კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა უფლებებს ანიჭებს ბავშვთა კოდექსი ბავშვებს ოჯახში და რას ნიშნავს ბავშვის პირად სივრცეში ჩაურევლობა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  სოციალური მუშაკის მიერ ღარიბი ოჯახისთვის, სწორედ სიღარიბის გამო, შვილების ჩამორთმევის ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. საბოლოოდ, ისტორია კეთილად დასრულდა, ბავშვები მშობლებს დაუბრუნეს, თუმცა ჩამორთმევის მიზეზი 2016 წელს მიღებული კანონი გახდა (ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ). კანონს თავის დროზეც ჰყავდა მოწინააღმდეგეები, რომელთა აზრით, მისი ამოქმედება, ჩანაწერების ბუნდოვანების გამო, შექმნიდა პრობლემებს, რაც სიმართლე აღმოჩნდა, თუმცა ისიცაა, რომ კანონის ჩასწორება და ქართულ რეალობას მორგება გზადაგზაც შეიძლება, მასში ცვლილებების შეტანის გზით.
  მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ქართული აღზრდის სისტემა (დაუწერელი) დიდად ეფექტიანად ვერ მუშაობს და მშობლები ხშირად შვილებს საკუთარი სურვილების ასრულებისა და საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ (რასაც, ცხადია, შვილებზე ზრუნვით ამართლებენ, ვამართლებთ) და დარწმუნებულები არიან, რომ თავად უკეთ იციან, რა სჭირდებათ შვილებს, მეტიც, რა უნდათ მათ, რაც, სხვა რომ არაფერი, ნათლად ჩანს, ქართულ რეალობაში გავრცელებული გამონათქვამებით: ჩვენ სკოლაში წავედით, ჩვენ აცრები გავიკეთეთ, ჩვენ უმაღლესში ჩავაბარეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთიც კი მომისმენია: ჩვენ ცოლი მოვიყვანეთ. ამ ფონზე ცუდი კანონი, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას. ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელთან, ზვიად ტომარაძესთან  განვიხილავთ თემას, მართლაც ასეთი ცუდია თუ არა ზემოხსენებული კანონი.
– რამ გამოიწვია ამ კანონისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და რატომ არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ოჯახის საქმეში, თუ ბავშვი იქ მართლაც ძალადობის მსხვერპლია?
– საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 22 ივნისს „კანონში ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ შეტანილი ცვლილებებით მიიღო კანონი, რომელსაც ვუწოდებთ იუვენალურ იუსტიციას და რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 10 აგვისტოს. კანონით, სოციალურ მუშაკს მიენიჭა უფლება, რომ ბავშვი განეცალკევებინა მოძალადე ოჯახისგან, თუმცა ასეთი დათქმა იყო: ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ არის.
– არც არის, ფსიქოლოგიური ძალადობაც ძალადობაა.
– მაგრამ აი, როგორ განიმარტება კანონში: მშობლის მიერ ბავშვის ფსიქიკური, ფიზიოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისგან დაუცველობა, სამედიცინო და სხვა საბაზისი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა. იუვენალური იუსტიცია ნიშნავს სოციალური მუშაკის ერთპიროვნულ უფლებას, სასამართლოს გარეშე, თავად ჩამოართვას ოჯახს ბავშვი. რა თქმა უნდა, კანონშია გაწერილი საფუძვლები, ოღონდ დღემდე სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მრავალი ოჯახის ბედი, განსაკუთრებით, სიდუხჭირეში მყოფი ოჯახების. ამ კანონის განხილვას ვესწრებოდით მე და სოსო მანჯავიძე და ავუხსენით კანონში არსებული საფრთხეები მომხსენებელს, მაშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, სანდრო ბარამიძეს. ძალიან ბუნდოვანი ტერმინია „საფრთხისგან დაუცველობა“. ეს შეიძლება, იყოს, თუ, მაგალითად, ბავშვი გაცივდა.
– ან ეზოში დაეცა.
– დიახ, ხელი მოიტეხა ან სხვა. შორს ვიყავი იმ აზრისგან, რომ ჩვენთანაც ისე იმუშავებდა ეს კანონი, როგორც სკანდინავიის ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება გახსნილია. იქ უფრო კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან. თუმცა კანონში, რომელიც ითვალისწინებს ოჯახისთვის ბავშვების ჩამორთმევას, მეტი სიცხადე უნდა იყოს.
