№34 როგორ იხსნა დახრჩობისგან პატარა ბიჭი საგადასახადოს ინსპექტორმა ქალმა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ზუგდიდის რაიკომის მდივანი ოთარ (სპილო) ჭითანავა ასეთ ისტორიას იხსენებს: „სამტრედიიდან აბაშაში მივდიოდი. მანქანა გამიფუჭდა. წითელ „იკარუსში“ გადავჯექი და გზა ამგვარად გავაგრძელე. უკანა სავარძლებზე მამა და მისი 12 წლის ვაჟი ისხდნენ, რომელმაც ოცკაპიკიანი გადაყლაპა და იხრჩობოდა. ატყდა ერთი წივილ-კივილი. უცებ, ერთ-ერთი სავარძლიდან ახალგაზრდა, ლამაზი ქალი წამოხტა, ბავშვთან მივარდა, შარვალი ჩახადა და ბოდიში ამ სიტყვისთვის, ყვერებზე ხელი მოუჭირა. ბავშვმა სიმწრისგან ამოიხვნეშა და ფული ამოაგდო. ერთი სიტყვით – გადარჩა. ამ ქალს მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, ალბათ, ექიმი ხართ-მეთქი. მან კი მიპასუხა, – არა, ბატონო, ფოთის საგადასახადოში ვმუშაობო...“