№34 სიმინდის სასარგებლო თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
სიმინდის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. სიმინდი დადებითად მოქმედებს ნაწლავების მუშაობაზე, ებრძვის შეკრულობას. სიმინდის რეგულარულად მიღებისას ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანები შესამჩნევ უკეთესობას გრძნობენ. რომელსაც ნაღვლმდენი ეფექტი აქვს.
მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით, სიმინდი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. კერძოდ, დადებითად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ის აუმჯობესებს მხედველობას, ანელებს უჯრედების დაბერებას და ზოგადად, ხელს უწყობს ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სიმინდი სხვა მარცვლეულის შესანიშნავი ალტერნატივაა. მისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება, რომლებიც არა მარტო მდიდარი იქნება ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით, არამედ ძალიან გემრიელიც.
სიმინდის მიღება შეუძლიათ ორსულებსაც და მეძუძურ დედებსაც კი. ის ძალზე სასარგებლოა ბავშვის ორგანიზმისთვის. მასში შემავალი კომპონენტები ხელს შეუწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და აქტიურობას. როგორც წესი, ბავშვებს სიმინდი ძალიან უყვართ. სიმინდის მიცემა ბავშვებისთვის რეკომენდებულია 3-4 წლიდან.
ჭყინტი სიმინდი ხელს უწყობს თირკმელებში კენჭების იოლად დაშლას. მისი ნახარში კი დაგეხმარებათ კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებთან ბრძოლაში. ხოლო თუ მას 1 ჭიქის ოდენობით ყოველდღე, რეგულარულად მიიღებთ, მოიწესრიგებთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
სიმინდის ნედლი ულვაში მოოქროსფრო-მოყვითალოა, 20 სანტიმეტრამდე სიგრძისაა და დახლართულ ძაფებს ჰგავს. გამოშრობის შემდეგ კი ყვითლდება. ტაროს აცილებენ რძისებრი სიმწიფის ხანაში, სექტემბერ-ოქტომბერში, თხლად შლიან და აშრობენ ჩრდილში ან სხვენზე. მათი შენახვა შეიძლება მშრალ სათავსში ხუთ-ექვს თვემდე, შემდეგ უვარგისი ხდება. შეიცავს C, K ვიტამინებს, საპონინებს და სხვა. მედიცინაში იყენებენ, როგორც შარდმდენ საშუალებას შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის სადინარებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. აქვს სისხლდენის შეჩერების უნარი.
სიმინდის თავისებურება ის არის, რომ მას ცალსქესიანი ყვავილები აქვს – მამრობითი და მდედრობითი. სამკურნალო თვალსაზრისით საინტერესოა მდედრობითი ყვავილების დინგები, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვს. სიმინდისგან ძველად ხარშავდნენ ჰასოს („ჰასოი არაბულად იმას ჰქვიან, რომელ თხელად ფქვილი მოჰკიდოს წყალსა”). ჰასო დიეტურ საკვებად მიიჩნეოდა და ავადმყოფს ასმევდნენ თირკმლის დაავადებების დროს, სავარაუდოდ, შარდმდენი თვისებების გამო.
ღეროსა და ფოჩის პრეპარატები შარდმდენ და ნაღველმდენ საშუალებებად გამოიყენება. მათი მიღებისას ძლიერდება ნაღვლის სეკრეცია, მცირდება მისი სიბლანტე, ბილირუბინის რაოდენობა, იმატებს სისხლში პროთრომბინის დონე და სისხლის შედედების უნარი. სიმინდის შემადგენლობაში შედის გლუტამინის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლას. სიმინდის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც დიდ როლს ასრულებს სასქესო ჰორმონების ცვლაში. მას სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინსაც უწოდებენ. ჩინური მედიცინის თანახმად, სიმინდი „ხსნის კუჭს“, ანუ აძლიერებს პერესტალტიკას, აჩქარებს მოუნელებელი საკვების გამოდევნას და ამით ხელს უშლის ყაზბობის ჩამოყალიბებას.