№34 თაკო ფოლადაშვილი: უნდა ნახოთ, როგორ ვიპარები სახლიდან, ოთომ რომ არ დამინახოს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ოთო და თაკო ფოლადაშვილებს არაჩვეულებრივი დაძმობა აქვთ. მათი ემოციები, ხალისი და ერთმანეთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება საოცრად გადამდებია. ორივეს წარმატებული კარიერა აქვს და როგორც ამბობენ, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.
თაკო: ოთოს მთავარი პლუსი ისაა, რომ როგორსაც მაყურებელი იცნობს, რეალურადაც ისეთია. არ თამაშობს და ჩემი აზრით, თავის პოპულარობასა და მაყურებლის სიყვარულს ამდენი წელი სწორედ ამ გულწრფელობის გამო ინარჩუნებს. ძალიან მხიარული, საყვარელი და მიზანდასახული ბიჭია. რამეს რომ მიაღწევს, ვფიქრობ ხოლმე, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი?! თამასას ყოველთვის მაღლა სწევს.
– როგორი ძმაა?
– ფანტასტიკური, ყველაფერში მეიმედება. კიდევ კარგი, მეტი და ან ძმა არ გვყავს, თორემ ოთოს სიყვარულს ვერავისთან გავინაწილებდი. ძალიან თბილი და მზრუნველია.
– ოთო, თაკოს თაყვანისმცემლებზე როგორ რეაგირებდი?
ოთო: თაკოს არ ეშლება ადამიანებთან ურთიერთობა და ამ პრობლემის წინაშე არასდროს დავმდგარვარ. ჩემი ჩარევის აუცილებლობა არ იყო, თორემ ნამდვილად ჩავერეოდი (იცინის). პატარა ვიყავი, თაკო რომ გათხოვდა და ძალიან კარგი ოჯახი შექმნა. ორი დისშვილი მყავს, რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს. ერთი დიდი ოჯახი ვართ.
თაკო: ყველა გვეუბნება, რომ ფანტასტიკური და-ძმობა გვაქვს. ყველაფერი ვიცი ოთოზე, როდის ჰქონდა გამოცდა, რომელ საათზე სად მიდის, რას აკეთებს, მაგრამ არ ვიცი, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. ეს ის თემაა, რომელშიც ზედმეტად არ ვერევი. მგონია, რომ საზღვრები ასეთ ურთიერთობაშიც არსებობს. ახლა რომ მკითხოთ, რა ხდება ოთოს პირად ცხოვრებაში, მართლა არ ვიცი, მაგრამ გამოცდა როდის ჰქონდა და რამდენი ქულა აიღო, ეგ – კი (იცინის).
– როგორი გოგოები მოსწონს ან შენ როგორი წარმოგიდგენია მის გვერდით?
– ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე – როგორი გოგო წარმომიდგენია ოთოს გვერდით. მგონი, ერთადერთი ოჯახი ვართ, რომელიც არ სვამს კითხვას, როდის მოგყავს ცოლი? დღესვე რომ გადაწყვიტოს, ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება, თვითონ იცის თავის საქმის. რაც შეეხება მის რჩეულს, იმდენად ჰარმონიული და მეგობრული ოჯახი გვაქვს, მთავარია, ეს აურა შეინარჩუნოს. იყოს პოზიტიური, კეთილი და მხიარული, რომ ჩვენი ოჯახის რელსებიდან არ გადაუხვიოს. რა უნდა ჰქონდეს დამთავრებული და სიმაღლეში რამდენი უნდა იყოს, ამას თავად გადაწყვეტს (იცინის). მგონია, რომ ვიზუალურად უფრო თხელი, უნარებიანი და ჭკვიანი გოგოები მოსწონს. ჩემი აზრით, ისეთი გოგო უნდა იყოს, რომ ოთოს ეამაყებოდეს, პატივს სცემდეს... ამიტომ ჭკვიანი გოგო უნდა იყოს (იცინის).
ოთო: წეღან თქვა, პირადის გარდა ოთოზე ყველაფერი ვიციო. მართლა ყველაფერი იცის. ხანდახან მგონია, რომ პირადიც იცის, უბრალოდ, მე არ მეუბნება (იცინის). დაზვერვის თანამშრომელი მგონია ხოლმე. მაგალითად, ვარ კლუბში მეგობრებთან ერთად და მომდის ჩემი ფოტო ტექსტით – „თვალყურს გადევნებ, ჭკუით მოიქეცი“. მარტო თბილისში კი არა, ბათუმში ან სადმე სხვაგან, სადაც თაკო არაა, ყველგან ვიღაც ჰყავს. ცოტა ხნის წინ, მანქანით მოვდიოდი, შუქნიშანზე წინ გოგომ ცუდად „დამიტორმუზა“ და მანქანა პატარაზე წავარტყი. წითელი ენთო. სანამ მე მანქანიდან გადმოვედი, მირეკავს თაკო, აი, საჭესთან რომ ტელეფონი გიჭირავს, მაგის ბრალიაო. არადა, მანქანიდან არ ვარ გადასული და არც ვიცი, ვის დავარტყი.
