კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რეპერი მასტერი და ირაკლი ფირცხალავა ბათუმში მარწყვივით გოგონებს უმღერიან

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  რეპერი მასტერის თითქმის ყველა სიმღერა გამოსვლისთანავე გაჰიტდა. მართალია, ამის გამო ღამეების თენება უწევს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის სიტყვები, რასაც მას უცნობი ადამიანები ეუბნებიან, ამად ღირს. ახლაც, ის ბათუმში, კონცერტზე იყო მიწვეული, სადაც მისი და მომღერალ ირაკლი ფირცხალავას ახალი დუეტის პრემიერა შედგა. და, როგორც რეპერმა გაგვანდო, მისი მეგობარი, რომელიც რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავია, საქართველოში, კერძოდ ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად.
  მასტერი: ზაფხული არ არის ჩემი ფავორიტი სეზონი, რადგან მზესთან არ ვმეგობრობ. ჩემთვის ყველაზე კარგი დღეა, როცა ვიღვიძებ და რუხი ფერის, მოღრუბლული ამინდი მხვდება. ამ დროს მაგარ ენერგიაზე ვგრძნობ თავს. ბევრს უკვრის, მაგრამ, მართლა არ ვარ მზის ადამიანი და ბათუმშიც, სადაც ამ ზაფხულს ხშირად მიწევს ჩასვლა კონცერტებზე, როცა არასაზღვაო ამინდია, უფრო კარგად ვგრძნობ თავს. არ მახსოვს, ბოლო პერიოდში მეთქვას: აბა, წავედი მე დასასვენებლად ათი დღით! ჩემი მოგზაურობები უფრო დაუგეგმავად ხდება, დასვენებისთვის დრო არ მრჩება. ეს ზაფხულიც ასე ენერგიულად გავატარე, სულ გზაში.
ახლახან ბათუმში მომღერალი ირაკლი ფირცხალავაც ჩამოვიდა და უკვე მის გვერდით სცენაზე დგომაც მოასწარი.
– ირაკლი საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებლად. ეს – ჩემგან ექსკლუზივი (იცინის). მეც არ მჯეროდა, რომ მითხრა, მაგრამ ასეა – ბარსელონაში იყო ბოლო პერიოდი და ახლა, ბათუმში აპირებს დაბინავებას, შვილებთან ერთად. ირაკლი იდეალური მამაა, ნამდვილი მამობის მაგალითი. ვეუბნები: თბილისში წამოდი, ბათუმი ზაფხულშია კარგი, თორემ ზამთარში „გარეკავ“-მეთქი, მაგრამ არ უნდა. არ მჯეროდა, მაგრამ გამიხარდა, რომ ახლოს იქნება. უკვე ჩავწერეთ დუეტი და პრემიერაც შედგა. სიმღერას „მარწყვი“ ჰქვია. მარწყვივით გოგონებს ვუმღერით და ვამბობთ – „როგორ გიყვარს მარწყვი, როცა თავად მარწყვი ხარ“... (იცინის). სიმღერის ავტორი მე ვარ და ეს ჩვენი მეოთხე დუეტია. გარდა იმისა, რომ ირაკლი ჩემი ახლო მეგობარია, მასთან მუსიკალური მეგობრობაც გვაკავშირებს. ირაკლის საღამოზე ბათუმში მიწვეული სტუმარი გახლდით და ძალიან მაგარი დრო გავატარეთ.
– როგორ გგონია, ეს სიმღერაც ისეთივე ჰიტი გახდება, როგორიც შენი და ნათია დუმბაძის დუეტი?
– ჩემი შემოქმედება დღიურებივითაა. ყველა სიმღერაში, ყოველდღიურ ინფორმაციას ვდებ და ამიტომ ვწერ ამდენ სიმღერას ასე სწრაფად. ამ წელს ეს უკვე მეოცე სიმღერაა, რაც გამოვუშვი. როცა სიმღერას ვწერ, არ ვფიქრობ იმაზე, რომ ჰიტად იქცეს და ყველგან ტრიალებდეს... არ ვიცი, სადამდე წავა ეს სიმღერაც, მაგრამ მე გაჩერებას არ ვაპირებ.
– თქვი, ეს მეოცე სიმღერააო. პარალელურად, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყე. როგორ ახერხებ ყველაფრისთვის ენერგიის გადანაწილებას?
– დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ოცდაოთხი საათი მუსიკას ვუთმობ, ბურგერ-რესტორანიც გავხსენი. ეს ოცნებაც ავიხდინე. არსებობს საქმის სიყვარული და საქმის მოტივაცია. ჩემი მოტივაციაა, როცა მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ. ამიტომ, არ მენანება, მაქსიმალურად ვხარჯო ენერგია, რომ შედეგით კმაყოფილი ვიყო. ამას წინათ ორმა „მასტმა“ გამაჩერა და მითხრა: მასტერ, გენაცვალე, გისმენთო. ამაზე დიდი სტიმული რა უნდა იყოს შემოქმედი ადამიანსთვის? ამ მოტივაციას რომ ვგრძნობ, ენერგიაც თავისთავად მოდის, თან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ახალი სიმღერა რომ არ გამოვუშვა, ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ახლაც, ახალ, სოლო კლიპზე ვმუშაობ, რომელიც ლათინო სტილშია და ჰქვია „მარია“. სხვათა შორის, ვფიქრობ, ეს კლიპიც ძალიან შორს უნდა წავიდეს. რაც შეეხება ბიზნესს, ბურგერები ამერიკულია, ჰიპ-ჰოპთან ახლოს დგას. ძალიან მიყვარს და სულ ვფიქრობდი, ჩემი საკვები ობიექტი მქონოდა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ დონის მექნებოდა. დავძმაკაცდი „მასტერშეფის“ ფინალისტ გაგა ვარდანიძესთან და მითხრა: ბურგერ-რესტორანი ხომ არ გაგვეკეთებინაო. მეც ვუთხარი: მთელი ცხოვრება მაგაზე ვოცნებობ-მეთქი. ასე მეგობრულად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ახლა პარტნიორულ თანამშრომლობაში გადავიდა. ახლახან გავიხსენით და იმედია, აქაც გაამართლებს ჩემი გათვლა. ხარჯებიც გავინაწილეთ ბიზნესში და რისკებზეც ვიფიქრეთ, მაგრამ არ ვნერვიულობდი, რადგან იმდენად მომწონს გაგას მომზადებული ბურგერი, ვიცოდი, ეს საქმე გაამართლებდა. ყველაფერს აქვს რისკი, „მუღამი“ და აზარტი, მაგრამ ბიზნესში „ამოვიქოქეთ“ და წარმატება გარდაუვალია.
– ზოგადად, რისკიანი ადამიანი ხარ?
– რომ გითხრათ, რისკიანი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. უფრო სტაბილურობას „ვაწვები“. თუმცა, ეს – ბიზნესში. მუსიკაში კი უფრო ვრისკავ და მიყვარს ექსპერიმენტები. შამპანურის დალევა თუ გვიყვარს, შესაბამისად, უნდა გავრისკოთ, თუმცა ბიზნესს არ უყვარს გაუაზრებელი რისკები. მიწის სტიქია ვარ, „თხის რქა“ და მიყვარს წინასწარი გათვლები, მიზანდასახული ვარ. სხვათა შორის, ეს არ არის ჩემი პირველი ბიზნესი, პარალელურად, ერთი წელია, ბიძაშვილთან ერთად, მანქანების „თემაში“, მათ ყიდვა-გაყიდვაშიც ვარ ჩართული.
– ორი ბიზნესი, გაჰიტებული სიმღერები, კლიპები, კონცერტები... ამ ყველაერს რომ „ალაგებ“, პირადისთვის როგორღა იცლი?
– ყველაფერს „ვალაგებ“ (იცინის). ისეთი პროდაქშენი მიდგას გვერდით, ერთი-ორი შეხვედრა და უკვე კლიპის გადაღებას ვიწყებთ. ბენდის ბიჭებიც არაჩვეულებრივები არიან. ასე რომ, წარმატებისთვის აუცილებელია ასეთი ადამიანების გვერდით დგომა. სულ ვამბობ: დროს ისე ვუსწრებ, დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი არ მყოფნის-მეთქი. ერთადერთი, რაშიც მოვიკოჭლებ, ძილია. არც კი ვიცი, როდის მძინავს. იმდენი ღამე გავათენე, ვეღარც ვითვლი. რაც შეეხება პირადი ცხოვრების მოწყობას, აბა, მკითხეთ, ვიწყობ? (იცინის)  გოგონები მწერენ, მეც ვწერ, მაგრამ სერიოზული – ვერაფერი. ალბათ, სადღაც უნდა იპოვო ის შენი ადამიანი და ეს ასე მარტივად არ ხდება. რაც დრო გადის, იმდენი კრიტერიუმი გიყალიბდება, მერე გაფილტვრაც გიჭირს.
– რა კრიტერიუმზე საუბრობ?
– შენი ადამიანი ენერგეტიკულად უნდა იგრძნო. გაფილტვრაში კი იმას ვგულისხმობ, რომ ფილტრაციას მაინც გადის ის ადამიანი, ვინც შენ დაგიახლოვდება. ასე რომ, გოგონას სანამ შევიყვარებ, უნდა გაიაროს ფილტრაცია და ენერგეტიკულადაც ჩემი უნდა იყოს. თუმცა, ჩემი ყველაზე დიდი დრო მაინც რესტორანს, სიმღერებსა და კლიპებს მიაქვს, პირადისთვის ჯერ ვერ მოვიცალე.

скачать dle 11.3