კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ დაიყოლია ანდრია გველესიანმა მაიკო ვაწაძე დუეტში სიმღერაზე და როგორ ატარებს წყვილი ზაფხულს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მსახიობმა და მუსიკოსმა ანდრია გველესიანმა მეუღლესთან, მაიკო ვაწაძესთან ერთად დუეტი ჩაწერა სახელწოდებით – „ჩვენ“.  სოციალურ ქსელში სიმღერას უამარავი გაზიარება და დადებითი კომენტარი მოჰყვა. წყვილისთვის ეს პირველი საავტორო სიმღერაა. ამ და სხვა სასიამოვნო სიახლეებსა და გეგმებზე ანდრიას ვესაუბრეთ.
  ანდრია გველესიანი: ორი სიმღერა ჩავწერეთ მე და მაიკომ, აქედან ერთი არის საავტორო, რომლის ტექსტი და მუსიკა მე მეკუთვნის, ეს ჩემი მეოთხე საავტორო სიმღერაა, ხოლო მეორე კი – ნიაზ დიასამიძის სიმღერა „დრო“. კარანტინის პერიოდში, ყველანი სახლებში რომ ვიყავით, სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, ერთად გვემღერა. სიმართლე გითხრათ, ჩვენი საავტორო სიმღერის ტექსტი და მუსიკა თებერვალში მქონდა დაწერილი და ისე,  აკუსტიკური ვერსია ჩემს სოციალურ ქსელში გავაჟღერეთ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი დუეტის იდეა საინტერესოდ დაიბადა, რადგან ინსტრუმენტის ხმა მჭირდებოდა და მომენტალურად მაიკო ავამღერე (იცინის). მერე ისე მოგვეწონა, რომ ჩვენი პატარა დუეტი დავტოვეთ და ნიაზის „დრო“ ვიმღერეთ, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერაა. ამასაც დადებითი შეფასება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ბევრმა გვერდმა წაიღო, თოქ-შოუ „პროფილშიც“ ვიმღერეთ და მოკლედ, კარგი ამბები მოჰყვა.
– მაიკო როგორ დაითანხმე დუეტის ჩაწერაზე?
– ზოგადად, მაიკოს დიდად არ უყვარს გამოჩენა. მუსიკის მხრივაც ამბობს, რომ არ არის მუსიკოსი და მომღერალი, ამიტომ ჩემს საავტორო სიმღერებში გამოჩნდება ხოლმე, ისიც თუ დავითანხმე, საკუთარი სურვილით – არა. დათანხმებას რაც შეეხება, მარტივი საკითხი ნამდვილად არაა. არც ინტერვიუები უყვარს. ამ მხრივ, თეთრი შურით მშურს მისი, რადგან
აქცენტი მხოლოდ თავის პროფსიაზე აქვს გაკეთებული, ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე, რაც ძალიან კარგია – საბოლოო ჯამში,  ეს ფასობს. მიუხედავად ამისა, ნერვები მეშლება, როცა ინტერვიუებზე არ მომყვება (იცინის).
– საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა თქვენმა დუეტმა, თავად რამდენად მოეწონა მომღერლის ამპლუაში ყოფნა?
– ზოგადად, რასაც ვაკეთებ, ჩემთვის ყველაფერი ორგანულია. თითოეულ მუსიკას თავისი ისტორია აქვს. ასეა ჩვენი სიმღერის შემთხვევაშიც. მგონია, რომ ყველა არტისტი და მუსკოსი  უნდა იყოს ის, რაც რეალურად არის. აქედან გამომდინარე, მაიკო კმაყოფილია, რადგან თავიდან ბოლომდე ყველაფერში ორგანული იყო. კი, ნამდვილად დადებითი შეფასება მოჰყვა ამ ყველაფერს და ამან უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაუჩინა. ვაკვირდები ხოლმე, როცა სცენაზე მაიკოსთან ერთად ვჩნდები, საზოგადოების მხრიდან 99,9 პროცენტი დადებითი რეაქცია მოჰყვება ხოლმე. ეს კარგია, მაგრამ  მეტი პასუხისმგებლობაა.
– ანუ, სიმღერებმა და დუეტმა მარტივად „გადაგაგორებინათ“ პანდემიის პერიოდი.
