კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ნუცა ზურაბიშვილი: ჩვენთან ხომ მენტალიტეტის პრობლემაა – ქალს რაც უნდა, ის არ უნდა გააკეთოს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ბოდიბილდინგში. მამაკაცების კატეგორიაში ჩემპიონი ლევან გობეჯიშვილი გახდა. ლევანი და მისი მეუღლე, ნუცა ზურაბიშვილი, წლებია, რაც სპორტის ამ სახეობით არიან დაკავებულები და ორივე მათგანი პროფესიონალი ბოდიბილდერია. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს საკუთარი პროფესია ჰქონდა, მიმართულება რადიკალურად შეცვალეს და ბოდიბილდინგის სამყაროში გადაინაცვლეს. მათ შესახებ უფრო დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ნუცა ზურაბიშვილი: ლევანი საკმაოდ დიდი ხანი ვარჯიშობდა, სკოლის ასაკიდან,  ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქსელური ტიპის დარბაზები არ იყო. ბავშვის გაჩენის შემდეგ შემომთავაზა, მეც დამეწყო ვარჯიში და დავთანხმდი. ვარჯიშის პროცესი ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე, უფრო მეტი გამეკეთებინა და პროფესიონალურ დონეზე შევუდექი მზადებას. ისე, განათლებით არქიტექტორი ვარ, დიზაინერად ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, ხოლო ლევანი მოქანდაკეა და ისიც თავისი საქმით იყო დაკავებული.  
  ლევან გობეჯიშვილი : ორივეს განსხვავებული პროფესია გვაქვს, მაგისტრებიც კი ვართ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სულ სხვა მიმართულებით წავედით (იცინის).
– ნუცა, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას, როცა გხედავთ?
ნუცა: იმდენად ჯანმრთელად ვგრძნობ ამ სხეულში თავს, იმდენად ბევრი პრობლემა მომიგვარა ვარჯიშმა და ისეთი თავდაჯერებული გამხადა, რომ მიუხედავად საზოგადოების ხშირი კრიტიკისა, მაინც ვთვლი, ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვიყო. თან, მთელი ოჯახი ასეთ აღნაგობაზე ვართ და ამიტომაც არ არის რთული ჩემთვის. ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავს იმით, რომ ქალი ასეთი ნაშრომია. გოგოსგან ნაკლებად ელოდებიან  სპორტში შრომას და მსგავსი კუნთები უკვირთ. ამერიკასა და ევროპაში ეს ჩვეულებრივი თემაა, მაგრამ ჩვენთან ვერ წარმოუდგენიათ და განცვიფრებული რჩებიან ხოლმე.  მერე მოდიან და გვეკითხებიან, ვინ ვართ, სად ვვარჯიშობთ, როგორ აღმოჩნდა ამხელა კუნთები ქალის სხეულზე (იცინის). ინტერესდებიან და ვარჯიშის სურვილიც უჩნდებათ, ზოგ ქალი გვეკითხება, თავადაც ხომ არ დაიკუნთება ასე, იმიტომ კი არა, რომ თავად არ სურთ, არამედ ოჯახის წევრების, მეუღლის, ნათესავების შეხედულებების გამო იკავებენ თავს. ჩვენთან ხომ მენტალიტეტის პრობლემაა – ქალს რაც უნდა, ის არ უნდა გააკეთოს. რადგან ჩვენ ოჯახი ვართ და ამ სტერეოტიპებს ვანგრევთ, მათი მეუღლეებისთვისაც მარტივად მისაღები ხდება „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელის ტანზე ცოტა მეტი კუნთი (იცინის). კაცებს თავიდან აქვთ ხოლმე გაუცხოების მომენტი, მერე, რომ ხვდებიან მკვრივი სხეული კარგია, თავადაც ერთვებიან ვარჯიშის პროცესში და ეს ყველაფერი გაცილებით სახალისო ხდება.  
– თქვენს წარმატებებზე მოგვიყევით. რა დრო დაგჭირდათ, ამ დონემდე რომ მისულიყავით?
