კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა სტერეოტიპის დანგრევა მოუწევს ცოლს ქმრისთვის, რომ მასთან ბედნიერი იყოს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ადრე  ქალი სამაგალითო დიასახლისი უნდა ყოფილიყო, რომელიც გააჩენდა ბავშვებს, გაზრდიდა, გამოკვებავდა  მათ და  იზრუნებდა ქმარზეც. დღეს შეიცვალა მოთხოვნები. თუ მამაკაცებისთვის ქალების მოთხოვნებში გარკვევა ცოტა რთულია, მამაკაცებს თავიანთი მომავალი ცოლის შესახებ მკაფიო წარმოდგენა აქვთ, რაც სტერეოტიპებად უყალიბდებათ.  ერთი შეხედვით, ამაში საგანგაშო რა უნდა იყოს, მაგრამ სწორედ ეს სტერეოტიპები ქალებს ჯოჯოხეთად ექცევათ ხოლმე.
  მარიკა (34 წლის): მე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რამდენად ღირდა ამ თემაზე საუბარი.  პრობლემები იმაზე მალე ჩნდება ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. არ იფიქროთ, რომ ქმარი არ მიყვარს ან მას არ ვუყვარვარ, მაგრამ ძალიან ხშირად ერთმანეთის საერთოდ არ გვესმის. ერთი პერიოდი ისეთი გვქონდა, ლამის დავშორდით. რატომ ხდება ისე, რომ მამაკაცებს არარეალური მოლოდინები აქვთ  ცოლების მიმართ. განხეთქილებასაც ეს იწვევს.  მაგალითად,  რას ნიშნავს, რომ ცოლს ქმარი ნებისმიერ ვითარებაში უნდა უყვარდეს?
– ალბათ იმას, რომ ცოლ-ქმრის სიყვარული უფრო ღრმაა და აზრიანი. ის არ ჰგავს შეყვარებულობის პერიოდს.
– ეს თქვენ გგონიათ ასე და არა მარტო თქვენ. თუმცა,  რატომღაც  გვავიწყდება, რომ არ უნდა იგულისხმებოდეს შემდეგი – რომ ქმარი მაშინაც უნდა გიყვარდეს, როცა ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებს. მაგრამ უნდა განიცდიდე მაშინაც, როცა ძლიერი ჩხუბის შემდეგ, მაგალითად, ის გარეთ, ყინვაში თბილი ქუდის გარეშე  გავიდა. მიხვდით, ხომ, რას ვგულისხმობ. ცოტა დრო რომ გადის, მამაკაცები ცოლებს დედად აღიქვამენ, რომელმაც „საყვარელ შვილიკოს“ ყველაფერი უნდა აპატიოს. ეს აზრი კაცებს იმდენად ღრმად აქვთ გამჯდარი, რომ  უკვირთ, როცა ცოლი ზედ არ დაჰფოფინებს. აბა, უთხარით ქმარს, რომ თქვენ მის მოსამსახურედ არავის გაუჩენიხართ – გაგიჟდება. დიახ, მამაკაცებს უნდათ, რომ ცოლი მუდამ ყურადღებიანი იყოს მათ მიმართ. მამაკაცებს ყურადღებისა და მზრუნველობის ნებისმიერი ნიშანი, ყოველი წვრილმანი ხიბლავთ. სულ მამაკაცებსა და მათ მოთხოვნებზე რომ ვლაპარაკობთ, ქალი სად არის ამ დროს. ცოლს არ სჭირდება ყურადღება, მზრუნველობა, მოვლა და სიყვარული?  დავუშვათ, ქმარი ვიშვილეთ, ჩვენ ვინ გვიშვილებს? შვილებს რომ ვაჩენთ და ვზრდით – ეს ბუნების კანონია, მაგრამ ქმარი ჩვენი შვილი არ არის. საიდან – ამდენი პრეტენზიები, ვერ ვხვდები. მე უკვე სხვანაირად ვფიქრობ – ცოლი უნდა ვითარდებოდეს ინტელექტუალურად. არაა აუცილებელი, რომ მაგისტრის ან მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღოთ, მაგრამ მთავარია,  როგორც პიროვნება, ერთ ადგილზე არ გაიყინოთ, თორემ ქმრის ძიძობაში მთავარს დაკარგავთ, ურთიერთობას გაანადგურებთ და  ერთმანეთს  მხოლოდ ოჯახის საქმეებზე, საჭმელსა და  კომუნალურ გადასახადებზე დაელაპარაკებით. კაცს კი უნდა, რომ საინტერესო თემებზე ესაუბრონ, ეკამათონ, იმსჯელონ.
