№35 საქართველოს საგარეო საფრთხეების გასანეიტრალებლად ბაიდენის გაპრეზიდენტება სჯობს თუ ტრამპის მეორე ვადით დარჩენა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ისეთ დროსაც მოვესწარით, როდესაც პოლიტიკური და სამოქალაქო დაპირისპირება თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გახურდა (და ბრძოლის მეთოდები, მაინცდამაინც, არ განსხვავდება ჩვენებურისგან, ანუ შიგადაშიგ მოუმწიფებელი პოლიტიკოსების ძიძგილაობის შთაბეჭდილებასაც ტოვებს). ბუნებრივია, ეს მათი შიდა საქმეა, თუმცა მთლად მათიც ვერაა, იმიტომ რომ აშშ-ში შიდა დაპირისპირება აისახება მსოფლიოზეც. საბოლოოდ, ყველაფერი მარტივ სქემამდე დადის: ტრამპი თუ ბაიდენი, აქედან გამომდინარე კი, ბუნებრივია, იბადება კითხვა, კონკრეტულად საქართველოსთვის ბაიდენის გაპრეზიდენტება ჯობია, თუ ისევ ტრამპის მეორე ვადით დარჩენა. ამ საკითხს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.
– დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, აშშ დაიშალოს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თავისი არსებობის განმავლობაში ამერიკულ სისტემას პირველად გაუჩნდა ბზარი, სისტემას, რომელსაც აქამდე ხინჯიც კი არ ჰქონია და გაუთვალისწინებელი ვარიანტი არ მომხდარა. სწორედ აშშ-ზე დგას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, როდესაც ის ირყევა, ირყევა ჩვენი უსაფრთხოებაც. ჩვენთვის ბაიდენია უმჯობესი თუ ტრამპი, როგორც პრეზიდენტი?
– დავიწყოთ იმით, რომ პირადად მე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია, ვუკვირდები ამერიკას, არ მჯერა, რომ ამერიკა ისეთ კრიზისშია, რომ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, არა, როგორც სახელმწიფოსი, არამედ იმ ფასეულობების, რაც დამფუძნებელმა მამებმა აშშ-ის გენეტიკაში ჩადეს. მე კარგად მახსოვს და მომსწრეც ვარ ვიეტნამის ომის სინდრომის.
– ფილმებში მინახავს და წამიკითხავს.
– მაშინ საშინელება მოხდა. აშშ-მა მოიგო ვიეტნამის ომი, ნიქსონმა გაიმარჯვა, მაგრამ ამაზე დღეს არავინ ლაპარაკობს და ბევრმა არც იცის, უმეტესობამ იცის, რომ ამერიკა დამარცხდა ვიეტნამში. მაგრამ – არა, 1973 წლის პარიზის ხელშეკრულებით, ამერიკამ გაიმარჯვა. სამხრეთ ვიეტნამი ჩრდილოეთ ვიეტნამმა აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ მაშინდელმა კონგრესმა გადაწყვიტა, ჯობია, ამერიკამ წააგოს ეს ომიო და ის დახმარებები, რაც გათვალისწინებული იყო სამხრეთ ვიეტნამისთვის უცებ გააუქმა და, საერთოდ, აკრძალა სამხრეთ ვიეტნამისთვის ნებისმიერი დახმარება. კონგრესმა თქვა, ამერიკა რომ მომავალში გაჯანსაღდეს და ჭკუა ისწავლოს, ეს ომი უნდა წააგოს. ამას მოჰყვა ის, რაც შემორჩა „ვიეტნამის ომის სინდრომის“ სახელწოდებით. დღეს ჯერჯერობით არ არსებობს „ტრამპის სინდრომი“, „ბაიდენის სინდრომი“, „კორონავისუსის სინდრომი“. ჩემი აზრით, იმდროინდელი კრიზისი მართლაც ემუქრებოდა ამერიკის სახელმწიფოებრიობის ანატომიის ყოფნა-არყოფნას, რომელიც დამფუძნებელმა მამებმა დათქვეს. ამდენად, ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკა გამოვა ამ კრიზისიდან და ვაქცინაც შეიქმნება. დღეს ამერიკაში სამი ვაქცინა განიხილება, მაქსიმუმ, მომავალ წელს ეს სამივე ვაქცინა ამუშავდება. ამერიკელები რუსებივით არ ჩქარობენ. კლინიკური ცდები წესისამებრ მიმდინარეობს და არა ისე, როგორც რუსეთში, როდესაც 5-თვიანი პროცესი ერთ თვეში ჩატიეს.
