კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 წყალშემდგარი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ქართულ-უკრაინული სცენარის ბელორუსული ვარიანტი

  მართალია, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსი პიარტექნოლოგი შკლიაროვი დააპატიმრა და რუსული „ვაგნერის“ 32 წევრიც მიაყოლა, მაგრამ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებს მინსკში მაინც მოჰყვა არეულობა.
  მინსკელები ქუჩაში გამოვიდნენ და არჩევნების შედეგს აპროტესტებენ (ხმა ლუკაშენკოსთვის არ მიგვიციაო), საქმეში „ომონიც“ ჩაერთო და ხისტად ცდილობს ვითარების განმუხტვას (რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არაეფქტიანია როგორც საშინაო, ისე საგარეო ფრონტზე).
  ცუდი ისაა, რომ ბელორუსული ოპოზიციის ლიდერი ტიხონოვსკაია ქვეყნიდან გავიდა (კორექტულობის გამო არ ვწერ, გაიქცა-მეთქი) და, გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვას შეაფარა თავი (ამ ქალბატონის ვიდეომიმართვებსაც ეტყობა, რომ უკვე დაღლილია, ანუ არათუ გრძელვადიანი, მოკლევადიანი ბრძოლისთვისაც კი მოუმზადებელია), ხოლო, სანამ ის უცხოეთშია, ბელორუსებს კარგი დღე არ ადგათ ლუკაშენკოსგან, იმის მიუხედავად, რომ დასავლეთი ფრიად შფოთავს.
  სავსებით ბუნებრივია, ალექსანდრე ლუკაშენკო ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, ისევე, როგორც მინსკელები შეეცდებიან პროტესტით მიზნის მიღწევას (ეს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, თან, ხილიც აკრძალულია, ანუ ისინი, ჩვენ რომ 30 წლის წინათ დავიწყეთ, იმ გზას გადიან, უცნაური ისაა, ისეთივე სიშლეგით, როგორც ჩვენ მოგვივიდა). რაც მთავარია, გეოპოლიტიკური მოთამაშეები ეცდებიან ამ საქმიდან ხეირის ნახვას (ანუ საკუთარი ინტერესების გატარებას), სხვანაირად წარმოუდგენელია, ვინაიდან ბელორუსიაც ერთგვარი ბუფერია რუსეთსა და დასავლეთს შორის და, სავარაუდოდ, იქ ქართულ-უკრაინული სცენარის ამოქმედება გარდაუვალია, რის გამოც, იმას გარდა, რომ მივესალმები ბელორუსთა სწრაფვას თავისუფლებისკენ (რაღა დროს ლენინის ძეგლებია?!), კიდეც ვუსამძიმრებ მათ (სოციალურ სიამეებთან დამშვიდობება მოუწევთ).


скачать dle 11.3