– ჩვენთან სამართლებრივი ტრადიციაც კი არის, მშობლების გაყრისას დედას აკუთვნებენ ბავშვს და პრობლემა არასდროს დგება, თუ დედობის ჩამორთმევის საკითხი არ დგას, რაც ძალიან რთული პროცედურაა და მძიმე მიზეზები სჭირდება. თუმცა უცხოეთში, სულაც არ არის ასე. ჩვენი კულტურა აღიარებს შვილის უფლებას, იყოს დედასთან, თუმცა მამაც, კანონით, სავსებით სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი მშობელია.
– დიახ. ჩვენ შევესწარით სოციალურ ქსელში ბავშვების ჩამორთმევის თემის განხილვას და ზოგიერთს მიაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ამ საკითხში, რასაც მე არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, შვილის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება, იყოს, თუ ოჯახი ბავშვს ასაღებინებს ნარკოტიკს, ამათხოვრებს ან ბავშვს მუდმივად სცემს, ოღონდ არ ვგულისხმობ ბავშვისთვის ყურის აწევას.
– სხვათა შორის, მე ძალიან მინდა, რომ ეს ჩვევები, ბავშვისთვის ყურის აწევა, მისთვის ყვირილი და უხეშად მიმართვა აღმოიფხვრას. დროა, გადავეჩვიოთ ამას და ბავშვებს ჯეროვანი პატივი ვცეთ.
– ეს ცალკე საკითხია. ერთი სიტყვით, დაუშვებელია, სახელმწიფომ მშობელს ბავშვი ჩამოართვას მხოლოდ იმის გამო, რომ ოჯახს ფინანსურად უჭირს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ამის შესახებ გადაწყვეტილება სოცმუშაკმა კი არ უნდა მიიღოს ერთპიროვნულად, არამედ სასამართლომ.
– იმავე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ ემიგრანტი ქალების ოჯახები და არავინ იცის დაზუსტებით, რა ჯობია ბავშვისთვის: კარგად იკვებებოდეს და კარგი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს და დედას წლობით „სკაიპით“ ეკონტაქტებოდეს, თუ დედა ჰყავდეს სრულფასოვნად, მასთან ერთად გაიზარდოს და ნაკლები ხარისხის საკვები და პირობები ჰქონდეს. თაობების ტრაგედიად იქცა ვირტუალური მშობლები, რაც საზოგადოებას ძალიან ძვირად დაუჯდება, ჩემი აზრით.
– გეთანხმებით. ამდენი აგრესია, ამდენი უბედური შემთხვევა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამის ბრალია. მხოლოდ ემიგრაციასაც ვერ დავაბრალებთ. ადრე ოჯახს ჰყავდა დიასახლისი და ოჯახში ფუნქციები სხვანაირად იყო გადანაწილებული.
– ცხოვრება შეიცვალა, უბრალოდ.
– დიახ და ხშირად დედაც გასულია სახლიდან და მამაც, იმიტომ რომ მუშაობენ. ამანაც გამოიწვია, რომ ბავშვებს ყურადღება მოაკლდათ. ბავშვების ჩამორთმევის თემაზე მსჯელობისას ხშირად ახსენებდნენ ბავშვთა კოდექსს. ოჯახისთვის ბავშვის ჩამორთმევასთან ბავშვთა კოდექსის დაკავშირება ბოლოდროინდელ ფაქტებთან არასწორია, იმიტომ რომ კოდექსი მიღებულია, მაგრამ ამოქმედებული არ არის, ის ძალაში შედის ამ წლის სექტემბრიდან. გარდა ამისა, კოდექსში, კონკრეტულად 26-ე მუხლში ჩაიწერა, რომ ბავშვის ჩამორთმევა სოციალურ მუშაკს ერთპიროვნულად აღარ შეეძლება და გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის ხელშია.
– ეს კარგია.
– დიახ, მაგრამ მოსამართლე საკითხს განიხილავს 24 საათის განმავლობაში ზეპირად.
– ეს ცუდია.
– ასე ჩაიწერა კანონში. უკეთესობა არის, მაგრამ, ალბათ, მაინც ჯობდა, რომ სასამართლოს განეხილა ეს საკითხი. მეორე – იქვე ჩაიწერა ისიც, რომ მშობლისგან ბავშვი არ უნდა განცალკევდეს იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს შესაბამისი საცხოვრებელი პირობები და ფინანსები. ამიტომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მათ და თუ დახმარება შედეგს არ გამოიღებს, მაშინ შესაძლებელია, ისევ დადგეს ბავშვის ჩამორთმევის საკითხი. ეს ორი საკითხი კარგია, თუმცა მთლიანობაში, ჩემი აზრით, ბავშვთა კოდექსის მიღების აუცილებლობა არ იყო, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს კანონი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ, რომელიც პირველ სექტემბერს, როდესაც კოდექსი ძალაში შევა, ძალადაკარგულად გამოცხადდება და მეორე, არ მიმაჩნია მართებულად კანონის მიღება იმიტომ, რომ ამას ქვეყნის გარედან გვავალდებულებენ და არა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. როგორც გითხარით, ჩვენი საზოგადოება ღიაა და სკანდინავიური ქვეყნებისგან ცხოვრების დონითაც განვსხვავდებით. ამიტომ არც ერთნაირი კანონმდებლობა უნდა გვქონდეს და არც ერთნაირი კონტროლის მექანიზმები.
– ჩვენთან მიღებულია ბავშვის, მაგალითად, მეზობლისთვის დატოვება.
– რა თქმა უნდა. სწორედ ამას ვამბობ. კორონასთან რომ გავავლოთ პარალელი: ხშირად მოჰყავდათ სკანდინავიის ქვეყნების მაგალითი, რომ შვედეთში არ დაწესებულა აკრძალვები, მაგრამ ეს სამაგალითოდ ვერ გამოგვადგება. იქ ადამიანებს სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან და ამიტომაცაა, რომ ბავშვისადმი მეტი კონტროლია საჭირო.
– მსჯელობდნენ, ასევე, იმ თემაზე, რომ მშობელს, კანონით, აღარ ექნება უფლება, ჩაერიოს ბავშვის პირად სივრცეში.
– ბავშვთა კოდექსის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საპატრიარქო, ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული პირები. სხვათა შორის, ძალიან ბევრი შენიშვნა გაითვალისწინეს და პარლამენტარ სოფო კილაძეს საჯარო მადლობაც გადაუხადეს, თუმცა კოდექსში რამდენიმე საკითხი კვლავ დარჩა ისეთი, რომლის ამოღებასაც ითხოვდნენ საზოგადოების წევრები.
– რა საკითხების?
– მართალია, ამ კოდექსში ჩაიწერა, რომ ბავშვი ტელევიზიის, ინტერნეტსივრცის, აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენას უნდა მოერიდოს, თუმცა ეს საკითხები არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის კანონშიც ეწერა, მაგრამ კოდექსში დარჩა, რომ ბავშვის უფლებაა, პირადი სივრცით სარგებლობა, ტელეფონი იქნება თუ სხვა საშუალება. მსგავსი ჩანაწერები იძლეოდა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და დაზუსტებას ითხოვდა, მაგრამ ისინი დარჩა კანონში.
– საერთო ჯამში, არც ისეთი საფრთხობელა არაა ბავშვთა კოდექსი, როგორც ამას სოციალურ ქსელებში განიხილავენ.
– რა სურათიც დაიხატა საზოგადოებაში, ისე არ არის, თუმცა კოდექსის მიღების აუცილებლობა არ იყო. იყო საუბარი, რომ უივენალური იუსტიცია არის რუსული ნარატივი და ამის მიზანია ანტიდასავლური განწყობების გაღვივება. ეს არასწორია, იმიტომ რომ რუსეთში არსებობს ფედერალური კანონი, საზოგადოებრივი კონტროლი – სოციალური პატრონაჟი და იქ სოციალურ მუშაკს აქვს სახლის დათვალიერების უფლება და თუ ჩათვლის, რომ არასრულწლოვანი იმყოფება შეუსაბამო პირობებში, ბავშვსაც ჩამოართმევს, თუმცა კანონშივეა განმარტებული, რას ნიშნავს შესაბამისი სოციალური გარემო. და, ასევე, წერია, რომ ბავშვს 10 წლის ასაკიდან შეუძლია, დააბეზღოს მშობელი. მშობლის დაბეზღებამ, შესაძლოა, მართლაც გადაარჩინოს გარკვეული კატეგორიის ბავშვები ძალადობას, მაგრამ შესაძლებელია, რომ ბავშვმა დააბეზღოს მშობელი, თუ მას არ უშვებენ ღამის კლუბში ან მსგავს ადგილას.
– ერთ-ერთი მასალის ჩაწერისას მითხრა რესპონდენტმა, რომ პოლიციაში განაცხადის უფლება აქვს ბავშვს 7 წლის ასაკიდან, რადგან იყო შემთხვევა, რომ 7 წლის ბიჭუნამ პოლიციას მიმართა, რადგან მამამისი სცემდა დედამისს და ამის შემდეგ კანონში შევიდა ცვლილება. იმის თქმა მინდა, რომ დაბეზღება ყოველთვის არაა დაბეზღება, ანუ ცილისწამება.
– დიახ, მე რუსეთის კანონზე ვთქვი, მშობლის ქმედება, რომელიც მოითხოვს ელემენტარულ დისციპლინას, შეიძლება, ბავშვმა გამოიყენოს.

скачать dle 11.3