– გავიხსენოთ, რა ტიპის დაპირისპირება იყო მაშინ შტატებში?
– უარესი ხდებოდა. გავიხსენოთ „შავი ავაზები“, მაგრამ აღარავის უნდა ამის გახსენება, იმიტომ რომ დღეს ჩვენთან აღარც მეცნიერებაა, აღარც კვლევა, აღარც ინტელიგენცია და ყველა ორწიგნწაუკითხავი ექსპერტად გამოვიდა. ვინმეს ახსოვს „შავი ავაზები“, რომლებიც პირდაპირ ჰაერიდან დაბომბეს თავიანთ შტაბებში?! ვინმეს ახსოვს ის ტრაგედია, რაც კინგის მკვლელობას მოჰყვა?! მართლაც როგორ გაიყო მაშინ ამერიკა შავად და თეთრად. მაშინ გაიყო ინტელექტუალური ამერიკაც, დღეს, ჯერჯერობით, ასე არ არის. აშშ ახლა ისეთ ეტაპზეა, როდესაც მთელ მსოფლიოში დეფიციტია ლიდერების – ევროპაშიც, შტატებშიც. პოლიტიკური ლიდერების, როგორებიც, მაგალითად, იყვნენ ნიქსონი – საგარეო პოლიტიკის მგელი, ორივე რუზველტი, კენედი, გნებავთ – ქლინტონი, მამა ბუში, რეიგანი. იმ დონის პოლიტიკოსებიც აღარ არიან. ბაიდენი სუსტი პოლიტიკოსია, თანაც, 80 წელს მიღწეული. ტრამპიც არ გამოირჩევა დიდი ინტელექტით. მაგრამ დღეს კრიზისი ნამდვილად არის და ამის შედეგი შემდეგნაირია: ჩვენთან გადაბრუნებულ სიტყვას იტყვი და რასისტი ხარ, ამ დროს კი, სინამდვილეში, ზანგებს არ უნდათ სწავლა. რატომ მოხდა, რომ ვიეტნამის ომის შემდეგ, გასული საუკუნის 70-ან წლებში, აშშ-ში ჩასულმა ლტოლვილებმა თავიანთი შვილები შეიყვანეს უმაღლეს სასწავლებლებში ორ ფაკულტეტზე, იურიდიულსა და სამედიცინოზე და დღეს ისინი უკვე ამერიკის ელიტა არიან. ზანგებს ისეთი შეღავათები აქვთ, სხვა კანის ფერისას არ დაესიზმრებათ. კალიფორნიის უნივერსიტეტებში, იმავე სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, სადაც სწავლის წლიური გადასახადი 100 000 დოლარია, ზანგებისთვის კვოტებია გამოყოფილი, ოღონდ არ სარგებლობენ ამით. მაგრამ ეს რომ თქვა, რასისტად გამოგიყვანენ. მაგრამ ფაქტი ასეთია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ეგვიპტეში პირამიდებს აშენებდნენ და იმ დროს ეგვიპტიდან 100-200 კილომეტრის დაშორებით, ტროპიკულ აფრიკაში ბორბალი ვერ შექმნეს, სანამ მისიონერები არ გამოჩნდნენ და ევროპელები არ ჩავიდნენ. ცივილიზაცია, ეტყობა, მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც დაწესებულების ხელმძღვანელმა კომპლიმენტი რომ უთხრას თავის თანამშრომელ ქალს, ის წავა სასამართლოში უჩივლებს და 200 000 დოლარს წაართმევს, მხარზე მეგობრულად ხელის დარტყმაზე, რაც 20-30 წლის წინათ ჩვეულებრივი ამბავი იყო, ლაპარაკიც არ არის. მე დეტალურად ვეცნობი ყველანაირ ინფორმაციას და ერთსართულიან ამერიკაში, პროვინციაში, თეთრკანიანები თავიანთ რაზმებს ქმნიან, ანუ უკვე დაიწყო ეს დაპირისპირება. თანაც, ლოზუნგი, შავკანიანის სიცოცხლეც მნიშვნელოვანია, ყელში ამოუვიდა ყველას. პოლიცია იჩოქებს შავკანიანთა წინაშე, მაგრამ ეს გამოსვლები თეთრკანიანების წინააღმდეგ არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შტატებში, რომლებშიც გუბერნატორები არიან „დემოკრატები“.
