№34 ვირტუალური მეომრები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ჰოდა, რაკი აღძრავს, აწ უკვე რფ-ის უშიშროების საბჭოს თავკაცის ოფიციალური ფბ-გვერდი სწორედ 8 აგვისტოდან (2020 წლის) ქართველი მომხმარებლებისთვის დაიბლოკა. სავარაუდოდ, დმ. მედვედევის მიერ 2008 წლის ომის წლისთავისადმი მიძღვნილმა სტატუსმა აღაშფოთა ქართველი მომხმარებლები.
ამიტომაც ამიერიდან ჩვენ დმ. მედვედევის გვერდს ვერც კი დავათვალიერებთ, დამეთანხმებით, დანაკარგი დიდი არ არის და იოლადვე მოვინელებთ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, როგორი ერთსულოვნება და ენერგიულობა გვახასიათებს ვირტუალური აქტიობებისას (როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, მაგალითად, NBA-მ საერთოდაც შეცვალა ფბ-ზე ხმის მიცემით საუკეთესო კალათბურთელების გამოვლენის წესი, იმდენად მოვინდომეთ, სულ რაღაც, სამმილიონიანმა მოსახლეობამ ზაზა ფაჩულია მეწინავეთა რიგებში მოვახვედრეთ), არ იქნებოდა ურიგო, თუკი ამ უნარს რეალურ მოქმედებებშიც გადმოვიტანდით და მერე რა, რომ მცირერიცხოვნები ვართ?! ალმასიც პატარაა, მაგრამ უძვირესად ფასობს.