კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რატომ არ აქვს აზრი კავკასიის გასაკონტროლებლად მხოლოდ სომხეთის ან აზერბაიჯანის ფლობას და რატომ არის საქართველოს დაყოლიება ან დაპყრობა ძნელი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება ისევე უცებ მინავლდა, როგორც უცებვე დაიწყო. ერთი შედეგი ისაა, რომ დაუგეგმავი სამხედრო წვრთნების ეგიდით თურქეთმა აზერბაიჯანში თავისი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანა, იმას გარდა, რომ საჯაროდ დადო პირობა, რომ სამხედრო ძალით დაიცავს აზერბაიჯანს. რა მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და რა ახალი რეალობა დამყარდა სამხრეთ კავკასიაში? – ამ კითხვაზე პასუხად ზაალ კასრელიშვილი გაგვაცნობს თავის მოსაზრებას.
– რეალურად, რა გეოპოლიტიკური პროცესია ამ სამხედრო მოქმედებების განახლებისა და სამხედრო წვრთნების უკან?
– როგორც ყოველთვის, ისევ მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ და დიდი მადლობა, რომ მეც მაძლევთ საშუალებას, მკითხველს სიმართლე უთხრათ და მკითხველსაც, რომ სიმართლე მოისმინოს, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე მეტი სიმართლე მაინც. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური პოლიტიკური პროცესების წინაშე ვდგავართ, რომელიც უდიდეს გავლენას მოახდენს რეგიონზე. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი იაფფასიან, სკანდალურ შემთხვევებს აშუქებს და დაბალი დონის შიდა პოლიტიკური გარჩევებით იწონებს თავს ამომრჩეველთან. ამ დროს კი საქართველოს თავს ხდება ის, რაც ხდებოდა, ალბათ, 200 წლის წინათ, ოღონდ როლებია შეცვლილი. მაშინ თურქეთმა დაკარგა საქართველო.
– სპარსეთმაც.
– დიახ. მაშინ თავისი არსებობის განმავლობაში პირველად გაიმარჯვა რუსეთის იმპერიამ ოსმალეთზე ქართველების დახმარებით და ახლა პირიქით ხდება, რუსეთია საომარ მდგომარეობაში საქართველოსთან და ყველა დანარჩენ მეზობელთან, სადაც ბოლო ომამდე თურქეთს ჰქონდა გავლენა. ამ ყველა სახელმწიფოს თურქეთი გარკვეულწილად მხსნელად მოევლინა და რომ არა ჰაგია სოფიას ამბავი, გაცილებით მაღალი იქნებოდა თურქეთის რეიტინგი პოსტსაბჭოური სივრცის იმ ქვეყნებში, რომლებიც დაპირისპირებული არიან რუსეთთან.
– ჰაგია სოფიასაც პოლიტიკასთან აქვს კავშირი. მოკრძალებული იყო დასავლეთის რეაქცია, თითქოს მისცეს საშუალება თურქეთს, რომ თავი მოეწონებინა ისლამურ სამყაროში უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ძეგლის, დასავლეთის ცივილიზაციის სიმბოლოს მეჩეთად გადაკეთებაში.
– რა თქმა უნდა. მივყვეთ ლოგიკას. თურქეთი დაპირისპირებული იყო დასავლეთთან, იმდენად ძლიერად, რომ რუსსა და ირანელსაც კი დაუმეგობრდა. თუმცა სამი ერთნაირი მენტალობის მქონე სახელმწიფო და ლიდერი დიდხანს ერთად ვერ მოძოვდნენ, მით უმეტეს, რომ ერთმანეთის ინტერესების დასაცავად და გასაძლიერებლად არც ერთი არ დაუპირისპირდებოდა დასავლეთს. ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა დასავლეთთან სავაჭროდ. იმდენად დაუახლოვდნენ ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს, რომ იარაღითაც კი დაიწყეს ვაჭრობა, მაგრამ შემდეგ სირიის გამო დაუპირისპირდნენ. ვფიქრობთ, რომ დასავლეთი რაციონალურად მოიქცა. პირისპირ დატოვა ეს სამი სახელმწიფო, ანტიდასავლური კოალიცია თავიანთ ინტერესებთან.
– რომ ისინი არ გაეერთიანებინა დასავლეთის, როგორც ერთიანი მტრის, წინააღმდეგ.