– იმიტომაც ვახსენე ტრამპისა და ბაიდენის ამერიკა, ანუ დაპირისპირება.
– „დემოკრატები“, პირიქით, ამბობენ, აქვთ ამის უფლება შავკანიანებს, იმიტომ რომ ჩვენ 300 წელი ვჩაგრავდით მათ. მაგრამ რატომ ხდება, რომ აი, ამ შავკანიანების დაცვის მოძრაობას არ უერთდებიან შავკანიანი მეცნიერები. ნობელის პრემიის ლაურეატი არც ერთი შავკანიანი ამას არ ემხრობა. დღეს აშშ-ში ცოცხალია 6 შავკანიანი ნობელის პრემიის ლაურეატი, მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ. სხვათა შორის, თეთრი ვერასდროს ეღირსება ისეთ გრანტს, რაც სპეციალურადაა გამოყოფილი შავკანიანებისთვის. მაგრამ ეს სახადივითაა, როგორც კორონავირუსი გაქრება, ადრე თუ გვიან, ეს დაპირისპირებაც გაქრება ამერიკაში. ეს ყველაფერი გადაივლის, მაგრამ ბაიდენის გამარჯვება რას მოუტანს ქვეყანას, ეს კიდევ არავინ იცის. იმიტომ რომ ბაიდენი არასდროს ყოფილა ძლიერი პოლიტიკოსი, არც ვიცე-პრეზიდენტობისას, არც სენატორობისას.
– გამოდის, რომ „დემოკრატებს“, უბრალოდ, არ ჰყავთ ძლიერი კანდიდატი.
– არც „რესპუბლიკელებს“ ჰყავთ და არც „დემოკრატებს“. უბრალოდ, საარჩევნო სისტემა აქვთ ასეთი: ჰილარი კლინტონმა 3 მილიონით მეტი ხმა მიიღო, მაგრამ წააგო არჩევნები. არ ცვლიან ამ წესს, იმიტომ რომ სწამთ, რაც უნდა იყოს, ამერიკაში სუსტი ადამიანი პრეზიდენტი ვერ გახდება. მაგრამ ახლა ეს რწმენაც შეირყევა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენსა და ამერიკას შორის საერთო ის არის, რომ თითქმის ერთდროულადაა არჩევნები. საქართველოში პირველი რესპუბლიკის არჩევნების შემდეგ ასეთი მნიშნელოვანი არჩევნები არ ყოფილა, როგორიც წელს, ოქტომბერში უნდა გაიმართოს და ამერიკაშიც ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები, როგორიც წელს უნდა იყოს, ბოლო 30 წელია, არ ყოფილა. მაგრამ ჩვენ გამოგვეპარა მნიშვნელოვანი მოვლენა: რაც ხდება ბელორუსიაში. ბელორუსიის კრიზისი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ იქ არ არის პრორუსული და პროდასავლური დამოკიდებულებები. მთელი ბელორუსია პრორუსულია, უკრაინისგან განსხვავებით, ისინი იბრძვიან ბელორუსული დემოკრატიისთვის და სულ არ აინტერესებთ არც რუსეთი და არც ამერიკა, როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ პროქართული პოზიცია უნდა გვქონდესო.
– ბელორუსები მიხედავენ თავს, ისევ ტრამპი-ბაიდენის დილემას დავუბრუნდეთ, გეოპოლიტიკურ დამოკიდებულებაში რა შეიძლება, შეიცვალოს ერთის ან მეორის ნოემბერში გაპრეზიდენტების შემთხვევაში? და ძალიან საინტერესოა „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი, სავარაუდოდ, რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი „დემოკრატების“, უბრალოდ, ის ხმებს ვერ აკრეფდა.
– ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ შანსი, როდესაც ჰილარი კლინტონმა წააგო არჩევნები. ეს ჩვენთვის იყო ტრაგედია, რადგან მე მჯერა, ჰილარი კლინტონს რომ გაემარჯვა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით „ნატოს“ წევრი. ბევრი რამ მოხდა და თვითონ ამერიკელებმა მოჰპარეს კლინტონს გამარჯვება. მაშინ ტრამპი მარგინალი იყო და ახლა უკვე აღარაფერს მნიშვნელობა აღარ აქვს ჩვენთვის, ვინ მოვა და ვინ დარჩება.
– რატომ? რამ გადაგვიწურა ასე იმედი?
– ვინაიდან დღეს ამერიკელი სერიოზული ექსპერტები შეშფოთებით წერენ, რომ ბაიდენს ეტყობა ცუდი სიბერის ნიშნები, ლაპარაკისას რაღაცები ავიწყდება, რაღაცები ეშლება. ამერიკელები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ და თუ მან ერთი წელი იპრეზიდენტა და გადადგა, არავინ იცის, ვინ არის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი.
– იმთავითვე ვფიქრობდი, რომ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად ვისაც დაასახელებდნენ, აი, მისი გაპრეზიდენტება უნდათ „დემოკრატებს“.
– დიდი შანსია, რომ ამ ქალს მოუწიოს ნახევარი ვადიდან პრეზიდენტობა. ბაიდენი 78 წლისაა და, თან, უამრავი პირადი ტრაგედია გადაიტანა. ჯერ ცოლი და ერთი შვილი ავარიაში დაეღუპა, შემდეგ მეორე შვილი თავის სიმსივნით ხელში ჩააკვდა, ახლა მესამე შვილზე აუგორეს უკრაინის ამბავი. რკინის ხომ არ არის?! ადამიანია და მასზე მოქმედებს ეს ყველაფერი. ამდენად, ამერიკელი სერიოზული მკვლევრები შიშობენ, როგორი პრეზიდენტი იქნება მათი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი. ბაიდენს, ასე თუ ისე, იცნობენ, ეს ქალი კი უცნობია. შეიძლება, ტრამპმა გადადოს კიდევ არჩევნები, იმიტომ რომ ფოსტის უფროსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფს ფოსტით ხმის მიცემას. შედეგებს დროულად ვერ მივაწვდიო. ან როგორ დასრულდება კორონავისუსის ამბავი, არ მგონია, ამერიკაში რამე შეიცვალოს კორონავირუსთან დაკავშირებით მომავალ ორ თვეში ამიტომ ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. მეტიც, ჩვენთვის სახარბიელო პერსპექტივა არაფერი ჩანს, შეიძლება, ჩვენთვის ცუდი გამოჩნდეს, თორემ კარგი თეორიულადაც არ ჩანს. სულ გვაინტერესებს, რომელი პრეზიდენტი ჯობია ამერიკაში ჩვენთვის და არა ის, რომელი ჯობია ამერიკისთვის. ჩვენთვის არაფერი შეიცვლება, ერთი ისაა, რომ შავ ზღვასა და საქართველოს დასავლეთს რუსეთს მთლიანად არასდროს დაუთმობს.