№33 ქეთი გომართელი: ჩემთან სულ გამოწვევები და სიახლეებია
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერალი ქეთი გომართელი გარდა იმისა, რომ სცენაზე დგას, ერთ-ერთ წამყვან კომპანიაშიც მუშაობს, საკმაოდ ბევრ ტრენინგს ესწრება, ცდილობს, დრო სიახლეების შესწავლას დაუთმოს და ამისთვის, ყოველთვის მოტივირებულია. მიუხედავად ყველაფრისა, მიაჩნია, რომ სიყვარულისთვის სულ სცალია და საყვარელი ადამიანისთვის დროს ყოველთვის გამონახავს.
ქეთი გომართელი: ეს წელი ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, საკმაოდ დატვირთულად დაიწყო. ბევრ
ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და ბევრი გეგმაც მქონდა. მინდოდა, ახალი სიმღერები შემექმნა, კლიპზე მემუშავა, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო – დაიწყო სასწაული პანდემია და ყველა სახლში გამოვიკეტეთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო უმეტესობა უძრაობის პერიოდში გადავიდა, მე სხვა მიმართულებით დავიწყე განვითარება და ბევრი დრო დავუთმე სწავლას. ბევრ ონლაინ-ტრენინგს დავესწარი და აქამდე თუ ამისთვის დროს ვერ გამოვნახავდი, მოვიცალე. ბევრი წიგნიც წავიკითხე და პანდემიის პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერად გამოვიყენე. საკუთარ თავში ბევრი უნარიც აღმოვაჩინე და არც თავი დამიზოგავს, რომ ბევრი მომესწრო. ანუ, კარიერული თვალსაზრისით წინ გადავდგი ნაბიჯი. ასე რომ, უძრაობის პერიოდი ჩემზე დადებითად აისახა, ბევრი მიმართულებით გავიღრმავე ცოდნა და ავიმაღლე კვალიფიკაცია, რასაც ჩვეულებრივ რიტმში ვერ მოვახერხებდი. ზოგადად, რასაკვირველია, გარემო პირობები, მოქმედებს ჩემზე, თუმცა მე ძალიან კარგად შემიძლია, ჩემი თავის და ემოციის მართვა. ადრე მქონდა დეპრესიული პერიოდი და საკმაოდ რთულად გამოვედი. თუმცა, მერე, ამ პოზიციამდე აღარ მიმიყვანია თავი. ვისწავლე, რომ არ უნდა მიჰყვე, ჩაჰყვე და იდარდო, არ უნდა მისცე თავს დაცემის უფლება, თორემ, მერე იქიდან თავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდება. ახლა მობილიზებული ვარ და ვცდილობ, არ ვიყო სუსტი.

– სახლში გამოკეტილმა, როგორც თავად უწოდებ – „უძრაობის პერიოდში“, წონაში თუ მოიმატე, რასაც ბევრი უჩივის?
– სხვათა შორის, წინაში მხოლოდ ორის კილო მოვიმატე და ამას დიდად არ განვიცდი (იცინის). ფაქტობრივად, იმავე ფორმაში ვარ. მიხდება თუ არა, მე არ
მაწუხებს მომატებული კილოგრამები. როგორც გითხარით, ბევრ რამეში ვცადე ბედი, ბევრი გამოწვევაც მქონდა, თუმცა მივხვდი, სამზარეულო ჩემი ადგილი არ არის (იცინის). არ გამჩენია სურვილი, კულინარიაში მეცადა ბედი. მივხვდი, როცა ჩემ გარშემო ბევრმა ჩემმა მეგობარმა, ამ მხრივ, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა. სამწუხაროდ, მე ინტერესიც არ მქონია (იცინის). ამ ეტაპზე არ მინდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, მერე მეც გამიჩნდება სურვილი, სამზარეულოში ვიფუსფუსო. მირჩევნია, ნახევარ ფაბრიკატებით ნაკლებად გემრიელად ვიკვებო და სამზარეულოში ნაკლები დრო ვხარჯო.

– წლებია, ერთ წონაზე ხარ. ამას როგორ ახერხებ? შენეული დიეტებით თუ სხვა რაიმე მეთოდით? სასცენო, თამამი ჩაცმულობა, განსხვავდება შენი ყოველდღიური იმიჯისგან?
– წონის პრობლემა არ მაწუხებს და აქედან გამომდინარე, მის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევაც არ მჭირდება. რაც შეეხება ჩაცმას, ჩემი სასცენო იმიჯი მკვეთრი და გამომწვევია, თუმცა არა – ვულგარული, რადიკალურად განსხვავდება ყოველდღიურისგან. რადიკალურად სხვანაირი ვარ სამსახურში, არანაირი მაკიაჟი. ასე რომ, ყოველთვის ფორმაში არ ვარ, მაგრამ თუ სცენაზე მიწევს დგომა, სულ სხვანაირი ვხდები.
– ბევრი ჭორი დადიოდა შენს გარეგნობაზე. თითქოს ბევრი პლასტიკური ოპერაცია და ქირურგიული ჩარევა დაგჭირდა. რა გაქვს გაკეთებული?