თაკო: ისიც ვუთხარი, წინ გოგოა, ვისაც დაარტყი-მეთქი (იცინის).
ოთო: საერთოდ ყველაფერი იცის (იცინის).
თაკო: იმ დღეს შემრცხვა, არ დავაკომპლექსო-მეთქი (იცინის). ერთ-ერთ მაღაზიაში ბოტასს არჩევდა. დავურეკე, წინა მოდელი რომ გაისინჯე, ის ჯობდა, ვიდრე ახლა რომ ისინჯავ-მეთქი და შოკში იყო (იცინის). არ გამაგიჟო, ყველგან შენ როგორ ხარო?!
ოთო: მგონია, რომ სულ თან დამყვება. ხომ არ გგონია, ძალიან ინტერესდება ან მოცლილია, მაგრამ მაინც მისდის ამბები. მანქანით მივდივარ და მწერს: კი, კი გვერდზე ძალიან ლამაზი გოგო გიზის, კომპლიმენტი ჩემგანო (იცინის).
– და გინდა დავიჯერო, რომ არ იცი, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში?
თაკო: ეტყობა, მაგას კარგად ასაიდუმლოებს (იცინის). მგონი, არ დამჭირვებია ჯერ და თუ დამჭირდა, მაგასაც გავიგებ (იცინის). ოთო ყველამ იცის, მეც ასე თუ ისე მიცნობენ და ისე გამოდის, რომ ყოველთვის ვიცი, სადაა და რას აკეთებს. მწერენ ხოლმე, შენი ძმა დღეს აქ გულაობს და გინდა, თვალყური ვადევნო? (იცინის)
ოთო: ბევრი მსგავსი ისტორიაა, მაგრამ რაღაცები არ ითქმის (იცინის). მეორე დღეს მირეკავს ხოლმე, კარგი ბიჭი ხარ, გუშინ კარგად იქცეოდი (იცინის).
თაკო: ერთხელ მეგობარმა დამირეკა, კლუბში ფანტასტიკურად იქცევა შენი ძმაო. ღამე აღარ შევუშალე ხელი და დილით დავურეკე, რომ მეთქვა, კარგი ბიჭი ხარ-მეთქი (იცინის).
– ერთმანეთს კარგად უგებთ?
– სამყაროში ერთადერთი ადამიანი არსებობს, რომელიც ზუსტად ჩემნაირად ფიქრობს და ეს არის ოთო. ძალიან მემარტივება მასთან ურთიერთობა. ერთსა და იმავე ფრაზას ასი გაგება რომ ჰქონდეს, ოთო ზუსტად ისე გაიგებს, როგორც ვთქვი. ერთ ენაზე ვსაუბრობთ და კონფლიქტამდე არასდროს მივდივართ.
ოთო: რაღაცებზე ვკამათობთ ხოლმე. მაგალითად, ბოლოს, დილით „ფეისბუქზე“ შევედი და ვხედავ, თაკოს ძალიან ბედნიერი ფოტოსესია მოუწყვია. ვუყურებ და ჩემი ტანსაცმელები აცვია, გეკითხა მაინც, იქნებ მე ვაპირებდი იმ დღეს ზუსტად ის ჩამეცვა?!
თაკო: დამავიწყდა „დამეჰაიდებინა“ (იცინის). ზოგადად, კლასიკური სტილი მაქვს და სპორტული ტანსაცმელი არაა ჩემი მისწრაფება.
ოთო: მაგრამ ოთოს კარგი სპორტულები აქვს.
თაკო: პარასკევს გავდივარ ხოლმე სახლში და ვრჩები, მისი სპორტულები ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება არ იცით, მაგრამ უნდა ნახოთ, როგორ ვიპარები სახლიდან რომ არ დამინახოს (იცინის).
ოთო: მერე სურათებში ვხედავ, ჩემი საათით და ტანსაცმელებით რომაა (იცინის).
– ოჯახს ხშირად ანერვიულებ ხოლმე პროექტების გამო?