– დიახ და მეორე, საყვედური რომ არ ეთქვათ, რომ დასავლეთი აქეზებს მათ ერთმანეთის წინააღმდეგ. უცნაურია: თან, ფულს სთხოვენ დასავლეთს და თან ლანძღავენ. როგორც ჩანს, ტრამპმა სწორედ ეს მიმართულება აიღო: ევროპიდან და ავღანეთიდანაც გაჰყავს თავისი ჯარის ნახევარი და საერთოდ, ყველგან შეამცირებს თავის სამხედრო კონტინგენტს, რითაც, ჯერ ერთი, ხარჯებს აიცილებს თავიდან და მეორე – უმადურ ქვეყნებს, სადაც ამერიკის ჯარი მშვიდობას იცავს და მაინც ილანძღება, დაპირისპირებულ მეზობლებთან პირისპირ ტოვებს. ისინი მალე ერთმანეთს ისე დაერევიან, რომ ცალ-ცალკე შეეხვეწებიან, მოდი და გვიშველეო. ანუ დასავლეთმა ყველანი დატოვა ერთმანეთის პირისპირ, რასაც მოჰყვა შუა საუკუნეების მსგავსი გაუგონარი ვაჭრობა ტერიტორიების გამო. სირიაში ტერიტორიებზე პრეტენზია გამოაცხადა რუსეთმაც, თურქეთმაც და ირანმაც. ამის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რუსეთი და თურქეთი – სამხედრო ძალითაც კი. სპარსეთი, რა თქმა უნდა, არ ჩაერია. თურქეთმა 35-კილომეტრით გადასწია საზღვარი სირიის სიღრმეში, სირიის 20-25 პროცენტს აკონტროლებს რუსეთი ალ ასადის მეშვეობით, ხოლო შიიტებით დასახლებული რაიონები, თუ არ ვცდები, 9 მილიონი შიიტია სირიაში, ავტომატურად დაბევებული აქვს ირანს. ამის შემდეგ ლიბიაში, ისევე, როგორც სირიაში სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან თურქეთის უპირატესობით წარიმართა. თქვენს ჟურნალთან ინტერვიუში ვთქვით ადრე, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტი დაიწყებოდა ყველგან, სადაც იკვეთებოდა ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდეგ საბჭოთა კავშირისა და ჯერ ოსმალეთის იმპერიის და შემდეგ თურქეთის ინტერესები და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრი იქნებოდა კავკასია. ზოგადად. როგორც აჭარაში აქვს თურქულ სუნიტობას გავლენა, იმაზე მეტი აქვს ჩრდილო კავკასიასა და მთელ რუსეთის ფედერაციაზე – რუსეთის ფედერაციის მუსლიმანთა აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ენის მოჩლექით ელაპარაკება დასავლეთი „ნატოს“ წევრ ქვეყანას, რომელიც თავისი სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერითაც და, საერთოდაც, თავისი ტერიტორიული მთლიანობითა და სახელმწიფოებრიობით ვალშია დასავლეთთან.
  მოდი, ვთქვათ, რა შედეგი მივიღეთ: რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის უსიტყვო ნებართვით სომხეთმა აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა, რუსეთს აინტერესებდა, რა ხარისხით ჩაერეოდნენ თურქეთი და ცივილიზებული დასავლეთი და ამას გარდა, აიძულებდნენ თუ არა თურქეთს, დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდაზე და იმ პირობითი ზავისთვის მაინც, რასაც მიაღწიეს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების სხვა შემთხვევებში. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გათვლილი ჰქონდათ თურქეთში და ერდოღანმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ, ამისთვის მზად არიან და ჯარი შეიყვანეს აზერბაიჯანში. ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი მხოლოდ სამხედრო პარტნიორები აღარ არიან. ეს ნიშნავს, რომ თურქეთი ომითაც კი დაიცავს თავის ინტერესებს აზერბაიჯანში და არა მხოლოდ იქ. სომხეთში ან აზერბაიჯანში ყოფნას აზრი არ აქვს, თუ საქართველო არაა შენი მოკავშირე ან თუ საქართველო არ გაქვს დაპყრობილი. ხოლო, თუ საქართველოს დაიპყრობს ერთი მტაცებელი, საქართველოში პატრიოტებს პარტიზანული ომებისთვის ყოველთვის გააქეზებს მეორე მტაცებელი და პირიქით. ასე რომ, თანამედროვე პოლიტიკაში, როცა „ნატოს“ პარტნიორია ეს ქვეყანა, მას ვეღარ გაიყოფს სხვა სახელმწიფოები. დღეს რუსეთი და თურქეთი საქართველოს ვეღარ გაიყოფენ. საერთაშორისო საზოგადოება აცხადებდა, რომ თურქეთმა აზერბაიჯანში შეიყვანა თურქული ტანკები და კაცმა არ იცის, ის „ნატოს“ გადაკეთებული ტანკებია თუ თურქულია. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთმა გადასცა აზერბაიჯანს „დრონები“ და ჯარი შეიყვანა. რატომ უსვამენ ამას ხაზს?! რათა საზოგადოებამ არ იფიქროს, რომ „ნატო“ შევიდა აზერბაიჯანში. სინამდვილეში კი თურქეთი „ნატოს“ წევრია და რა გამოვიდა?! საქართველო 1990 წლიდან დღემდე იბრძვის, რომ შევიდეს „ნატოში“ და ამ დროს ერთი ინციდენტის გამო „ნატო“ უცბად აღმოჩნდა აზერბაიჯანში თურქეთის სახით. ეს შენიღბულია თუ პირდაპირი, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ფაქტი ერთია – იქ არიან.
– ასე გკითხავთ: იქ იქნებ არიან, როგორც თურქეთი და არა, როგორც „ნატოს“ წევრი თურქეთი.
– იქ არიან, როგორც „ნატოს“ წევრი თურქეთი.
– რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?
– ვსვამ კითხვას: თურქეთი შევიდა, ააფრიალა თავისი დროშა, არის თურქეთი „ნატოს“ წევრი?! სულ არ სჭირდება „ნატოს“ წესდების მეხუთე პუნქტი თურქეთს, მილიონიანი არმია ჰყავს და, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთი თურქეთს უფრო დაეხმარება, ვიდრე რუსეთს. ამას დაამატეთ უკრაინაში, საქართველოში, სირიაში, ლიბიაში ანტირუსული განწყობის მქონე მოსახლეობის პოზიტიური რეაქცია თურქეთის აქტიურობაზე, ანუ თურქეთს პროპაგანდა არ სჭირდება. და აქ არის ერთი მთავარი თემა: სანქციების ქვეშაა რუსეთი, რამდენიმე მეგაპროექტი გაჩერდა: ჩრდილოეთის პროექტი და სამხრეთისაც, რადგან მისი ამოქმედება მთლიანად თურქეთზეა დამოკიდებული. რუსეთის ნავთობისა და გაზის ჩანაცვლება ნელ-ნელა დაიწყო აზერბაიჯანის ნავთობითა და გაზით. როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამიტომაც უნდოდა დესტაბილიზაცია აზერბაიჯანში, რომ აზერბაიჯანის ნავთობი და გაზი გაძვირებულიყო ან პრობლემა შექმნოდა მის მიწოდებას და ისევ რუსეთის ნავთობისა და გაზისთვის მოეკიდათ ხელი. კიდევ ვიმეორებ, ძალიან სარისკო, მაგრამ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ რუსეთს არ დაებომბა სამომავლოდ საბადოები და მილსადენები. თურქეთმა უზრუნველყო აზერბაიჯანის საბადოებისა და საერთაშორისო მილსადენების უსაფრთხოება, რითიც უზრუნველყო იმ ქვეყნების გაზმომარაგება, რომლებიც ამ მილსადენებით მარაგდებიან. ამდენად, თურქეთი ახლა არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორიცაა და მისი დამცველი. სამომავლოდ კი ჩვენთვის გარანტია, რომ, თუ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაბედავს და თავს დაგვესხმება, ჩვენ გაგვიჭირდება თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რამე ვთხოვოთ, მაგრამ მათ ექნებათ სავსებით ლეგიტიმური უფლება, თქვან, რომ მე, როგორც „ნატოს“ წევრი, თავს უფლებას ვაძლევ, რომ აშშ-სა და „ნატოს“ პარტნიორი საქართველოს უსაფრთხოება დავიცვა. და აქ უკვე მხოლოდ თურქეთის ჯარი აღარ შემოვა.
– რუსეთმა წაიკითხა ეს თურქეთის აქტივობაში?
– დიახ და იმიტომაც გაჩერდა. იმიტომ ჩაანავლა უცბად სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და ეგრეთ წოდებული პრორუსი სომხური ლობის აქტივობა. მათ ხომ ასეთი ტაქტიკა აქვთ? ერთს გაგარტყამს და შემდეგ ელოდება რეაქციას. თუ ისეთ ხურდას დაუბრუნებ, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გასცვივდება, მეორედ აღარ გაბედავს. თურქეთმა რომ ჯარი შეიყვანა აზერბაიჯანში, რუსეთი მიხვდა, რომ თურქეთი უკან არ დაიხევს და სერიოზულად ჩაერევა ამ ომში, რასაც მოჰყვება გართულება მთელ კავკასიაში.

скачать dle 11.3