კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ბარბარა სამხარაძე: სულ ვამბობდი, რომ 13 წლამდე ვიქნებოდი საყვარელი, 20 წლამდე – ლამაზი და 25 წლის შემდეგ – სექსუალური

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  წელს ყველასთვის საყვარელი მომღერალი, ბარბარა სამხარაძე სტუდენტი გახდა. ამბობს, რომ მიკროფონის ჭერა კარგად გამოსდის და ამიტომ, არც ჟურნალისტობა გაუჭირდება. ზოგადად, თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ მასში სხვადასხვა ნიჭი „იღვიძებს“ და ცდილობს, ყველა მისი ნაბიჯი წარმატებისკენ იყოს მიმართული.
  ბარბარა სამხარაძე: იღბლიან ადამიანად გავჩნდი ამ ქვეყანაზე. დაბადების წუთიდან, იღბალი თან დამყვა. ჩემთვის სულ სხვა სახელი უნდა დაერქმიათ და დედა ამბობს: ყურში ჩამესმა – ბარბარა, ბარბარაო და  ეს სახელი დამარქვეს. მაშინ კახეთში სულ სამი ბარბარა ვიყავით: ორი – ასაკოვანი და ერთი – მე. 19 წლის წინ, ისტორია რომ გამიხსნეს, რაიონში ყველას უკვირდა – ასეთი სახელით არავინ გვყავსო. მამაჩემი კი გაგიჟებულა: როგორ მოვეფერო ბავშვსო, მაგრამ დედამ იძალადა, რაღას იზამდა (იცინის). ასე რომ, ჩემი სახელის დარქმევაში, რაღაც ძალაა ჩარეული. ზოგადად, ჩემი ცხოვრების განმკარგველი ბავშვობიდან მე თავად ვარ. სულ ვამბობ, სანამ იმას გადავწყვეტდეთ, ვის რა უხდება და რაა კარგი, შევიყვაროთ საკუთარი თავი. ჰოდა, დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, ჩემი თავი შემყვარებოდა. არა, ისე არა, როგორც ნარცისს, უბრალოდ, ჩემი ცხოვრება სხვებისაზე წინ დამეყენებინა და უბრალოდ, არსებულით ვყოფილიყავი ბედნიერი, მებრძოლა მეტისთვის და ვყოფილიყავი რეალისტი. ამის შემდეგ მივხვდი, ეს რა მაგარი რამე გავაკეთე.  და ყველას ვურჩევ: თქვენც სცადეთ! მინდა, ჩემი შესაძლებლობები სხვისი დახმარების გარეშე წარმოვაჩინო და ამით მივაღწიო წარმატებას. კიდევ ბევრი რამ ვერ აღმოვაჩინე ჩემს ძალებში ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალს ვიგებ და სულ ძიებაში ვარ. ზოგადად, ძლიერი ვჩანვარ და მიზანმიმართული, მაგრამ ვიცი ჰარი-ჰარალოზე რაღაცის თქმა და ისე ვითარდება მოვლენები, მიხდება. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიტყვები ამიხდება და მართლა ხდება. თავად სამყარო მიწყობს სიურპრიზებს. ყველა შრომობს თავისი მიზნისთვის, მაგრამ მე შედარებით იოლად ვაღწევ წარმატებას, ესეც იღბლის ბრალია. ნებისმიერ კონკურსზე ჩემზე კარგი მონაწილეებიც იყვნენ, მაგრამ მე ვიმარჯვებდი, ახლაც, არც კი მივლია რეპეტიტორებთან, ისე გავხდი სტუდენტი. რისკიანი არ ვარ, თუ არ ვიცი, რომ საძირკველი მყარია, ისე  ნაბიჯს არ გადავდგამ და იმ საფეხურზე არ დავდგამ ფეხს.
– გილოცავ სტუდენტობას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას!
