კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 დალი გაბიძაშვილი – აღიარებული მეან-გინეკოლოგი ახალი სიცოცხლის სამსახურში

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  ცნობილი და წარმატებული მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი დალი გაბიძაშვილი საკუთარი საქმის განუსაზღვრელმა სიყვარულმა, თითოეულ პაციენტზე განსაკუთრებულმა ზრუნვამ და მუდმივმა შრომამ კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის ჩამოაყალიბა ღირსეულ, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალად და პაციენტების საყვარელ ექიმად. ქალბატონ დალისთან ინტერვიუზე მისულებს მის კაბინეტთან პაციენტების უწყვეტი რიგი დაგვხვდა, თუმცა, დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს, დაღლილმა ჩვენი მკითხველისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მისაწოდებლადაც გამონახა რამდენიმე წუთი.
  დალი გაბიძაშვილი: სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში გავიარე კლინიკური ორდინატურა და იქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ექიმად.   მუშაობის დაწყებიდან ერთ წელში პასუხისმგებელი ექიმი გავხდი, რაც ყველას  უკვირდა. ასევე, მალე გავხდი განყოფილების გამგე. 17 წელი ვმოღვაწეობდი მოსკოვში,  მოგვიანებით კი, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოში დავბრუნდი.
– თქვენი სახელი მეოთხე სამშობიარო სახლის განვითარებასა და წარმატებას უკავშირდება
– საქართველოში დაბრუნებულმა მალევე დავიწყე მუშაობა მაშინდელ მეოთხე სამშობიარო სახლში, ვიყავი ორსულთა პათოლოგიების განყოფილების გამგე, შემდეგ  დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში და  ბოლოს – დირექტორი. 15 წელი ვიმუშავე იქ. ერთი საბეჭდი მანქანითა და ერთი მდივნით ჩავიბარე სამშობიარო სახლი. თავი არ დავზოგე, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია, გული და სული ჩავდე და მართლაც ერთ-ერთი პირველი სამშობიარო სახლი გახდა საქართველოში.  როდესაც კლინიკა ფეხზე დავაყენე, მერე ბევრს მოუნდა ჩემი პოზიციის დაკავება. ბევრი უასიამოვნო დღე გამოვიარე, მაგრამ საბოლოოდ დავტოვე დაკავებული პოზიცია და წამოვედი.  იქიდან წამოსვლის შემდეგ ბევრმა სამშობიარო სახლმა შემომთავაზა მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. მქონდა შემოთავაზებები დირექტორის პოზიციაზეც, რაზეც უარი ვთქვი, რადგან ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ამჟამად სამშობიარო სახლ „ჰერაში“ ვმუშაობ.
– პაციენტებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევით, როგორ ახერხებთ ყველასთან თანაბრად მზრუნველი და ყურადღებიანი იყოთ?
– პაციენტს უნდა სწამდეს ექიმის, ყოველთვის ვეუბნები, თუ ჩემი არ გჯერა, ჯობს სხვაგან წახვიდე. თოთოეულ პაციენტს საკუთარი შვილივით ვიღებ და ვცდილობ, ყურადღება არ დავაკლო. ზოგადად, ემოციური ვარ და ყველას  მდგომარეობა გულთან ახლოს მიმაქვს.
– ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა უშვილობის პრობლემა წყვილებში, რას შეიძლება, დავუკავშიროთ ეს?
– მაღალი რადიაცია, სტრესი, არაჯანსაღი, კონსერვანტებით გაჯერებული პროდუქტი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, უნაყოფობას ხელოვნური კვებაც იწვევს. ადრე უშვილობას, ძირითადად, ქალებს მიაწერდნენ ხოლმე, მაგრამ დღეის მდგომარეობით კაცებში უფრო მეტი პრობლემაა.
– ათასობით პაციენტი მიგიღიათ, ყველაზე რთული შემთხვევები თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ?
– უამრავი რთული შემთხვევა მქონია. ერთხელ, მახსოვს, არ ველოდი და აღმოჩნდა მუცლის ღრუს ორსულობა, დაახლოებით 7-8 თვის ორსული იყო, ნაყოფი საშვილოსნოს ნაცვლად  მუცლის ღრუში აღმოჩნდა, პლაცენტა ნაწლავებზე იყო მიხორცებული და წარმატებით შევინარჩუნეთ დედაც და ნაყოფიც. ეს ჩემს ცხოვრებაში ურთულესი შემთხვევა იყო. იყო ასეთი შემთხვევაც: ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც ორსულობაში ჩემთან არ უვლია, სამშობიაროდ მოვიდა, ერთ ბავშვს ელოდა და მშობიარობის დღეს აღმოჩნდა, რომ ტყუპები ჰყავდა. ეს იყო საოცრება.  დღეს გაცილებით ბევრი პათოლოგია გვხვდება ორსულებში, ვიდრე წლების წინ. ამიტომ, აუცილებელია, დიდი ყურადღება მიექცეს ორსულის სწორად მართვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მშობიარობისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
– თუ შეიძლება, ოჯახი წარმოგვიდგინეთ.
– მეუღლე – როდამ სვინტრაძე ქირურგია, ისიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი რომ არ ყოფილიყო, ალბათ,  ვერ ამიტანდა, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ვიყავი, ხშირად 5-6 დღე ვერ გამოვდიოდი სამშობიაროდან. ერთი ქალიშვილი მყავს, რომელმაც ექიმობა არ ისურვა და მეც არ შევუწყვე ხელი, ორი შვილიშვილი გვყავს.
– სამაგალითო, წარმატებული და აღიარებული ექიმი ხართ,  რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში?
– ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, იმისთვის, რომ  კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
– რას უსურვებდით თქვენს პაციენტებს?
– ჩემს პაციენტებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ჯანმრთელ შვილებს. ხშირად ვამბობ – ღმერთის წყალობით, ჩემს ხელში აყვანილი ყველა ბავშვი ჭკვიანი და ლამაზია-მეთქი. მინდა, ყველა ქალს ჯანმრთელი და ბედნიერი შვილები ჰყავდეს.
P.S. თუ ერთხელ მოხვდით დალი გაბიძაშვილთან, მისი პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული გულისხმიერება ისე მოგხიბლავთ და თავს მეგობრულ არასამედიცინო გარემოში გაგრძნობინებთ, რომ ყოველ შემდეგ ჯერზე აუცილებლად ისევ ქალბატონ დალიზე გააკეთებთ არჩევანს, ამას მისი მრავალრიცხოვანი პაციენტები ადასტურებენ, რომელთა ყველა მშობიარობას დალი ექიმი იღებს.


скачать dle 11.3