კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ უნდა ამოიცნოთ ენერგეტიკული ვამპირი

  ჩვენი ენერგეტიკული ველის ურთიერთობას გარშემო მყოფთა ველებთან ქვეცნობიერად ვგრძნობთ და მათზე განწყობით ან ფიზიკური ცვლილებებით ვრეაგირებთ. ადამიანი არა მარტო მატერიალური სხეულია, არამედ ენერგიების კრებულიც.
  თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ ზოგიერთ პიროვნებასთან ურთიერთობისას ძალას კარგავთ, განიცდით დისკომფორტს და ღიზიანდებით, ეს პიროვნებები თქვენგან ენერგიას „იწოვენ“ და ამ ენერგიის წართმევით გიქმნიან გარკვეულ პრობლემებს.
  ბიოენერგია ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია მისი აღდგენა.
  ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც ემოციური გადაღლა  და ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. მხიარულ ადამიანებს გაწონასწორებული ბიოველი აქვთ და მისი დარღვევა ძალიან ძნელია. თუმცა, ენერგოვამპირები სწორედ მათ ირჩევენ სამიზნედ და ცდილობენ, მსხვერპლი წონასწორობიდან გამოიყვანონ – გააბრაზონ და ემოციებთან ერთად ენერგიის დიდი ნაწილი წაართვან.
მსხვერპლად ან ენერგოვამპირად რომ არ იქცეთ, აუცილებელია, საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალი აკონტროლოთ, დროდადრო შეავსოთ ის და სწორად მართოთ ემოციები. ასევე, ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ დადებითი, პოზიტიური ემოციებით. ენერგეტიკული დამუხტვა ფიზიკურ დატვირთვასაც შეუძლია.
  თუ ხვდებით, რომ მოსაუბრეს თქვენგან ენერგია მიაქვს, მასთან ურთიერთობისას ნელ-ნელა გრძნობთ დაღლასა და სისუსტეს, ხელები გულმკერდზე დაიკრიფეთ, ფეხები გადააჯვარედინეთ და ასე დაბლოკეთ ენერგიის გადინება „მტრული თავდასხმის“ დროს. ასეთი ქმედებით თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ და საკუთარ ორგანიზმსაც დაიცავთ.
  თქვენ გარშემო ენერგეტიკული ვამპირის ამოცნობა კი არც ისე რთულია. ის იკვებება თქვენი ენერგიით, მოქმედებით, ემოციით... ითხოვს მეტ ყურადღებას თქვენგან, კითხვებს გისვამთ, იღებს თქვენგან ინფორმაციას. თავად კი არ საუბრობს საკუთარ თავზე. ან მეორე კატეგორია – მარტო საკუთარ თავზე საუბრობს და თქვენ არ გისმენთ, გამოჰყავხართ წყობიდან, გიწვევთ და თქვენი ემოციების დანახვა სურს. რაც მეტია ემოცია – მით უკეთესი მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, თავად უარყოფით ემოციებს გამოხატავს. გაითვალისწინეთ, ენერგეტიკული ვამპირი მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში იკვებება თქვენი ენერგიით. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ, მისცეთ მათ ენერგია თუ არა, დაუთმოთ მეტი დრო, გაესაუბროთ, მოუსმინოთ თუ პროვოკაციაზე წამოეგოთ.
  გაითვალისწინეთ, რომ ენერგეტიკული ვამპირები სულაც არ არიან ცუდი ადამიანები. უბრალოდ, მათ ენერგიის დეფიციტი აქვთ და მას თქვენს ხარჯზე ივსებენ.

скачать dle 11.3