– ნერვიულობენ, მაგრამ სასიამოვნო პროცესი უფროა, ადრენალინი გამოეყოფათ. როცა რომელიმე პროექტში ჩემი მიზნებისთვის ვიბრძვი, ჩემი ოჯახიც „ექშენშია“. ბოლომდე გვერდით მიდგანან. ზაფხულში თუ არაფერი ხდება, ვიცი, რომ რაღაც ახალი სჭირდებათ მჩქეფარე ცხოვრებისთვის (იცინის). ვგრძნობ, რომ ჩემი მოგებებით საზრდოობენ.
თაკო: მის მოგებას მივეჩვიეთ. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ არცერთი ეთერი არ ჩაგვიგდია მე და დედას. მბეზრდება კი არა, კვირიდან კვირამდე მოუთმენლად ველი. ძალიან უნდოდა მონაწილეობის მიღება „ყველაზე ძლიერში“ და რომ დაგვირეკა მოვიგეო, ვტიროდით.
ოთო: „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ უყურებენ ხოლმე და ჩართულები არიან, მაგრამ „ყველაზე ძლიერზე“ წასული ვიყავი ბაზაზე და არ იცოდნენ, რა ხდებოდა. ერთი ღამით რომ ჩამოვდიოდი, ხედავდნენ, მთელი სხეული დასერილი მქონდა. ნერვიულობდნენ და ცოტა ეფიქრებოდათ, მაგრამ ბოლომდე მგულშემატკივრობდნენ. ფინალი რომ მოვიგე და ამის სათქმელად დავურეკე, ისეთი ბედნიერების ცრემლები ჰქონდათ, რომ საოცარი ემოციებით დავიმუხტე. ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის, ბოლომდე მხარს მიჭერენ ყველაფერში.
თაკო: ცეკვებზე გულშემატკივრობის დროს გაპრანჭული რომ მივდივარ ხოლმე, ისეთი არაადეკვატური ვხდები, სცენიდან მიყურებს და ვგრძნობ, მეუბნება, გეყოფა, აღარ იყვიროო (იცინის). არაადამიანური ხმა ამომდის ხოლმე.
ოთო: მთელი დარბაზი ხომ ფეხზე დგას და ემოციებშია, მაგრამ სადაც არ უნდა იჯდეს, თაკოს ხმას აუცილებლად გაიგებ, ყველას გადაფარავს (იცინის).
თაკო: ყველაზე ხმამაღალი კივილი რომ გესმით ეკრანიდან, ის მე ვარ (იცინის). ოთოს პროექტებს რომ ეხება საქმე, უკონტროლო ვხდები. ყოველ ჯერზე ვპირდები საკუთარ თავს, რომ მოკრძალებულად მოვიქცევი, მაგრამ არ გამოდის და რაც შეიძლება, შორს ვჯდები, რომ არ გამოვჩნდე (იცინის).
ოთო: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოჯახისგან ასეთი მხარდაჭრა მაქვს. რომ არა ისინი, ამდენ პროექტს ვერ მოვიგებდი, ყველაზე დიდ ძალას მმატებენ.
თაკო: ადამიანი მოგებისთვისაა დაბადებული, მაგრამ ეს არაა მარტო გამართლების შედეგი. ძალიან დიდ ენერგიასა და შრომას დებს საქმეში და მერე შეიძლება, უმართლებს კიდეც. ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, არ ვიცი, რა დროს სძინავს. ვარჯიშობს, სწავლობს, სტუდია აქვს, როგორც მოცეკვავე, ვითარდება... ერთმანეთს გრანტებით ვეჯიბრებით ხოლმე (იცინის).
– არც შენ ჩამოუვარდები?
ოთო: არა, პირიქით. მე 70-პროცენტიანს ვიღებ ხოლმე, თაკო – 100-იანებს. ვეუბნები, სახელმწიფო მოღალატედ შეგრაცხავს, ბოლოს დაგბლოკავენ-მეთქი – ამის სწავლა-განათლებას აფინანსებს და აფინანსებს. ისეთ ქულებს იღებს, ძალიან მეამაყება. გამოცდიდან რომ გამოვდივართ, პირველი ერთმანეთს ვურეკავთ.
თაკო: ერთადერთი, რაშიც ვებრძვით ერთმანეთს, მაგრამ კარგი გაგებით, გამოცდებზე მიღებული ქულებია. წელს ორივე მაგისტრატურას ვამთავრებთ და გადავწყვიტეთ, დოქტურანტურაში ჩავაბაროთ. ორივე განვითარებაზე ვართ ორიენტირებული და სიტყვა, რომელიც ჩვენს ოჯახში არ გამოიყენება არის „არ შემიძლია“. ყველაფერს გავაკეთებთ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ამბიციურები ვართ, მაგრამ ჯანსაღად. მგონია, რომ ჩვენს შესაძლებლობებს სწორად ვაფასებთ და ჩვენი მიზანი ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაა.