველად აღმოაჩინა: ადამი.
მასა – საშუალოდ 60 კილოგრამი, თუმცა, ასევე გვხვდება „ნიმუშები“  40-დან 200 კილოგრამამდე.
გავრცელების მასშტაბი: ძალიან გავრცელებულია.
ფიზიკური თვისებები: დნება გარკვეული ზემოქმედების შედეგად, თვითნებურად დუღდება და უმიზეზოდ ცივდება. მამაკაცები კი არა, ზოგჯერ თავადაც ვერ იგებენ, რატომ გადადიან ერთი მდგომარეობიდან მეორეში.
ძალიან კარგად ურთიერთმოქმედებს კეთილშობილ ლითონებთან და ძვირფას ქვებთან  (ძვირფასეულობასთან).
ზოგჯერ შეიძლება, მოულოდნელად ისე აფეთქდეს, რომ საწყის ეტაპზე ვეღარ დაბრუნდეს.
ფართოდ გამოიყენება დეკორატიული მიზნებისთვის, განსაკუთრებით  ძვირფას  ავტომობილებში.
წარმოადგენს წმენდისა და რეცხვის ძალიან ეფექტურ საშუალებას.
ხელს უწყობს მოდუნებასა და სტრესის მოხსნას.
გამოუცდელი მამაკაცის ხელში ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
აკრძალულია ერთ ეგზემპლარზე მეტის ყოლა (ისევ თქვენს სასარგებლოდ).
P.S.  შეიძლება, იყოლიოთ ერთზე მეტი, მაგრამ ერთმანეთისგან – ცალ-ცალკე, რომ არ მოხდეს მათ შორის ურთიერთმოქმედება და  ამან არ გამოიწვიოს ჯერ აფეთქება, შემდეგ კი თქვენი ლიკვიდაცია.  

საოცარი
არსებები

ქალები საოცარი არსებები არიან. მათ აქვს საკუთარი აზრი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველაფერის მიმართ, რაც დედამიწაზე არსებობს.
* ქალი, რომელიც მტკიცედ არის დარწმუნებული საკუთარ სილამაზეში, ბოლოს და ბოლოს შეძლებს ყველა დაარწმუნოს ამაში;
* საუკეთესო მეთოდი, რომ აიძულო მამაკაცს რაღაცის გაკეთება – აგრძნობინო ან უთხრა, რომ ასეთი საქმეებისთვის ზედმეტად ბებერია;
* არ არსებობს იმაზე მძიმე სამუშაო, რომ გამოიყურებოდე ლამაზად მთელი დღის განმავლობაში;
* მამაკაცები – საათებივით არიან: ისინი ყოველდღიურად უნდა მომართო;
* თუ გაქვთ ტვინი, ის უნდა გამოიყენოთ;
* სილამაზე ქალისთვის პრობლემად გადაიქცევა მხოლოდ ორ შემთხვევაში: როცა ის არ აქვს და როცა მის გარდა სხვა არაფერი აქვს;
* ქალები ბავშვებივით არიან, უყვართ უარის თქმა. კაცები კი ამას, ბავშვებივით, სერიოზულად იღებენ;
* რატომ ცდილობს ცოლი ათი წლის განმავლობაში შეცვალოს ქმრის ჩვევები, შემდეგ კი წუწუნებს, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვისაც ცოლად მიჰყვებოდა?
* რაც უნდა ძლიერი იყოს ქალი, ის ყოველთვის ელოდება მასზე ძლიერ მამაკაცს, არა იმისთვის, რომ მისი თავისუფლება შეზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ მისცეს უფლება იყოს სუსტი;
* კომპლიმენტი აორმაგებს ქალის ქმედითუნარიანობას. 

скачать dle 11.3