კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რას გვირჩევს ხალხური გადმოცემები ფინანსური კეთილდღეობის მოსაპოვებლად

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  დღეს გაგაცნობთ ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებს ფულთან დაკავშირებით. კონსულტაციას კი ამ თემაზე გაგვიწევს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა ბ.
- იმისთვის, რომ რეგულარული ფინანსური შემოსავალი გქონდეს, აუცილებელი პირობაა, ფულს სიყვარულით და პატივისცემით მოექცე. ნათქვამია, ადამიანს იმდენი ფული აქვს, რამდენის უფლებასაც თავად აძლევს საკუთარ თავსო. თუმცა არც ფულადი კარმა უნდა დაივიწყოთ: თითოეულს დაბადებისთანავე განესაზღვრება შემოსავლის მაქსიმუმი და მას ვერ გადაახტება. მაგრამ ის, რასაც დღეს მიაღწიეთ, ჯერ ხომ არ არის თქვენი შემოსავლის მაქსიმუმი, ამიტომ შეგიძლიათ, გაზარდოთ ის.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ფული არასდროს გამოილიოს საფულეში?
- უპირველესად, მზრუნველი და დამზოგველი დამოკიდებულება ბანკნოტების მიმართ. მოუძებნეთ ფულს ლამაზი და ხარისხიანი „სახლი“ (ანუ საფულე) და ნომინალის მიხედვით აკურატულად ჩააწყვეთ მასში თითოეული ბანკნოტი. არ ღირს, მსხვილი კუპიურები წვრილს შეურიოთ. ნუ შეუშინდებით ფულის ხარჯვას. უმეტესობას მათგან, ვინც მუდმივად ეკონომიას ეწევა, უჩნდება „ზედმეტი დანახარჯის“ შიში, რის გამოც კარგავს საყვარელი შენაძენით სიამოვნების მიღების უნარს. ამიტომ არ ჩაიდინოთ ასეთი შეცდომა - ფინანსების ხარჯვას მხოლოდ სიხარული და კმაყოფილება უნდა მოჰქონდეს. უნდა გახარებდეთ ნებისმიერი ფულადი შემოსავალი (თუნდაც უმნიშვნელო). ფული ენერგიაა და არ შეიძლება ის ოთხკედელშუა ჩაკეტო, შეინახო სკივრში ან ბალიშქვეშ დამალო. ფული რომ გაამრავლო, საქმეში უნდა იყოს. ამიტომ გირჩევთ, ფინანსური რესურსით სარფიანი ინვესტიცია განახოციელოთ უძრავ ქონებასა თუ ბიზნესში. თავიდან მოიშორეთ ქვეცნობიერი ნეგატიური განწყობა, რომელიც ბლოკავს ფულად ენერგიას. ასეთი ტიპის შეგონებებია: „მდიდრები ყოველთვის ცუდი, უბედური, ავადმყოფი ადამიანები არიან, ფული უპატიოსნო გზით აქვთ ნაშოვნი“; „დიდ ფულს უბედურება მოაქვს“ და სხვა. შეცვალეთ ეს განწყობა პოზიტიური მტკიცებულებებით: „დიდი ფული შეიძლება, პატიოსანი შრომით მოიპოვო“; „ფული საშუალებაა, უფრო სავსე, თავისუფალი და მსუყე ცხოვრება გქონდეს“. რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ ხალხურ მინიშნებებს, ფული რომ არასდროს გამოგელიოთ, ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაითვალისწინოთ ამ გადმოცემებიდან. მაშ ასე, არასდროს თქვათ უარი დაბრუნებულ ხურდაზე, თუნდაც ძალიან წვრილი ოყოს. ფულს მოექეცით აკურატულად: არ დააგდოთ ძირს და დაჭმუჭნილი არ შეინახოთ საფულეში. ყველანაირად ეცადეთ, თავი აარიდოთ ვალს, კრედიტს და მსგავს სიტუაციებს. თუ მაინცდამაინც სხვა გამოსავალი არ გაქვთ, დროულად დააბრუნეთ ნასესხები ან დაფარეთ საკრედიტო გადასახადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩავარდნა ახალ შემოსავალს დაბლოკავს. თავიდან მოიშორეთ გაცვეთილი, ჭუჭყიანი და გახეული, განსაკუთრებით მსხვილი ბანკნოტები. გადაცვალეთ ისინი ნებისმიერ ბანკში. საფულე მხოლოდ ფულისთვისაა და ნუ შეინახავთ მასში ნაყიდი პროდუქტის ქვითრებს - ზედმეტ ხარჯს გამოიწვევს. არც შესაძენთა ჩამონათვალი და ახლობელთა ფოტოები ატაროთ საფულით. ყველამ თავისი შემოსავლის ერთი მეათედი ქველმოქმედებას უნდა მოახმაროს. იცოდეთ, სამყარო ამ თანხას მაინც წაიღებს (ნებაყოფლობით თუ არ გასცემთ) - უსარგებლო ხარჯის გაწევა არ აგცდებათ: წუნიან საქონელს იყიდით ან საქმეში ისეთი სიტუაცია შეგექმნებათ, გადახარჯვა მოგიწევთ... ასევე, ფინანსური დანაკარგი გელით, თუ მაგიდაზე დატოვებთ ქუდს, ხელთათმანს ან გასაღებს.