– ბოდიფიტნესის კატეგორიაში საერთაშორისო ჩემპიონატის აბსოლუტური გამარჯვებული ვარ, გადმომეცა პროფესიონალური ბარათი და უკვე 2020 წლიდან პროფესიონალი სპორტსმენი ვარ, ხელი მაქვს მოწერილი ოფიციალურად პროლიგის სპორტსმენობაზე და ჩემს კარიერას პროფესიონალ ბოდიბილდინგში ვაგრძელებ. ზოგადად, ბოდიბილდინგში ორი ლიგა არსებობს, როცა იწყებ, ხარ მოყვარული ბოდიბილდერი. პროფესიონალურ ბოდიბილდინგში გადასვლას ყველა დონის ტიტულის მოგება სჭირდება აბსოლუტურის კატეგორიაში. პროფესიონალურ ბოდიბილდინგში უფრო ძლიერ კონკურსანტებთან ერთად გვიწევს შეჯიბრებებში მოანაწილეობის მიღება და ბევრი ამაზე არ თანხმდება – მუდმივად რჩებიან სამოყვარულო ლიგაში, რადგან მოგება იქ უფრო მარტივია. მე ვარჩიე, მეტ კონკურენციაში გადავსულიყავი, რადგან გაცილებით სხვა დონეა. ახლა ველოდები საზღვრების გახსნას. ჩემპიონატი მალტაშია დაგეგმილი და უნდა გავემგზავრო. შემდეგ, ძალიან მინდა „არნოლდ კლასიკის“ პროლიგაში მივიღო მონაწილეობა. ეს მაღალი დონის ტურნირია ბოდიბილდინგში. მოთხოვნა გაგზავნილი მაქვს და თუ მოწვევა მომივიდა, აუცილებლად წავალ პროფესიონალურ ლიგაში. წელს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კი გადმომეცა საპატიო პრიზი ქალების ბოდიბილდინგში შეტანილი წვლილისთვის.
ლევანი: მეც აქტიურად ვარ ჩართული კონკურსებში, პირველი გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე მქონდა, სადაც ფინალამდე ვერ მივედი, თუმცა ამან დიდი სტიმული მომცა და შემდეგ საერთაშორისო ჩემპიონატებზე მოვიპოვე წარმატებები.  საერთო ჯამში, ოთხჯერ ვარ საერთაშორისო ტურნირების ფინალისტი, საქართველოს 2018 წლის ვიცე-ჩემპიონი და ახლახან გავხდი საქართველოს ჩემპიონი.
– ნუცა, მოგწონთ, განსხვავებულები, რომ ხართ?
  ნუცა: კი, რასაკვირველია. იმისთვის, რომ განსხვავებულები იყვნენ ზოგი თმას იღებავს ფერადად, ზოგი ტატუს იკეთებს და ასე შემდეგ. ჩვენ ავირჩიეთ სხეულის განსხვავებული ფორმები, რაც სტერეოტიპების დანგრევის საუკეთესო საშუალებაა, საქართველოში კი ნამდვილად გვჭირდება სტერეოტიპების მსხვრევა.
– რა აკრძალვები გაქვთ და რამდენად რთულია ბოდიბილდერობა?
– ძალიან რთულია, რადგან ის სიამოვნება, რაც უმრავლესობას აქვს, ჩვენ გვეკრძალება. მაგალითად: ვერ ვიკვებებით ისე, როგორც გვინდა, ჩვენთვის არ შეიძლება ალკოჰოლი, კლუბური ცხოვრება, ღამისთევა და ასე შემდეგ. მივირთმევთ მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც ჯანსაღია. ჩვენთვის მთავარია ცილებით, უჯრედისებით და  ნელი ნახშირწყლებით გამდიდრებული საკვები. გვაქვს ძილის, კვების რეჟიმი. ეს რუტინა დიდ შრომას, ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა არ გვიჭირს, რადგან ეს ყველაფერი  ერთად გაცილებით სახალისოა. რთული იქნებოდა, ლევანი რომ სხვა სფეროში ყოფილიყო. ყველაფრის მიუხედავად, იმდენად მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, ხანდახან ვფიქრობ, უფრო ადრე უნდა დამეწყო ასეთი ცხოვრება.

скачать dle 11.3