კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 მესამე, ანუ მერკელი ზედმეტია

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„დაანებეთ ჩემს ცოლს თავი“

  იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დროის ამ მოცემულ მონაკვეთში მთელი ცივილიზებული სამყაროს ყურადღება მინსკისადმია მიპყრობილი, ჩვენც სხვა არაფერი დაგვრჩენია, იმას, გარდა, რომ ბელარუსის გარშემო ვიტრიალოთ.
  მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი ბელარუსული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მე ახლა არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საზღვარი გადის ბელარუსზე, ანუ ის დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრშია, თუმცა ისიც გასაგებია, რომ ამ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს არც ლენინის ძეგლების ცქერა უნდათ და არც ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციების წლისთავების აღნიშვნა, მაგრამ ეს სხვა და ვრცელი საუბრის თემაა.
  რაკი ვითარება რთულია, გერმანიის კანცლერმა ბელარუსის პრეზიდენტთან დაკავშირება მოინდომა (ვიშუამავლებ ბელარუსსა და ევროკავშირს შორისო), მაგრამ ბ-ნი ლუკაშენკო ქ-ნი მერკელის სატელეფონო ზარებს არათუ არ პასუხობს, ვლ. პუტინს სთხოვა, ნუ ერევა გერმანიის კანცლერი ჩემი რესპუბლიკის საქმეებშიო.
  ამის შესახებ ერსა და ბერს რუსული ტელეეთერით ლუკაშენკოს პრესმდივანმა ამცნო და დასძინა, რომ, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, არ იქნება სოლიდური, მერკელთანაც საქმის დაჭერაო.
  ადრეც მოგახსენებდით, რომ ბელარუსში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებული სცენარი ამოქმედდებოდა, იმიტომ რომ უნიტარული სახელმწიფოა, მაგრამ, სამაგიეროდ, 2000-ანების დასაწყისში ხელი აქვთ მოწერილი რუსეთთან ერთობლივი სახელმწიფოს შექმნაზე, ანუ ეს უკვე ვლ. პუტინის პირადი ბრძოლაა, რაც, ჩვეულებისამებრ, უსისხლოდ ვერ მთავრდება ხოლმე.


скачать dle 11.3