კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ნაცრის მოყვარულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ უცხოთა მოტრფიალენი

  შესაძლოა, იმიტომ რომ ყველაფერი საუკეთესო სა-უცხო-ოა, ჩვენს თანამემამულეთ ხშირად გაურბით ხოლმე თვალი უცხოსკენ, მათ შორის, უცხო ქვეყნებისკენ.
  და იმის პარალელურად, რომ ნაწილს სჯერა, სწორედ საქართველოა სამყაროს ჭიპი და ამ დედამიწაზე ყველაფერი საუკეთესო ქართულია, არიან ისეთებიც (ვფიქრობ, ეს უკანასკნელები უმრავლესობაა), რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი, რაც უვარგისია ამ დედამიწაზე, ქართულია.
  ამიტომაც ხან მეტეორს ითხოვენ, ხან კი თავზე ნაცარს იყრიან. შესაბამისად, საზოგადოების ამ ნაწილს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ბელარუსში მიდინარე მოვლენები და, თუკი აქამომდე ჯერ უკრაინელებს შენატროდნენ, გმირი ხალხიაო (ზელენსკი რომ აირჩია და იანუკოვიჩი ჩამოაგდოო და მერე რა, რომ ყირიმს სამუდამოდ გამოემშვიდობნენ, ლუგანსკსა და დონბასში სისხლი იღვრება, თუმცა ისიც მესმის, რომ ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია), შემდეგ სომხების გმირობა უჩქროლებდათ გულს – ფაშინიანის არჩევის გამო (ანუ სომხეთის დემოკრატია ხიბლავდათ წრეგადასულად), აწ ბელარუსელებს აღიარებენ ჩვენი დროის გმირებად.
  სხვისი ღირსებების აღიარება, უდავოდ, კარგი საქციელია, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, უცხოთა გმირობების აღტაცების მოტივი, უპირველესად, ისაა, თუ რაოდენ არაგმირები არიან ქართველები (ოპტიმისტურად ვფიქრობ – გაუცნობიერებლად), ანუ, ფაქტობრივად, თავზე ნაცარს იყრიან.
აქედან გამომდინარე კი, ერთადერთი, რაც შემიძლია, ვუსურვო, ნაცარი არ მოჰკლებოდეთ, თუმცა მაინც უმჯობესი იქნებოდა, გაფრთხილებულიყვნენ: ბევრი არ მოუვიდეთ.


скачать dle 11.3