კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა ტკივილს ატარებს სოფო ბედია და როგორ ამყარებს ის გარდაცვლილ ოჯახის წევრებთან კონტაქტს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალ სოფო ბედიას ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. იყო ტკივილი, განცდა, ცრემლი და პარალელურად – წარმატება და ცხოვრებისთვის მოგებული ომებიც. როგორც თავად ამბობს, ძლიერი ქალია და მის ოპტიმისტურ განწყობას, ვერანაირი ნეგატივი ვერ შეცვლის. ეს ზაფხული კი მისი ოჯახისთვის საკმაოდ ტკივილიანი და ემოციურად მძიმეა, რადგან ახლახან, მისი ქმრის ძმა გარდაიცვალა, რომელთანაც სოფოს განსაკუთრებული მეგობრობა და ურთიერთობა აკავშირებდა.
  სოფო ბედია: საკმაოდ ლაღი  ბავშვობა მქონდა. ისეთი ოჯახიდან მოვდივარ, სიყვარულის დეფიციტი ნამდვილად არ მქონია – მყავდა არაჩვეულებრივი მამა, დედა, ძმა და სიყვარულში ვიზრდებოდი. შემდეგ, როცა დამოუკიდებელი ადამიანი ხდები, გიჩნდება მიზნები, მიისწრაფვი წარმატებისკენ, რა თქმა უნდა, გხვდება სირთულეები ცხოვრების გზაზე. თუმცა, იმდენად მიზანდასახული ვარ, არასოდეს დამიყრია ფარ-ხმალი. ჩემი საკუთარი შრომით ეკლიანი გზაც გავიარე, სირთულეებიც გადავლახე, რაც მეამაყება. ჩემით, დამოუკიდებლად, ყველაფერს მივაღწიე, რაც მიზნად დავისახე. ხელის წამკვრელი, მართლა, არავინ მყოლია. არც ურთიერთობები მქონია ყალბი.
– თქვი, ბედნიერი ბავშვობა გავიარე, შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების წლებიც დაიწყოო. ვიცი, ამ შუალედში იყო ძალიან დიდი დარტყმა ცხოვრებისგან, კერძოდ, მამის გარდაცვალება. რამდენი წლის იყავი მაშინ და როგორ გადაიტანე ის რთული პერიოდი მამის გარეშე, როცა პრობლემებს შეეჯახე, ძალიან გჭირდებოდა და ის შენს გვერდით არ იდგა?
– მამა რომ გარდაიცვალა, 20 წლის ვიყავი. მეორე კურსის სტუდენტი. მამას განსაკუთრებულად უხაროდა ჩემი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ და ზუსტად იცოდა, წარმატებული ქალი ვიქნებოდი. ეს მამამ მაშინ მიწინასწარმეტყველა, ფეხი რომ ავიდგი და ლაპარაკი დავიწყე. ამბობდა: ეს ისეთი ტიპია, ხის ტოტზე რომ დასვა, იცხოვრებსო (იცინის). საოცარი ხასიათის ადამიანი იყო და სულ აღვნიშნავ, მე კოლორიტი, უკეთილშობილესი, ხელოვანი მამა მყავდა, რომელიც ყველას უყვარდა.
– მისი წასვლით რა დასრულდა შენს ცხოვრებაში და რა ეტაპი დაიწყო?
– მისი წასვლით დასრულდა ის, რომ ძვირფასი ადამიანი ფიზიკურად და ხორციელად არ მყავდა გვერდით, თორემ უმისობა, არასოდეს მიგრძნია. მიუხედავად იმისა, რომ მამის გარდაცვალებიდან წლები გავიდა, დღესაც მუდმივი კონტაქტი მაქვს მასთან, სულ ვესაუბრები და ვგრძნობ, როგორ მიდგას გვერდით. ხშირად ვერ ვხედავ სიზმრად, მაგრამ თუ მოვიდა, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ამბავი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. კარგად მაქვს დაცდილი მისი დასიზმრება, წინასწარ მაფრთხილებს. მჯერა, ის სულიერად ცოცხალია, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ ვხედავ. შეიძლება, ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ როცა სულიერად მიმძიმს და რაიმე მიჭირს, მართლა ველაპარაკები და ვიცი, ესმის. ეს ენერგეტიკული კავშირია ჩვენ შორის, რომელსაც გარდაცვალებამ და დრომ, ვერაფერი დააკლო. მის საფლავზე ასვლა არ მიყვარს, მიჭირს, ვერ ვაცნობიერებ, რომ ის იქ წევს. დიდხანს ვერ ვჩერდები. მამის მერე, ბევრი კარგი ადამიანი წამართვა სიკვდილმა და ბევრი განცდისა და ტკივილის გადატანა მომიხდა. კიდევ ერთი „დარტყმა“ კი, რაც ცხოვრებამ მომაყენა, ახლახან, ჩემი მაზლის, მიშას ძმის გარდაცვალება იყო. ძმად მივიღე და უტკბილესი ურთიერთობა გვქონდა. სულ მალე ორმოცი გავა და კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ
ამქვეყნად არ დადის, მგონია, სადღაც არის წასული და აუცილებლად მოვა. ბაჩო 40 წლის იყო. იანვარში გავიგეთ, რომ სიმსივნე ჰქონდა, გაიკეთა ოპერაცია, ქიმიო-თერაპიაც ჩაიტარა, მაგრამ შეხვდა ენტერო-ვირუსი და დასუსტებულმა ფილტვებმა და იმუნურმა სისტემამ ვეღარ გაუძლო. 12 დღე კომაში იყო და გული გაუჩერდა. ექიმები არ გვაძლევდნენ იმედს, მაგრამ მე მჯეროდა და მწამდა, რომ გამოძვრებოდა. თუმცა, შევცდი – წამართვა მისი თავი სიკვდილმა. უკანასკნელს გავიღებდი, ოღონდ გადარჩენილიყო და დღეს ჩემ გვერდით მდგარიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაგ დაავადებასთან უძლური ავღმოვჩნდით. მართალია, სიცოცხლესთან ბრძოლა წააგო ბაჩომ, მაგრამ მე ის სულ მეყვარება, სულ გვერდით იქნება და იქიდან დაგვაიმედებს. სულ ვამბობდი, ორი ძმა მყავს, ერთი ღვიძლი და მეორე შეძენილი-მეთქი, მაგრამ ეს უკანასკნელი, ძალიან მალე წამართვა სიკვდილმა. ხშირად ვხედავ სიზმრებში და ვხვდები, წინასწარმეტყველური სიზმრებია, რომლებიც აუცილებლად კარგად ახდება. ბაჩოს ძალიან უყვარდა ძმისშვილი. ანდრიაზე სულ ამბობდა: ეს ჩემი მესამე შვილიაო. სულ ანდრიაზე საუბრობდა – ხომ ჭამა, ხომ დალია... თუ უხასიათოდ იყო ბავშვი, ისე ნერვიულობდა,  გიჟს ჰგავდა.