–  კი, შეძლებისდაგვარად მარტივად გადავაგორეთ – უფრო მეტი წავიკითხეთ, მეტ ფილმს ვუყურეთ, ვივარჯიშეთ, ჯანსაღად ვიკვებეთ და რაც მთავარია, გაცილებით მეტი დრო გამოვნახეთ ერთმანეთისთვის, თუმცა საბოლოოდ მანინც მოსაწყენი იყო. თეატრები დღემდე გაჩერებულია, მგონი, რეპეტიციების ნებას დაგვრთავენ, მაგრამ თავად თეატრს რა ბედი ეწევა და როდის გაიხსნება, ეგ არავინ იცის, ამბობენ 2021 წლამდე გაგრძელდება შეზღუდვაო. ყველაფრის მიუხედავად, ბევრი საინტერესო იდეა და სიმღერა, სწორედ, პანდემიის პერიოდში დამებადა.
– გარდა თქვენი დუეტისა, საკუთარი ბენდი შექმენი, უკვე დაიწყეთ მუშაობა?
– „ანდრია და ბენდი“ რეალურად ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, რომელიც შედგება საუკეთესო მუსიკოსებისგან: გიტარისტი  დათო ლონდარიძეა, რომელთან ერთადაც 2011 წლიდან, „ჯეოსტარიდან“, მოვდივარ და ცალკე ბევრი კოლაბორაცია გვაქვს. კლავიში არის ლევან ჩხაიძე, მასთან თანამშრომლობა ყველაზე მეტად საინტერესო მარიკა კვალიაშვილის საღამოზე იყო. ბასი მყავს ორი:  მარიო რიანო,  რომელთანაც, ესპანურად, ჩემს მეორე ენაზე მიწევს საუბარი და 
ზურა შენგელია – მასთანაც ბევრი ერთობლივი კონცერტი მაქვს გამართული. დრამერი გახლავთ რევაზ ედგარიძე, რომელიც ერთ-ერთი პირველია მის პროფესიაში. ჩვენ ერთი წლის წინ, უკრაინელების შეკვეთით, გუდაურში გვქონდა კონცერტი და მას მერე ბენდის ამბავი დიდად არ დაგვჭირვებია. მერე ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და გადავწყვიტეთ, ოფიციალურად ჩამოგვეყალიბებინა „ანდრია და ბენდი“. ჩვენი პირველი ალბომი, წესით, 2021 წელს უნდა იყოს მზად.
– ახლა რა გეგმები გაქვთ? სად აპირებთ დასვენებას?
– პირველ რიგში, ჯერ შენი უნდა დააფასო და მერე მოინახულო სხვა ქვეყნები.  მე და მაიკოც ყოველთვის ასე ვიყავით, ზაფხულს ვიწყებდით საქართველოს კუთხეების მონახულებით და შემდეგ მივდიოდით უცხოეთში. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადგილია, რომელიც ნანახი არ გვაქვს და ცოტა სამარცხვინოა, როცა ტურისტი გიყვება, გომის მთის თუ სხვა ლამაზი ადგილის შესახებ. ამიტომ, წელს კარგი შესაძლებლობაა იმ მხრივ, რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყნის კუთხეები მოვინახულოთ. ჩვენ იქ  წავალთ, სადაც ხელი მიგვიწვდება და იმედია, საინტერესო აგვისტო გამოგვივა. ჯერჯერობით არაფერი დაგვიგეგმავს, თუმცა ზღვაზე ნამდვილად ვაპირებთ წასვლას, რადგან იქ კონცერტები გვექნება. კიდევ ის ვიცი, რომ რაჭასა და სვანეთში აუცილებლად წავალთ.
– უცხოეთის გეგმები წელს ჩაიშალა?
– კი. გეგმაში გვქონდა უცხოეთში წასვლაც, რაც ბუნებრივია, ვერ მოხერხდა და რაზეც გული დაგვწყდა. ესპანეთში ძალიან შემიყვარდა ქალაქი ტოლედო და მინდოდა, იქ გადამეღო კლიპი ჩემს ახალ სიმღერაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. მსოფლიო გაჩერდა და ჩვენც იძულებეული ვართ, გავჩერდეთ.



скачать dle 11.3