№34 30 წლის შემდეგ...
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
ასაკის მატებას ქალები ძალიან მტკივნეულად განიცდიან. არ არსებობს ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უდარდია იმაზე, რომ წლები მის სასარგებლოდ არ მუშაობენ. თუმცა ბოლო დროს ბევრი გამოცდილი და ცნობილი ქალბატონი ამტკიცებს, რომ 30-40 წლის შემდეგ ქალის ცხოვრებაში პოზიტივებიც ჩნდება. დავიწყოთ იმით, რომ ქალი ამ ასაკში მეტ თავდაჯერებას იძენს, მეტად შეიცნობს საკუთარ თავს და ინტიმური ურთიერთობიდანაც კი მეტ სიამოვნებას იღებს.
კოკო შანელი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ქალურ ფსიქოლოგიაში, ამბობდა: „20 წლის ქალს ის სახე აქვს, რომელიც ბუნებამ მისცა; 30 წლისას ის სახე აქვს, რომელიც ცხოვრებამ გამოუძერწა; 50 წლისას კი ის სახე აქვს, რომელიც დაიმსახურა“.
და კიდევ, აი, რას ამბობენ 30 წელს გადაცილებულ ქალზე, რაც მამაკაცებისთვის გაფრთხილებად უნდა იქცეს:
„ქალი ოცდაათი წლის შემდეგ ყველაზე საშიშია! ის კვლავაც ახალგაზრდა და ლამაზია... მაგრამ უკვე არ არის სულელი!’’
რატომ უყვარს
ქალს
მართლაც საინტერესოა, მით უმეტეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრს აინტერესებს, რადგან ძალიან აქტუალურია, შესაძლოა, იმიტომ, რომ...
კაცები არასოდეს უკეთებენ კომენტარს იმას, რასაც ახლობლები ფიქრობენ.
ქალებმა ყოველთვის ვიცით, რას ფიქრობენ კაცები და როცა პირს გააღებენ ამბობენ იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობდით.
კაცებს უყვართ ქალის სხეულის შესწავლა და სულის დაპყრობა.
14 წლის გოგოს შეუძლია, მამაკაცს თავზარი დასცეს, ხოლო 25 წლის ქალს შეუძლია ძალიან ადვილად მოათვინიეროს ის.
კაცები ყველანაირად ცდილობენ, დამალონ საკუთარი სისუსტეები.
მათ აქვთ მხრები, სადაც შეგვიძლია თავის დადება და დასვენება, ძილი დიდი ძალისხმევის გარეშე.
ისინი წარმოუდგენლად მამაცები არიან მწერების წინააღმდეგ.
ყველაფრის მიუხედავად ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ არ შეუძლიათ სიცოცხლე ქალის გარეშე.
როცა ვეუბნებით, „მე შენ მიყვარხარ“, კაცები ყოველთვის გვთხოვენ ზუსტად ავუხსნათ, მაინც როგორ?
რატომ უყვარს
კაცს ქალი
მამაკაცებს უყვართ ქალები, რადგანაც ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ დაბერების შემდეგაც კი ახალგაზრდებად რჩებიან.
უყვართ, იმიტომ რომ...
ყოველ ჯერზე იღიმიან, როცა მათ წინ ბავშვი ჩაივლის.
აკეთებენ ყველაფერს სახლისთვის, იმისთვის, რომ იყვნენ მოწესრიგებულები და სრულყოფილები. არასდროს ელიან შექებას იმ სამუშაოსთვის, რასაც აკეთებენ.
აქვთ საკუთარი გზები პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც კაცები ვერასდროს გაიგებენ.
გრძნობენ სიბრალულს და ამბობენ „მე შენ მიყვარხარ“ ზუსტად მაშინ, როცა ნაკლებად უყვართ თავისი პარტნიორი.
როცა აინტერესებთ საკუთარი გარეგნობის შესახებ, მაშინ ეკითხებიან სხვა ქალებს. კაცებს ამგვარი ტიპის შეკითხვებით არ აწუხებენ.
წერენ სიყვარულის ისტორიებს.
ისინი არ ხარჯავენ დროს იმაზე ფიქრში, თუ როგორ მიუახლოვდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ახლახან ამოვიდა ავტობუსში.
ქალებს შეუძლიათ სამსახურში ჩაიცვან ისე, როგორც კაცები იცმევენ – დახვეწილი კოსტიუმები, მაგრამ ვერცერთი კაცი ვერ ბედავს სამსახურში კაბით წასვლას.
ყოველთვის შეუძლიათ, კაცების ნათქვამს რაღაც დეფექტი მოუნახონ – როცა კაცები ამბობენ, რომ სხვა ქალი ლამაზია, მაშინ ქალები აუცილებლად აგრძნობინებენ მამაკაცს, რომ უგემოვნოა.
კაცები ქალებიდან „მოდიან“ და ისევ ქალებთან ბრუნდებიან და ცხოვრობენ ისევ და ისევ „ქალების“ ორბიტაზე.
და ბოლოს, მამაკაცებს იმიტომ უყვართ ქალები, რომ ისინი ქალები არიან – ასე, უბრალოდ.
ეს ქალია
ეს მოსაზრებები ქალებზე, რა თქმა უნდა; მამაკაცებს ეკუთვნით. შეგიძლიათ გაიღიმოთ და არ დაეთანხმოთ, მაგრამ მაინც დაფიქრდით, არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან.
ნდობის მოსაპოვებლად ქალს ჰყოფნის 20-წამიანი ძლიერი ჩახუტება.
ქალები სამჯერ მეტ სიტყვას იყენებენ დღის განმავლობაში, ვიდრე მამაკაცები.
ქალის ტვინი ფუნქციონირების დროს ძლიერ ხურდება და მეტ გლუკოზას წვავს.
ქალსა და მამაკაცს იუმორის განსხვავებული აღქმა აქვთ. კაცს მეტად აღელვებს მხიარული ფინალი, ქალისთვის კი მნიშვნელოვანია იუმორის ზოგადი არსი და თხრობის მანერა. დასასრულისგან კი ის უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე მამაკაცი.
ქალებს მეტად აქვთ განვითარებული ორგანიზების ნიჭი.
კაცის სმენის უნარი ქალისაზე სუსტია. ამიტომაც, ქალებს ესმით ჩუმი ინტონაციები, კაცებს კი – ყოველთვის არა.
მამაკაცის მხედველობა გამახვილებულია ეროტიკულობაზე, ქალი სურათის ნებისმიერ დეტალს იმახსოვრებს.
მამაკაცები მეტყველებენ ლოგიკის მეშვეობით, ამიტომაც ისმის ზუსტად ის, რასაც ამბობენ. ქალი კი რთავს ინტუიციას და ემოციებს, ამიტომაც შეიძლება, რაღაც მინიშნებები იგრძნობოდეს.
ქალებს ბუნებისგან კომუნიკაბელურობა ერგოთ, მამაკაცებს კი აგრესიული კონკურენცია. ამიტომაც კაცები ხშირად ჩხუბობენ.
ქალები ღიზიანდებიან, რომ მამაკაცები არ აბამენ მათთან გრძელ საუბრებს, ეს კი, უბრალოდ, იმიტომ ხდება, რომ მათი გადმოცემის უნარი ქალისაზე სუსტია.