კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხანდაზმულ ასაკშიც ნამდვილი მამაკაცი იყოთ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ტესტოსტერონი მამაკაცის სხეულისა და ხასიათის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ჰორმონია. ამ ჰორმონს ჰორმონთა მეფეს უწოდებენ.
  თუკი მანქანას ბენზინი და ზეთი არ აქვს, ის ადგილიდან ვერ დაიძვრება. ადამიანისთვის კი, სწორედ, ტესტოსტერონია ბენზინიცა და ზეთიც. როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ორგანიზმში და ეს ჰორმონი ფუნდამენტის ფუნქციას ასრულებს, რაზედაც შემდგომ ხორციელდება ადამიანის განვითარება.
  ტესტოსტერონი არის ის ჰორმონი, რომელიც მამაკაცისგან მამაკაცს აყალიბებს. ამ ჰორმიონს 300-ზე მეტ ბიოლოგიურ ფუნქციას მიაწერენ. მთავარი ფუნქციებია პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება, აგრეთვე, მამაკაცური სხეულის ფორმირება.
  ჰორმონ ტესტოსტერონს არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს. უფრო ხშირად ის აგრესიასთან, ბრძოლასთან და სექსთან ასოცირდება.
  ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც იყო იმის გამოვლენა, ზემოქმედებს თუ არა მამაკაცური ჰორმონი (ტესტოსტერონი) ქალებზე. საექსპერიმენტოდ მიწვეული იქნა ხუთი მამაკაცი და ხუთი ქალი. შეარჩიეს განსხვავებული გარეგნობის, განსხვავებული სოციალური სტატუსისა და განათლების მამაკაცები და რაც მთავარია, მათ ტესტოსტერონის განსხვავებული შემადგენლობა ჰქონდათ. ექსპერიმენტის მიხედვით, ქალებს ბრმად (ისინი თვალებახვეული იყვნენ) უნდა ამოერჩიათ სასურველი მამაკაცი. ისინი ამ არჩევანს ყნოსვით ახორციელებდნენ, ანუ – ყნოსავდნენ მამაკაცებს. ნიშანდობლივია, რომ უმეტესობამ ბრმად ის მამაკაცი აირჩია, ვისაც სხეულში ყველაზე მეტი ტესტოსტერონი ჰქონდა,  ანუ, ასე ვთქვათ, მეტი მამაკაცობის მქონე. თუმცა, შემდგომ, ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე, ქალებმა ფსიქოლოგის თანდასწრებით შეარჩიეს მათთვის სასურველი პარტნიორი. საქმეში ჩაერთო თვალები, მეტყველება, ანუ განხორციელდა ურთიერთობა და ყველაზე მეტი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცმა პირველობა დაკარგა. ანუ, გაკეთდა დასკვნა, რომ პარტნიორები ერთმანეთს (უფრო ქალი – კაცს) მხოლოდ მოჭარბებული მამაკაცური ჰორმონის გამო არ ირჩევს და ორიენტირებულია ხანგრძლივ ურთიერთობებზე. ასეთი ურთიერთობები კი არა მარტო სექსს, სხვა ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს და უმეტეს შემთხვევაში მთავარი მამაკაცური ჰორმონი – ტესტოსტერონი გადამწყვეტი ფაქტორი არაა.
  მოდი, გავარკვიოთ, რატომ მიიჩნევა ტესტოსტერონი მთავარ მამაკაცურ ჰორმონად. ამისთვის კი უნდა დავუბრუნდეთ სიცოცხლის საწყისს, ანუ ჩასახვას.