– ვიცი, არ გიყვარს შავი სამოსის ტარება, თუმცა ახლა მაზლის პატივსაცემად, იძულებით ატარებ.
– იძულებით – არა! ეს ჩემი სურვილი იყო, არავის დაუვალდებულებია. იძულებით მე ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს. ისე მიყვარდა, მინდა, ბაჩოს პატივი ვცე და ამიტომაც მაცვია შავები. 40 დღე რომ გავა, აუცილებლად გავიხდი. პატარა შვილები მყავს. ბაჩოსაც არ უყვარდა  მოწყენილი ადამიანები და არც მას მოეწონება ბევრი ცრემლი და ძაძები.
– მისი გარდაცვალების მერე თუ მოგიწია სცენაზე დგომა და რა განცდით მღეროდი?
– ორმოცამდე ერთ-ერთ ტელევიზიაში მომიწია გადაცემაში სიმღერა და ის სიმღერა შევასრულე, რომელიც ბაჩოსაც უყვარდა. მე ხელოვანი ადამიანი ვარ და ვალდებულებაც მაქვს საზოგადოების წინაშე, თუმცა, ტაშ-ფანდური არ გამიმართავს, უბრალოდ, განცდით ვიმღერე. მომღერალი ვარ და მიწევს სცენაზე დგომა, მაგრამ იმ ტკივილს ვერაფერი გაანეიტრალებს და გაანელებს, რასაც გულში განვიცდი. მიშას ძალიან მძიმე პერიოდი აქვს, ძალიან განიცდის ძმის გარდაცვალებას. ვცდილობ, დავამშვიდო და ავუხსნა, რომ ეს უფლის ნება იყო, ტკივილი არ განელდება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ მის გარეშე ცხოვრებას. ახლა გვერდით დგომა და დაიმედება ნამდვილად სჭირდება ჩემს ოჯახს. მიშასაც და ჩემს დედამთილსაც  ამ გაუსაძლის ტკივილს ბავშვი უმსუბუქებს და ატანინებს. სიკვდილი კანონზომიერებაა და ზოგი დროულად მიდის, ზოგიც – უდროოდ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში უდროოდ წასული უფრო მეტია. ჩვენთვის ეს ზაფხული მართლა მძიმე აღმოჩნდა ემოციურად. თუმცა, ვიცი, მამაც და ბაჩოც ენერგეტიკულად სულ ჩვენ გვერდით არიან და პოზიტიურად მინდა გავაგრძელო ცხოვრება. ისინი მაძლევენ იმქვეყნიდან სტიმულს, უფრო მეტი ვაკეთო, ზემოდან მიყურონ და იხარონ. ცხოვრება რთულია, მაგრამ არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ. ძლიერები უნდა ვიყოთ და გადავლახოთ ტკივილი, ვიბრძოლოთ, მიუხედავად იმისა, ხან წააგებ და ხან მოიგებ. თუმცა, მე წაგებული არასდროს ვყოფილვარ. ოპტიმისტი ვარ, ჩემი თავის იმედი მაქვს და სულ კარგის მოლოდინი. ასე რომ, ძალიან ძლიერი ქალი ვარ და ბევრჯერ მომიგია ცხოვრების „ომები“. ძლიერი ვარ და შემართული, ალბათ, ამიტომაც არ ვმარცხდები და ხშირად ვიმარჯვებ.
– იმდენად ძლიერი ხარ რომ, შენზე გაგონილი ჭორებიც არ მოქმედებს?
– ბევრი ნეგატიური უთქვამთ ჩემზე. ადრე განვიცდიდი, მაგრამ ახლა არ ვაქცევ ყურადღებას. როცა ადამიანი არ გიცნობს და ერთი შეხედვით აკეთებს დასკვნებს, ჭორაობს და მიწასთან გასწორებს, არ უნდა აჰყვე. ადრე, პირადშიც ვწერდი: რა დაგიშავეთ-მეთქი... ახლა კი მივხვდი, ეს ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ბოროტი ადამიანებისთვის პასუხის გასაცემად, უბრალოდ, ვერ მოვიცლი.

скачать dle 11.3