– მეც წამიკითხავს ჩემზე ბოროტებით და ღვარძლით სავსე კომენტარები გარეგნობასთან დაკავშირებით. წერდნენ: ასეთი იერსახით როგორ გამოდის გარეთო. ამბიციური არ ვარ, სარკეც მაქვს სახლში და არც მჯობნზე მჯობნი დაილევა დედამიწაზე. ვთვლი, რომ არაფერი მაქვს საიმისო, რომ ჩემი ვიზუალის შემრცხვეს. უბრალოდ, ვიზუალურად არ მაკმაყოფილებდა ის ცხვირის ფორმა რაც მქონდა. ორჯერ გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია – დროთა განმავლობაში იცვალა ფორმა და იმედს ვიტოვებ, გასამება არ დამჭირდება (იცინის). დანარჩენი არაფერი მაქვს გაკეთებული და ასაკის მატებასთან ერთად თუ დამჭირდა, უარს არ ვიტყვი. ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, თუ
პლასტიკური ოპერაციის მერე ისე შეცვლი შენს გარეგნობას, რომ თავად კმაყოფილი იქნები, ეს მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებს.
პლასტიკური ოპერაციის მერე ისე შეცვლი შენს გარეგნობას, რომ თავად კმაყოფილი იქნები, ეს მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებს.
– ვინც არ გიცნობს, ერთი შეხედვით, ცივი, უკარება, ამპარტავანი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებ. რამდენად გიყვარს პირველობა, რისკი და ყურადღების ცენტრში ყოფნა?
– რისკიანი ვარ, მაგრამ ყოველთვის გათვლილი მაქვს ნაბიჯები და შედეგებზე ვფიქრობ. ასე რომ, ჩემი ყველა რისკი და ნაბიჯი გათვლილია. წამიგია კიდეც, მაგრამ ამის გარეშე, მოგების ფასს ვერ გაიგებ. მიზანდასახული ვარ და ძალიან მშრომელი. ჩემი მიზნები რომ სისრულეში მოვიყვანო, ამის გამო შემიძლია, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვიმუშავო. ზოგჯერ, ყოფილა დღეები, ოცდაოთხი საათიდან წუთი არ მძინებია. თავდაჯერებულიც ვარ, რადგან იმ ყველაფერს ვერ შეეჭიდები, რასაც მე ვეჭიდები. ჩემთან სულ გამოწვევები და სიახლეებია და თუ თავდაჯერებული არ ვიქნები, არაფერი გამომივა. ვერც იმ სირთულეს შევეჭიდებოდი, რის წინაშეც დღეს ვდგავარ. რაც შეეხება ყურადღების ცენტრში ყოფნას, ეს უხერხულობას მიქმნის. ეს, არ არის ჩემი კომფორტის ზონა. ამას რომ ვამბობ, ბევრს უკვირს, არადა მართლა ასეა (იცინის). ცივი, უკარება და ამპარტავანი ნამდვილად არ ვარ და რატომ მაქვს ასეთი იმიჯი, ნამდვილად არ ვიცი. ძალიან ბევრს უთქვამს: ამპარტავანი, უკარება, ამბიციური, ცივი, უხეში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებო და ძალიან მწყინს. ეს ის თვისებებია, რაც სხვებში მაღიზიანებს და მე ასეთი ვერანაირად ვერ ვიქნები. პირიქით, ვფიქრობ, რომ ნორმალურ ადამიანს ეს არ უნდა ახასიათებდეს. არ ვიცი, რატომ ვტოვებ, ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას. უბრალოდ, უცნობებთან ვერ ვიხსნები, მიჭირს კონტაქტი და თან, ბეგრაუნდში გამოცდილებაც მაქვს და ამიტომ მიწევს ასე მოქცევა. გამიცნობენ, ხვდებიან, სინამდვილეში როგორი ვარ და მეუბნებიან: უი, რა სხვანაირი ყოფილხარო (იცინის).
– ისეთი შთბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაფრისთვის იცლი პირადის გარდა. თუმცა, გავიგე ჭორი, რომ ამ მხრივ, სიახლეა და იქნებ მითხრა, რა ხდება?
– არასოდეს მაინტერესებს სხვისი პირადი და ვფიქრობ, არც ჩემი უნდა იყოს საინტერესო სხვისთვის. არ მიყვარს გასაჯაროვება. ზოგადად, როცა სურვილი გაქვს და გინდა, გვერდით საყვარელი ადამიანი გყავდეს, როგორი დატვირთულიც უნდა იყო, მაინც გამონახავ დროს. თუ არ გაქვს პირადი ცხოვრება, ესე იგი, არ გინდა, თორემ დროს ყოველთვის გამონახავ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე. არ გინდა და იმიტომ არ გცალია, თორემ გამორიცხულია, გინდოდეს და გვერდით საყვარელი ადამიანი არ გყავდეს. ზოგადად, ყველა ადამიანთვის აუცილებელია, საყვარელი ადამიანისგან გრძნობდეს მხარდაჭერას, ეიმედებოდეს და არც მე ვარ გამონაკლისი.
– ამ ზაფხულის გატარებას სად გეგმავ და ვისთან ერთად?
– ზოგადად, „ზამთრის გოგო“ უფრო ვარ, არ მიყვარს ზაფხული (იცინის). თუმცა, შვებულებას ველოდები და დასვენებას ვგეგმავ ჯერ ზღვაზე და მერე მთაში, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.