კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ექიმის რჩევები

კითხვა: გამიგია, ბავშვის სქესთან დაკავშირებით რაღაც გამოთვლის ცხრილი არსებობსო. თქვენ ხომ ვერ მირჩევთ, როგორ ხდება გამოთვლა, რომ ამის მიხედვით ორსულობა დავგეგმო?
პასუხი: ბავშვის სქესის წინასწარ გამოთვლას არავითარი მეცნიერული საფუძველი არ აქვს.
კითხვა: პულსი უცებ მიჩქარდება, ისე, რომ ვეღარც ვითვლი და მერე ნელ-ნელა წყნარდება, 2-3 წუთში ანაპრილინის და სხვა დამწევების გარეშე.  ეს აჩქარება პანიკური შეტევის სიმპტომია თუ პაროქსიზმული ტაქიკარდია? რომელი გამოკვლევა გაიგებს ამას, მხოლოდ ჰოლტერი?
პასუხი: დიახ, ჰოლტერია საჭირო, რომ შეტევის მომენტები დაფიქსირდეს და ინახოს, რა ხდება მაგ მომენტში კარდიოგრამაზე. კარდიოლოგი, სწორედ, ამის მიხედვით გააკეთებს დასკვნას.
კითხვა: ვარ 59 კილოგრამი. რამდენიმე დღეში სისხლი უნდა ამიღონ, მგონი, ნახევარი ლიტრი. ემთხვევა მენსტრუაციული ციკლი. ხომ არ იქნება რამე პრობლემა? რა უნდა ვჭამო ან მქონდეს თან, რომ მოვსულიერდე?
პასუხი: თუ სისხლის ჩაბარებას გულისხმობთ –  ხართ დონორი, ეს არ უნდა მოხდეს მენსტრუციის დროს (3-4 დღის დამთავრებული უნდა იყოს და 3-4 დღეში არ უნდა იწყებოდეს).
კითხვა: ჩემს დას ძალიან აწუხებს ტერფები, თითქოს ეწვის და სტკივა. იქნებ მითხრათ, რისი ბრალია და რაიმე კრემი ან წამალი თუ არის ამისთვის?
პასუხი: ტერფების ტკივილი შეიძლება, დაკავშირებული იყოს ბრტყელტერფიანობასთან, სახსრების პათოლოგიასთან, ფიზიკურ დატვირთვასთან. დიაგნოზის დასაზუსტებად აუცილებელია ორთოპედთან ვიზიტი.
კითხვა: ვარ 31 წლის, რამდენიმე თვეა, სახეზე თმა ამომდის.  ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება, იყოს და რაიმე ბუნებრივ საშუალებას ხომ არ მირჩევდით მის მოსაშორებლად? რა არის ყველაზე ეფექტური საშუალება?
პასუხი: გირჩევთ, პირველ რიგში, მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს ან ენდოკრინოლოგს. გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეებისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გაიკეთონ ანალიზი ტესტოსტერონზე, რადგან ასეთი თმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბ გამოყოფასა და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ზოგჯერ მომატებულ თმიანობას გენეტიკური ხასიათიც აქვს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3