კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 გოდერძი შარაშია: მეგობარმა მკითხა: 16 წელია, ერთი ცოლი გყავს?! მე კიდევ მისი მეხუთე ცოლი მიკვირს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: გოდერძი.
გვარი: შარაშია.
პროფესია: ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– მაღაზიაში ბევრი კანფეტი რომ იყიდებოდა, მეგონა, თუ გამყიდველი ვიქნებოდი, იაფად მივცემდი ხალხს.
–  მშობლების როლი...
– ძალიან დიდი როლი ითამაშეს. ნებისმიერ წიგნზე რომ ხელი მიმიწვდებოდა და თავისუფლად მქონდა ლიტერატურა, ეს დედას დამსახურებაა, რომელიც ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მამა ყველანაირ კომფორტს გვიქმნიდა და სოციალური პრობლემები არ გვქონია. უფრო ჰუმანიტარი რომ ვარ, ესეც ოჯახმა განსაზღვრა. მამა კარგად მღეროდა, ბებიაც და შემოქმედებითი ოჯახი გვქონდა. მახსოვს, ერთხელ ოჯახების ფესტივალი გაიმართა სიმღერაში, სადაც მეორე ადგილი დავიკავეთ.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– უკვე 24 წელია, ჟურნალისტიკაში ვარ. სტუდენტი ვიყავი, ჩემი მეგობარი მუშაობდა „პირველ არხზე“ და მითხრა, კონკურსი ტარდებაო. მეც მივედი. მამუკა არეშიძე იყო საინფორმაციოს დირექტორი და რამდენიმეჯერ რუსო შარაძეს გამაყოლა პრაქტიკაზე. ბოლოს მამუკამ მითხრა: იმიტომ კი არ გტოვებ, რომ ვარსკვლავებს წყვეტ, უბრალოდ, ყოველი შენი ნაწერი წინას ჯობიაო. ასე დავრჩი ტელევიზიაში.
– ადამიანში ვაფასებ...
– ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ადამიანში ვეძებ, არის წიგნიერება და განათლება. როცა ადამიანი განათლებულია, თავისთავად მოიაზრებს: კულტურას, ერთგულებას; იმას, რომ არ უნდა უღალატოს, არ უნდა მოკლას, მოიპაროს... მილიონი რამის ქურდობა შეიძლება, მაგალითად, მეგობრობის, როცა სხვაგან მიდიან და ამაზე შენ ნერვიულობ, რადგან ადამიანის დაკარგვა რთულია. განათლებული ადამიანი კი ამას არ გააკეთებს. ერთგულება და განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მგონია ადამიანში.
– წარმატებული არის ის...
– ვინც პროფესიონალია, იცის და დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს. პროფესიონალიზმი ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ურთიერთობები, რად გინდა პროფესინალი იყო და ადამიანი გძულდეს, ასე არ გამოვა.  მან უნდა იცოდეს შენიშვნის მიღება და მადლობის თქმა. თუმცა, ყველაზე მთავარი – ადამიანს თუ იუმორის გრძნობა არ აქვს, მაშინ არაფერს აქვს აზრი.
– მეშინია...
– გაუნათლებლობის, ყველაზე საშინელებაა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში რაც ხდება,  გაუნათლებლობის პრობლემაა. რასაც ჩვენ ყოველდღიურად პასუხებს ვცემთ, არასწორი ნააზრევია, რადგან არ შეიძლება, დილით რომ შემთხვევა მოხდება, საღამოს უკვე ზუსტი პასუხი გვქონდეს. ეს ზედაპირული დამოკიდებულებაა და საქართველოში ყველა პრობლემის მოგვარება, სწორედაც რომ, ზედაპირულად ხდება.
– მწამს...
– ღმერთის, სიყვარულის, ერთგულებისა და სიკეთის, თუმცა ბოროტების არსებობისაც მჯერა. მარტო ფუფალას კი არ სჯეროდა, როცა ამბობდა, რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზეო. ის ფუფალა მართალი იყო თავის დროზე.