- როგორ მოვიქცეთ, რომ ცნობილი გამოთქმის არ იყოს, ფული წყალივით არ გაედინებოდეს ხელიდან?  
- ამ შემთხვევაში ეს გამონათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით შეგიძლიათ მიიღოთ: სახლში გაუმართავ სანტექნიკას თქვენი დანაზოგიც თვალის დახამხამებაში მიჰყვება თან. გაღარიბება იცის საკუთრი ხელით თმის შეჭრა-შესწორებამაც. თუ შემთხვევით საფულე ძირს დაგივარდათ და ფული დაიბნა, მარჯვენა ხელით აკრიფეთ, ოღონდ მინიმუმ ერთი მონეტა მაინც დატოვეთ ხელუხლებლად. თან, გაიმეორეთ: „ერთს ვტოვებ, დანარჩენს ვიღებ“. ნუ დახარჯავთ ფულს ხელფასის აღების დღეს - დაე, სახლში გაათიოს ღამე, ასე თანხა შეგინარჩუნდებათ. შემოსავლის გაზრდის მოთხოვნა კი კარგია კვირის მესამე დღეს. კვირა დღე კი დაუთმეთ საფულის წვრილი ფულისგან გათავისუფლებას. გაეცით ის შეჭირვებულებზე ან დახარჯეთ თვითონვე, თორემ მთელი თქვენი „სიმდიდრე“ წვრილმანს არ გასცდება. სტუმრების წასვლის შემდეგ, თუ გინდათ, რომ ოჯახს ბარაქა არ მოაკლდეს, მაგიდიდან მაშინვე აიღეთ სუფრა და ქუჩაში გადაბერტყეთ. ხელით არასდროს გადმოფერთხოთ სუფრიდან ნამცეცები, თორემ შემოსავლის წყაროს დაკარგავთ. გაღარიბება იცის სახლში სტვენამაც. ნაგვის ღამით გადაყრას კი შეიძლება სახლის გაქურდვა მოჰყვეს. არ არის რეკომენდებული ზღურბლზე დგომა, ამით ბარაქას სახლში შემოსასვლელ გზას უკეტავთ. უმჯობესია, ვალი დილის საათებში დააბრუნოთ, ხოლო თუ გინდათ, რომ სწრაფად დაიბრუნოთ თქვენი ფული - სამზარეულოს მაგიდაზე, სუფრის ქვეშ ამოდეთ რამდენიმე მონეტა. წაბლი კარგი თილისმაა ფულის მოსაზიდად: საკმარისია, რამდენიმე ცალი წაბლის ნაყოფი ჩადოთ სათავსოში, სადაც ფულს ინახავთ, ასევე ჩანთაში - საფულესთან ახლოს. ფულის ყისმათს დაკარგავთ, თუ ძველ საფულეს გადააგდებთ. ალკოჰოლის მაგიდაზე დაღვრა ფულის „გაქცევას“ ნიშნავს, ამიტომ სუფრაზე ჭიქები მყარად უნდა იდგას. ახალი მთვარის გამოჩენისთანავე, საფულე ფულით მის წინაშე შეანჯღრიეთ და თქვით: „მთვარევ, მთვარევ, გამომიგზავნე ფული“. სიღარიბე და შიმშილი გელით, თუ დანას პურის გაჭრისას შიგვე ჩატოვებთ. ცარიელი საფულე სიღარიბის სიმბოლოა. მასში ყოველთვის უნდა იყოს ერთი ქაღალდის ბანკნოტი მაინც და რამდენიმე მონეტა. სამსახურში მაგიდასთან ზურგით კედლისკენ უნდა იჯდეთ, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, სკამი მაინც უნდა შეარჩიოთ მაღალი საზურგით - ის დაგიცავთ, რომ თქვენი შრომა აუნაზღაურებელი არ დარჩეს. სამუშაო დღის ბოლოს აუცილებლად მოაწესრიგეთ თქვენი მაგიდა, თორემ საღამოს პრობლემები მეორე დღის განრიგში გადაინაცვლებს. არ არის სასურველი ფულის ხელიდან ხელში გადაცემა: ჯერ დადეთ ის ნებისმიერ ზედაპირზე და მხოლოდ ამის შემდეგ აიღეთ. საფულის ცალკე განყოფილებაში მოათავსეთ გაუხურდავებელი ბანკნოტი - ის იქნება თქვენი ფულადი თილისმა, რომელიც „თანამოძმეებსაც“ მოიზიდავს. რა თქმა უნდა, მინიშნებები კარგია, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ ფული აქტიური, შრომისმოყვარე ადამიანებისკენ ილტვის: ვინც მუდამ მზადაა შრომისთვის, არ ეშინია გარისკვის და არასდროს იხევს უკან, შეეჭიდოს ახალ ფინანსურ იდეებს. მაშ, იყავით ასეთი და ფულიც შეგიყვარებთ!
скачать dle 11.3