– გმადლობთ. სხვათა შორის, კოლეჯის მერე ფსიქოლოგიაზე მინდოდა ჩაბარება და ბოლო წამს გადავწყვიტე ჟურნალისტობა. თან ვხუმრობ: კონტაქტურიც ვარ, მიკროფონის ჭერაც კარგად გამომდის და ჟურნალისტიკა – ეს პროფესია ზუსტად ჩემზეა მორგებული-მეთქი (იცინის). ჩემით მოვემზადე და ჩავაბარე. ემოციებს ვერ ვთოკავ და როცა ხასიათზე ვარ, მაშინ ვკითხულობ ან ვემზადები. არ მომიკლია თავი მეცადინეობით. მქონდა იმის ბაზა, რომ თავაწეული გავსულიყავი გამოცდაზე და არც „გადაგიჟებული“ მიმეცადინია. ბოლო წამამდე ვფიქრობდი, ვიყავი თუ არა მზად ცხოვრების ახალ  ეტაპზე გადასასვლელად და გადავედი (იცინის). ამაშიც წარმატეული და იღბლიანი აღმოვჩნდი. ახლა ჩემთვის ახალი გამოწვევების პერიოდი დაიწყო. სოფელში რომ ვცხოვრობდი, სულ მეგობრების დანაკლისი მქონდა და მეშინოდა, თბილისში რომ ჩავალ, რა მეშველება-მეთქი. იმდენად უსწრებდა ჩემი გონება ჩემს ასაკს, დედამ ფსიქიატრთანაც კი წამიყვანა (იცინის). ვერ ვკმაყოფილდებოდი იმ ინფორმაციით, რასაც ვიღებდი, უფრო და უფრო მეტი მინდოდა, მცოდნოდა.
– ანუ, მომღერალი ჟურნალისტი იქნები. როგორ წარმოგიდგენია შენი თავი მიკროფონით ხელში დიდ სცენაზე და მიკროფონით ხელში ცხელ წერტილში?
– (იცინის) არ ვიცი, რა მოხდება, რა შეიცვლება, თუმცა, ვიცი, რომ მიკროფონით ხელში სცენაზეც და ჟურნალისტიკაშიც ხალხისთვის ვიქნები. ისიც არ მეგონა, რომ ხატვის ნიჭი მქონდა, მაგრამ ვიყიდე საღებავები და აღმოჩნდა, რომ კარგად ვხატავ. წიგნის წერაც დავიწყე და თავად მომწონს, როცა ჩემი აზრები ფურცელზე გადამაქვს. რომ ამბობენ, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და წლების მატებასთან ერთად რა „გამოყოფს“ თავს კაცმა არ იცისო, ეგ დამემართა (იცინის). ვხუმრობ ხოლმე: ეტყობა, ჩემს წინაპარს ტყემალი არ უჭამია, ჯერ რომ არ მომკვეთა კბილები-მეთქი (იცინის).
– გავიგე, ერთ-ერთ რესტორანშიც მღერი...
– არა, მუშაობა არ დამიწყია, უბრალოდ, ბაღდადის ერთ-ერთ რესტორანში მქონდა კონცერტი. ვერ ვბედავ ბარში ან რესტორანში სიმღერას, არ მინდა, ერთ ადგილას გავიყინო. იქიდან უნდა წახვიდე დიდ სცენაზე, კონკურსებზე, მე კი ეს გზა უკვე გავიარე და უკან დაბრუნება აღარ მინდა. მე კონკურსიდან დიდი ნაბიჯებით, პირდაპირ დიდ სცენაზე მოვხვდი და იმ ადგილს ვერ დავუბრუნდები, საიდანაც უნდა დამეწყო. სიმღერას სწავლა მირჩევნია და ყოველდღიურად შევისწავლი რაღაცებს. სულ იმის ძიებაში ვარ, რაღაც ახალი ვიპოვო, სხვებს დავეხმარო, ჩემთვის ესაა პრიორიტეტი. ოცნებად მაქვს, ავაშენო ორი დიდი კორპუსი და გავაკეთო მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი.
– პანდემიის პერიოდში ყველა უჩიოდა წონაში მომატებას. შენ კი, რომ გიყურებ, აშკარად ბევრი ზედმეტი კილოგრამი გაქვს დაკლებული. როგორ მოახერხე ეს?
– სხვათა შორის, ყველა მეუბნება, როგორ ძალიან გამხდარხარ, როგორ ჩამოთხელებულხარ სიგანეში, როგორ დაიკელიო (იცინის). არადა, სასწაულია, წონაში არ ვარ დაკლებული, უბრალოდ, სიმაღლეში წავედი და ფორმები შემეცვალა. დიეტაზეც არ ვმჯდარვარ. როცა ვშიმშილობ, ჰემოგლობინი მივარდება,  კანკალი და თავბრუსხვევა მეწყება და ამის გამო კვების რეჟიმის შეცვლა არ შემიძლია. სულ ვამბობდი, რომ 13 წლამდე ვიქნებოდი საყვარელი, 20 წლამდე ლამაზი და 25 წლის შემდეგ სექსუალური. ახლა მოდის ჩემი დაბადების დღე, 20 წლის ვხდები და თავისთავად მისრულდება ეს ოცნება (იცინის). ის საყვარელი პერიოდი გავიარე, სილამაზის პერიოდიც სრულდება და უკვე სექსუალურ პერიოდში გადავდივარ (იცინის).

скачать dle 11.3