– ბედისწერა...
– ზოგჯერ, აბსოლუტურად მოულოდლენად რომ გერგო რაღაც, მგონია, რომ ეს ბედისწერაა. მიიღე ის, რაც არ გიფიქრია და არც გეკუთვნოდა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდი – ეს ბედისწერაა  და მჯერა ამის. მეც ბევრჯერ მიმიღია ისეთი რამ, რაც არ დამიმსახურებია და არ მიშრომია. სულ მიფიქრია, რატომ გამიმართლა-მეთქი. ცხოვრებაში არასოდეს სხვისთვის ცუდი არ მისურვებია, არავისი შემშურებია. ცუდზე ფიქრით გონება არ დამიტვირთავს. როცა ბოროტებით ხარ დაკავებული, ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდება.
–  ვრისკავ..
– გააზრებულად. შეცდომას იმიტომ ვუშვებთ, რომ საქმის დასაწყისშივე არასწორად ვმოქმედებთ. როცა ცუდ შედეგს ვიღებთ, გამოდის, რომ რაღაც თავიდანვე სწორად არ დავგეგმეთ, ბოლოს კი იმედგაცრუებულები ვრჩებით. ამიტომ სულ ვამბობ: დასაწყისია და ახლა იფიქრე. რაღაცები გამირისკავს, თუმცა კარგად დაგეგმვის შემდეგ და შედეგიც სასურველი მიმიღია.
– ვერიდები...
– არ მოვხვდე ცუდ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი სულ ერთია, ყველაფერი მიღებულია და განვითარება არ არის. სუფრასთანაც კი მწყინდება, როცა რაღაც საინტერესო არ ხდება: ახალ სადღეგრძელოს ვერ მოვისმენ, საინტერესო ისტორიას ვერ მოყვებიან...
– სიყვარული...
– ადამი და ევადან მოყოლებული, რაც კი ადამიანი არსებობს, სიყვარულის განმარტების იმდენი ვერსიაა... ყველას თავისი შეგრძნებები და დამოკიდებულება აქვს და რაც ყველაზე გასაკვირია, ყველა მართალია. ჩემთვის სიყვარული ყველაფრის კომბინაციაა: ტკივლის, სიხარულის, ბედნიერების, ჩხუბის, მოთმენის, რწმენის... სადაც უფრო მეტია მოთმენა და ნაკლებია კივილ-წივილი, იქ უფრო დიდი ხანი ძლებს.
– დრო და სიყვარული...
– ადამიანებზეა დამოკიდებული, უნდათ თუ არა გაახანგრძლივონ. ოჯახის წევრი ცუდად რომ არის და ყველაფერს აკეთებ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, სიყვარულშიც ასე უნდა იბრძოლო. თუ ამ გრძნობაზე არ ფიქრობ, მაშინ შეიძლება, მალევე დაიშალოს ურთიერთობა. არ მესმის: ცოლი მყავს, ორი შვილი და ვიღაც სხვა გოგო შემიყვარდასი; ახლა ამას გავშორდები, მერე იმას მოვიყვან... შეიძლება, მე საბჭოთა მენტალობა მაქვს და ვერ ვიგებ მსგავს დამოკიდებულებას. როცა ოჯახი ინგრევა, ვიღაც არ თმობს, მაშინ ხან ვის გაეკიდები და ხან ვის, ოღონდ ცხოველური ინსტინქტების გამოხატულებას არ ვგულისხმობ. რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა: 16 წელია, ერთი ცოლი გყავსო. მე კიდევ მისი მეხუთე ცოლი მიკვირს. 20 წელია, მე
და ჩემი მეუღლე ერთად ვართ და ჩვენს შემთხვევაში არაფერი გამქრალა, პირიქით.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– თავიდანვე დავივიწყე და აღარ მახსოვს. ერთხელ მოვუყევი ჩემს ცოლს ეს ისტორია და დავპრიდი, მასზე აღარასდროს ვისაუბრებდი, რადგან უინტერესოა. სასაცილოა, ძველ სიყვარულებს რომ მისტირიან ხოლმე.
