№34 გაიგეთ თქვენი ხასიათი გეომეტრიული ფიგურის მიხედვით
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
გამოარჩევთ რომელიმე გეომეტრიულ ფიგურას? მაშინ, წაიკითხეთ ტესტი და ნახეთ, როგორია თქვენი ხასიათი.
კვადრატი – თქვენი წამყვანი ფუნქცია ლოგიკაა. შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. გიყვართ, როდესაც საქმე ბოლომდე მიგყავთ. თქვენი ტიპის ადამიანს შეუძლია, გახდეს კარგი სპეციალისტი, კარგი ინჟინერი, კარგი ადმინისტრატორი, მაგრამ იშვიათად დადგება კარგი მენეჯერი.
სამკუთხედი – შეგიძლიათ, კონცენტრირება მოახდინოთ მთავარ მიზანზე. ენერგიული და ძლიერი ხართ. ხედავთ იმას, რაც გინდათ, დაინახოთ. არ გიყვართ გადაწყვეტილებების შეცვლა. ხშირად ზედმეტად კატეგორიული ხართ. თქვენი მოქმედების სფეროებია: პოლიტიკა, მენეჯმენტი და ადვოკატურა.
მართკუთხედი – ეს არის ფიგურა, რომელიც ცვლილებების სიმბოლოა, ამიტომ მუდამ რაღაც განსხვავებულს ეძებთ, ანუ ზოგჯერ არაპროგნოზირებადი და უცნაურიც კი ხართ.
წრე – თუ ეს ფიგურა აირჩიეთ, გულწრფელი ადამიანი ხართ, ძალიან მგრძნობიარე, ანუ, გაქვთ უნარი, რომ ადამიანი „წაიკითხოთ“ და გაიგოთ სინამდვილეში როგორია ის. თქვენგან დადგება კარგი: პედაგოგი, ექიმი, ფსიქოლოგი.
ზიგზაგი – გრძნობებისა და ემოციების სიმბოლოა. კრეატიული, ხელოვანი ადამიანი ხართ, ვისაც დამოუკიდებლობა სჭირდება. არ ჰგავხართ არავის და ამასთან, დიდი შესაძლებლობები გაქვთ.