ჰორმონების სეკრეცია ფეხმძიმობის მეშვიდე კვირაზე იწყება. ტესტოსტერონის წყალობით კი სქესების დიფერენციაცია, გამიჯვნა ხორციელდება. ჩასახვის შემდგომ ჩანასახი ქალურად (ქალის ტიპად) ვითარდება. ფეხმძიმობის მეშვიდე კვირაზე მამაკაცის XY ქრომოსომებით აღჭურვილი ემბრიონი განვითარების დამოუკიდებელ გზას ადგება, იმას, რომელზეც მას ტესტოსტერონი მიუთითებს. ფეხმძიმობის მეორე თვეზე პლაცენტა გამოიმუშავებს ჰორმონს – გენოდოტროპინს. ის ემბრიონის სასქესო ჯირკვლებს აქტივაციის სიგნალს აწვდის. თირკმელზედა ჯირკვლებში ტესტოსტერონის შეღწევა ხდება. ეს მომენტი თავისებური სტარტია იმ პროცესისა, როდესაც ჩანასახის მამაკაცად გადაქცევა ხორციელდება. ჰორმონების გავლენით ფორმირდება შიდა და გარე სასქესო ნიშნები. ხორციელდება ჰიპოტოლამუსის დიფერენცირება, რომელიც დაბადების მერე განსაზღვრავს  ადამიანის სქესსა და ორიენტაციას. განვითარების მეოთხე თვეზე სისხლში ჰორმონების შემცველობა აღწევს იმ სიდიდეს, რომელიც მოზრდილი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ორსულობის მე-15 კვირას ჰორმონების გავლენა უკვე დასრულებულია (ფორმირება 12 კვირამდე ხდება) და ამის შემდგომ ნაყოფი მხოლოდ ზომა-წონაში იმატებს. დაბადების მესამე თვეზე ტესტოსტერონის შემცველობა მამაკაცში ეცემა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ იზრდება. ტესტოსტერონი იმატებს გარდატეხის პერიოდში, როდესაც ფორმირდება ძვლები და ხმა. ამ პერიოდშივე, ტესტოსტერონის წყალობით, მამაკაცის ორგანიზმის იმგვარად გადაწყობა ხდება, რომ ის მზადაა საპირისპირო სქესთან ურთიერთობისთვის (სექსი, რომანტიკა, მეგობრობა). ეს, ეგრეთ წოდებული, ჰორმონალური სიმშვიდე (3 თვიდან გარდატეხის ასაკამდე) ბიჭებისთვის აუცილებელია ფიზიკური ძალების მოსაკრებად და მამაკაცად დადგომისთვის. მამაკაცად დადგომის ერთ-ერთი ნიშანია ხმა. როდესაც ბავშვური ხმა მამაკაცურ ხმად გარდატყდება, ეს უკვე მამაკაცობაში შესვლის სიგნალია. სხვათა შორის, ხმა ცხოველებში საპირისპირო სქესის (მდედრის) დამორჩილების ერთ-ერთი საშუალებაა და რაც უფრო მეტი აგრესიული ხმით გამოირჩევა ცხოველი, მით უფრო მეტად იმორჩილებს როგორც საპირისპირო სქესის, ასევე, საკუთარი სქესის წარმომადგენლებსაც და იკავებს დომინანტურ პოზიციას. ჩვენი, ადამიანების, წინაპრებიც ოდესღაც ცხოველებივით იქცეოდნენ. ზოგჯერ თანამედროვე ადამიანებიც ცხოველურ ინსტინქტებით მოქმედებენ და ამაში საკმაოდ დიდი როლი ტესტოსტერონის სიჭარბეს მიუძღვის. თუმცა, ექსპერიმენტებითა და მრავალმხრივი ცხოვრებისეული დაკვირვებებით დადგენილია, რომ მოჭარბებული ტესტოსტერონის მქონე მამაკაცთა უმრავლესობას ძალიან დაბალი სოციალური სტატუსი აქვს. არ არიან სტაბილურები. ურთიერთობებში როგორც საზოგადოება (პოლიტიკაში), ასევე ქალები (ოჯახურ ურთიერთობაში) მათ ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას.
  როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისში ვთქვით, პარტნიორის ბრმად არჩევის შემდეგ, ღია არჩევისას პრიორიტეტები შეიცვალა და ასეა რეალურ ცხოვრებაშიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტესტოსტერონის როლი კნინდება. სულაც არა, ამ ჰორმონს, მამაკაცის ფორმირებაში უდიდესი როლი აკისრია (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) და შემდგომაც მისი მუდმივი გამომუშავება მამაკაცისთვის აუცილებელია, რისთვისაც საჭიროა რეგულარული ფიზიკური დატვირთვები. დაუშვებელია სიმსუქნე, რაც ჰორმონულ დარღვევებს იწვევს. ტესტოსტერონი ასაკის მატებასთან ერთად იკლებს და ხანში შესული მამაკაცი ყოველწლიურად ერთ პროცენტს კარგავს. თუმცა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა (არა გადატვირთვა) მამაკაცს ტესტოსტერონს ანარჩუნებინებს და საკმაოდ საპატიო ასაკშიც კი არის შესაძლებელი, ნამდვილი მამაკაცი იყოს.

скачать dle 11.3