– იდეალური ქალი არის...
– ვისაც აქვს საკუთარი პროფესია, სამსახური. ქალი აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებაში და ჰქონდეს დამოუკიდებლობა. ქალი თანაფარდობას უნდა გრძნობდეს მამაკაცთან, მან უნდა იცოდეს, რა არის დედობა, ცოლობა. უნდა იცოდეს ქმრის მოვლა და ანალოგიურად, ქმარმა – ცოლის. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდის მას იდეალურს. ქალი უნდა იყოს ქალი, ანუ ბიოლოგიურად ქალად უნდა გრძნობდეს თავს. დანარჩენი არის ის, რასაც ცხოვრება აძლევს: პროფესია, სამსახური, განათლება. მგონი, ჩემს ცოლზე გამომივიდა საუბარი...
– ის, რაც უპატიებელია...
– ღალატი. ძალიან ცუდია, როცა ენდობი, გახსნილი ხარ, მისიანი გგონია თავი და უცებ გიღალატებს.
– სამაგიეროს გადახდა...
– არ შემიძლია. რამდენჯერ მიფიქრია, მოდი, ახლა ამას გავცემ პასუხს, მაგრამ ვერა. ერთი-ორი დიდი ტკივილი მახსოვს, თუმცა საპასუხოდ არაფერი გამიკეთებია. იმ ადამიანმა სამაგიერო ცხოვრებისგან მიიღო. რა მდგომარეობაშიც მე ჩამაგდო, ზუსტად იგივეში აღმოჩნდა თავად. მასთან ამ თემაზე  არასოდეს მისაუბრია და   არ მიკითხავს: კარგი ყოფილა? „მაზოლზე ფეხი“ არ დამიჭერია, რადგან მეცოდება.
– ვეჭვიანობ...
– არა, ეგ დაავადება მგონია და არ მინდა, მჭირდეს.
– მაკომპლექსებს...
– უხერხულობას მიქმნის, როცა ქუჩაში ჩემს ზურგს უკან მესმის: აი, ეს გოდერძია და რაღაც მსგავსი ჩაჩურჩულებები. ქების მერიდება.
– ვიტყუები...
– ტყუილი არ მიყვარს, მაგრამ ანგელოზი არ ვარ და ფრთებიც არ ამომდის. ორი ადამიანი თუ ნაჩხუბარია და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, შემიძლია, მოვიტყუო, რომ ერთმანეთზე კარგს ამბობენ.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს, ეს არის ღირსების ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი. ბოდიში, ცრემლი, პატიების თხოვნა კარგი ნიშან-თვისებებია ადამიანში.
– თავისუფლება...
– განათლებაშია. ის, რომ ადამიანების რაღაც ნაწილი ათას სისულელეს ჩადის:  პირსინგს იკეთებს, ტატუს იხატავს და ასე შემდეგ, ეს თავისუფლების გამოხატულება კი არა, პირიქით, კომპლექსების დიდი კასკადი მგონია. როცა ცოდნა გაქვს, ვერავინ გერევა, როცა ვერ გერევიან, უძლეველი ხარ, უძლეველობა კი თავისუფლებაა.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ბებიამ მითხრა: რაც უფრო მეტს მოითმენ, მით უფრო ბედნიერი იქნები, ოღონდ თავმოყვარეობას ნუ დაკარგავო. სხვათა შორის, ძალიან მომთმენი ვარ ყველაფერში, მათ შორის: პრობლემებში, სიხარულში, ბედნიერებაში და ტკივილშიც კი. ზომა-წონის დაცვა თუ იცის ადამიანმა, უფრო მარტივად ცხოვრობს. თუ მომეჩვენება, რომ ბრედ პიტს ვგავარ, მაშინ ანჯელინა ჯოლი მომინდება, როცა აცდენაა საკუთარ თავსა და რეალობას შორის, ეს ქმნის პრობლემებს.



скачать dle 11.3