კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ფეხის სოკოს მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ახლა ზაფხულის პერიოდია და უნდა გვახსოვდეს, რომ სოკოთი ინფიცირების რისკი პლაჟზე მაღალია, ასევე, საცურაო აუზებზე, სპორტდარბაზებში, საუნაში, აბანოში და იმ ადგილებში, სადაც მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა და იატაკის ზედაპირთან შიშველი ფეხით შეხება გიწევთ.
  სოკოთი დაავადებულ ფეხებზე ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანები, რომელშიც ძმარს ან სოდას გაურევთ, ხოლო ფრჩხილის დაზიანებული უბნები უნდა მოიჭრათ.
  აიღეთ თანაბარი რაოდენობის 40-პროცენტიანი სპირტი, გლიცერინი, 70-პროცენტიანი ძმარი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას 15 წუთით. კურსის ხანგრძლივობაა 1 კვირა. რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლიათ, კურსი გაიმეოროთ.
  მაგარი ყავა ძალზედ ეფექტური საშუალებაა სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად. მოხარშეთ მაგარი ყავა და ჩაყავით მასში ხელის ან ფეხის ფრჩხილები. უკეთესია, თუ პროცედურას ძილის წინ ჩაიტარებთ. სოკო რამდენიმე პროცედურაში გაქრება, კანი კი დარბილდება.
  დანაყეთ ნიორი და მიღებული ფაფა დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილებზე. უკეთესია, თუ მთელი ღამით გაიჩერებთ. შესაძლოა, მსუბუქი წვა იგრძნოთ. მალე დაზიანებულ ფრჩხილს ახალი ჩაანაცვლებს.
  სოდას დაასხით წყალი, ისე, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. დაიდეთ ფრჩხილებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი და დაჭყლეტილი ნივრის კბილი. წაისვით დღეში 2-3ჯერ.
იოდის 5-პროცენტიანი ხსნარით დაიმუშავეთ ფრჩხილები დღეში 2-ჯერ, ოღონდ ფრჩხილის გარშემო კანზე წაისვით კრემი, რომ იოდმა არ დააზიანოს. წვისა და ქავილის შეგრძნება ნუ შეგაშინებთ, ეს ნორმალურია. პროფილაქტიკის მიზნით სასურველია, ასე ჯანსაღი ფრჩხილებიც დაამუშავოთ, მხოლოდ დღეგამოშვებით. 1 კვირის შემდეგ ეფექტი თვალსაჩინო იქნება. კურსის ხანგრძლივობა 1 თვეა. თუ წვა და ქავილი ძალიან შეგაწუხებთ, პროცედურები დღეგამოშვებით ჩაიტარეთ.
  დაასველეთ ბამბა იოდინოლის ხსნარით და დაიმაგრეთ ფრჩხილზე ლეიკოპლასტირით. ცვალეთ ბამბა ყოველდღე. რამდენიმე დღის შემდეგ ლეიკოპლასტირი ზეთით დასველებული ბინტით შეცვალეთ.
  დინდგელა დააქუცმაცეთ, დაასხით 60 გრადუსამდე გაცხელებული მცენარეული ზეთი და ურიეთ 10 წუთის განმავლობაში, გააგრილეთ და შეინახეთ მინის ჭურჭელში. წაისვით დილას და საღამოს, დაიფინეთ ბინტი და დაამაგრეთ ლეიკოპლასტირით.
  სოკოს სამკურნალოდ ერთ-ერთი უებარი საშუალებაა ძმარმჟავა (ძმრის ესენცია). დაასველეთ ბამბა ძმარმჟავაში და წაისვით კანის დაზიანებულ ადგილებზე, გაიჩერეთ რამდენიმე საათი და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის დროს წვის შეგრძნება ნორმალური მდგომარეობაა, რაც დასტურია იმისა, რომ ის ეფექტს ახდენს. არავითარ შემთხვევაში არ გაიჩეროთ ძმარმჟავა კანზე ღამით, რადგან შეიძლება, სერიოზული დამწვრობა განვითარდეს.
ასევე ეფექტური გზაა სოკოს მოსაშორებლად უმი კარტოფილი. დაჭერით თხელ ნაჭრებათ, უმ მდგომარეობაში დაიდეთ დაზიანებულ ადგილას და წებოვანი ლენტის ან პლასტირის მეშვეობით გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. პროცედურები ერთი თვე ჩაიტარეთ, შედეგს აუცილებლად ნახავთ.
დაავადების გამომწვევის გადატანა ხდება საერთო მოხმარების საყოფაცხოვრებო საგნებით: პირსახოცი, ხალიჩა, ოთახის ფეხსაცმელი და ასე შემდეგ ამიტომ ინფიცირების შესაძლებლობა არსებობს საკუთარ სახლშიც, თუკი ოჯახის რომელიმე წევრი დაავადებულია კანის ან ფრჩხილის სოკოთი.
სოკო სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა, რის გამოც მისი მკურნალობა შესაძლოა თვეობით გაგრძელდეს. ამიტომ, სასურველია მკურნალობის შემდეგ პერიოდულად პროფილაქტიკის ჩატარება. მოერიდეთ მეორად ფეხსაცმელებს ან ბაზრობებზე ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე გასინჯვას. ყიდვის შემდეგ კი სასურველია შიგნით კარგად გაწმინდოთ ძმრიანი ნაჭრით ან ქლორის სუსტი ხსნარით.
скачать dle 11.3