– მოკლედ, მე მივხვდი – გინდათ, ოჯახში ბედნიერად იცხოვროთ?
– დიახ. და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. მთავარი კი ისაა, რომ  ქმარს სტერეოტიპები დაუმსხვრიოთ.  მაგალითად, ძალიან ცუდია, როცა გვიმტკიცებენ, რომ ცოლმა ქმარი ისეთი უნდა მიიღოს, როგორც არის. ანუ, მისი ყველაფერი უნდა მივიღოთ – კარგიც და ცუდიც. ასე დიდ კონფლიქტამდე მიხვალთ. რაც არ მოგწონთ ქმარში, აუცილებლად უნდა უთხრათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გადაკეთებაზე უნდა იზრუნოთ. უბრალოდ, როცა ეცოდინება, რა გაღიზიანებთ, იქნებ ანგარიში გაგიწიოთ.
– მგონი, კაცები მარტივად ურთიერთობენ მხიარულ  ქალებთან.  იუმორი  ხომ ყველაზე რთული ვითარებების გადალახვაში გვეხმარება.
– იუმორი კარგია, მაგრამ, როცა ჩარჩოებში გსვამენ, მხიარული ვერ იქნები. მაგალითად, ყველა ქმარი დარწმუნებულია, რომ ცოლმა უნდა იცოდეს საჭმლის მომზადება, თანაც ყველაფერის.  არ გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი  სექსიზმს წააგავს? ლამის სუპერმზარეულობას თუ არა, იმას მაინც მოითხოვენ,  რომ ცოლს სურვილი ჰქონდეს, თავის მამაკაცს საკუთარი ხელით გაკეთებული კერძით სიამოვნება მიანიჭოს. არ მოიქცევი ასე და ქმარს გაანაწყენებ.  ის  ხომ დარწმუნებულია, რომ ყველა ნორმალური ცოლი ზუსტად ასე იქცევა. კიდევ ძალიან ბევრი რამეა. ყველაფერი არც მახსენდება. გაიძახიან, ცოლმა ქმარს მოტივაცია უნდა მისცესო, ანუ, ქმრებს რომ  ვუვლით, ის საკმარისად არ მიაჩნიათ.
– რატომაა ცუდი, მეუღლეს მისცე მოტივაცია, რომ უკეთესი იყოს, დიდი მიზნისკენ ისწრაფვოდეს.
– მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, მაგრამ მაშინ ქმრებმაც გაითვალისწინონ რაღაცები. სულ მინიმუმ, გრძნობების გამომჟღავნებაში ძუნწები არ  იყვნენ. კიდევ, ქმარმა უნდა იცოდეს, რომ  ნორმალურია ცოლს თავისი ცხოვრება ჰქონდეს. თავისი კარიერა, მეგობრების წრე, ოცნებები, გატაცებები...
– ცოლმა ქმართან ურთიერთობები სახალხოდ უნდა გამოარკვიოს?
– ეს ხშირად არის ხოლმე განხილვის საგანი ჩვენს ოჯახშიც. ქალს  ყველაფრის უფლება აქვს, როგორც მამაკაცს. მაგალითად, არ დაეთანხმოს ქმარს, ეკამათოს მას სხვების თანდასწრებით; მაგრამ ურთიერთობების გამორკვევა, რამის მოთხოვნა, მისი დამცირება ან შეურაცხყოფა,  ვფიქრობ, უღირსი საქციელია. მაგრამ მარტო ცოლის კი არა, ქმრის მხრიდანაც. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ დროა მამაკაცი განთავისუფლდეს ნარცისიზმისგან. გამოფხიზლდეს და  მიხვდეს, რომ ცოლი მისი თანასწორი პარტნიორია და არა დაქირავებული მომვლელი, ან ძიძა. ყველაფერი, რასაც ქმრები ჩვენგან ითხოვენ, ჩვენც ძალიან გვინდა მათგან.  და კიდევ, სულმდაბლობაა ძველი შეცდომების გახსენება ყოველი კამათისა და ჩხუბის დროს. რაც მალე მიახვედრებთ კაცებს, სად უშვებენ მთავარ შეცდომას, მით სწრაფად დაალაგებთ ოჯახში ურთიერთობას.


скачать dle 11.3