კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 დათა ჩაჩუა: მეც ისე ვეჭვიანობდი დედაზე, როგორც ჩემი პერსონაჟი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ქართული სერიალის, „თესეას“, ტელესივრცეში გამოჩენამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და მაყურებელს მეორე სეზონის დიდი მოლოდინი აქვს. სერიალის გმირები თავისუფლებისთვის სხვადასხვანაირად იბრძვიან. ვაჟიკო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომელიც საზოგადოებრივი წნეხიდან, სტერეოტიპებიდან და სტრესული ცხოვრებიდან გამომდინარე, ცდილობს, დედას შეუზღუდოს პირადი სივრცე, რასაც აგრესიით გამოხატავს. აღნიშნული პერსონაჟის როლს 17 წლის დათა ჩაჩუა ასრულებს, რომელმაც მაყურებელი ეკრანზე გამოჩენისთანავე მოხიბლა და  მის პროფესიონალიზმზე აალაპარაკა.
  დათა ჩაჩუა: 17 წლის ვარ, წელს გადავედი მე-12 კლასში. შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად ვითამაშე ჩემი ძმის მეგობრის სპექტაკლში, ათონელზე. მაშინ  გავეცანი სცენას, რეპეტიციებზე მუშაობას და ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი ვთამაშობდი, თუმცა რაღაც დროის გასვლის მერე საერთოდ მოვწყდი სცენას და არანაირი შეხება არ მქონია გარდა სპექტაკლებზე სიარულისა. რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრში დავდიოდი ხშირად და იქიდანვე ვგრძნობდი, რაღაც კავშირი იყო ჩვენ შორის, უბრალოდ, რომ წამოვიზარდე, კულინარიამ გამიტაცა და მეგონა, ეს სფერო გაცილებით ახლოს იყო ჩემთან. ჩემი ძმა არის მსახიობი. შარშან ზაფხულში მისი მეგობრის საკურსო სპექტაკლში ვითამაშე, სადაც გიორგის ერთ-ერთმა მეგობარმა მნახა. პრემიერის შემდეგ კი მითხრა, რომ კარგად ვითამაშე და როცა „თესეას“ ქასთინგები დაიწყო, ჩემი ფოტოები და კოორდინატები გადასცა „ფორმულას“ და დამირეკეს.  პირევლი ტური წარმატებით გავიარე. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ დამამტკიცებდნენ, რადგან როცა სცენარს ვკითხულობდი ნაცნობი სიტუაცია და დიალოგი შემხვდა, ჩემი თავი პერსონაჟს მივამსგავსე. მეორე ტურიც  გავიარე და ბოლოს, მესამედ, ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, როლზე დაგამტკიცესო.
– რა მსგავსება იპოვე პერსონაჟთან?
– 13-14 წლის ასაკში ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც ვაჟიკო. ჩემი მშობლები გაშორებულები არიან და დედასთან ვცხოვრობ. მეც ისე ვეჭვიანობდი დედაზე, როგორც ჩემი პერსონაჟი – როცა შეტყობინება მოუვიდოდა ან დაურეკავდნენ ვნერვიულობდი, მაინტრესებდა, ვინ იყო, არ მინდოდა, რომ სადმე წასულიიყო და ასე შემდეგ. ეს ასაკობრივი სირთულეები მეც მქონდა, მაგრამ გამიარა, ცოტა, რომ გავიზარდე, რაღაცები ავწონ-დავწონე, მივხვდი, ამ მხრივ, სანერვიულო არაფერია და პირველ ადგილზე დედას ბედნიერება დავაყენე. მეც ისეთივე ტკივილები და განცდები მქონდა, როგორიც ჩემს პერსონაჟს. ვაჟიკოს მამა გარდაცვლილი ჰყავს და ღელავს, რომ დედა არავისთან წავიდეს, არავის მოსწონდეს, არავიზე გათხოვდეს, ოღონდ ჩემთან უფრო რთულად იყო ეს ყველაფერი, ამას მხოლოდ სიტყვიერი ემოციით არ გამოვხატავდი ზოგჯერ ტირილამდეც კი მივდიოდი, ვერ ვწყნარდებოდი. დედა გაანეიტრალებდა სიტუაციას, დამამშვიდებდა, მაგრამ ყოველი შეტყობინების მოსვლაზე თავიდან მეწყებოდა ყველაფერი. საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში ამან გაიარა და ვაჟიკოსთან, პირიქით, უფრო და უფრო მძიმდება.
– შენი გარდატეხის პერიოდში დასცილდნენ მშობლები ერთმანეთს, ასე მძაფრად რატომ აღიქვამდი?
– არა, ღრმა ბავშვობიდანვე გაშორებულები არიან, უბრალოდ, მაგ ასაკში უფრო ჩამერთო ეჭვიანობის მომენტი, ვფიქრობდი, დედა ჩემ გარდა არავისთან უნდა ყოფილიყო. მოკლედ, ძალიან ვეგოისტობდი.
– რამდენად რთული იყო გადაღებების პროცესი?
– პირველ დღეს, როცა გადაღებაზე მივედი, კამერები, შტატივები და ქაოსი დამხვდა. მსგავსი სიტუაცია არასოდეს მინახავს და ძალიან მოულოდნელი იყო. სცენაზე ყველაფერი ცოცხალია, იქ მუშაობას მიჩვეული ვარ და ჩემთვის ეს ახალი იყო. ჩემი პერსონაჟის გადაღება რომ იყო, არ ვიცოდი, საიდან უნდა შევსულიყავი და მსგავს რამეებს გიორგი ლიფონავას ვეკითხებოდი. ისიც მიხსნიდა, რა როგორ იყო. მეორე გადაღებაზე უკვე აღარ ვნერვიულობდი და ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მუშაობის დროს მთელი შემოქმედებითი ჯგუფი დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ამ საქმეს და ვფიქრობდით, ხარისხიანი პროდუქტი გამოვიდოდა. იყო ის აზრიც „ვაიმე, ხალხს მოეწონება? გაგვაკრიტიკებენ?“, მაგრამ როგორც ხედავთ, კარგი შედეგი დავდეთ.
– მიუხედავად იმისა, რომ ვაჟიკო დადებითი პერსონაჟი არაა, შენს შესრულებას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
– კომენტარებს სპეციალურად არ ვკითხულობ ხოლმე, ისე, შემთხვევით თუ რამე ამომივარდება „ფეისბუქზე“ და სხვათა შორის, არ მინახავს ნეგატივი. აქებენ შემოქმედებით ჯგუფს, კონკრეტულ პერსონაჟებს, განსაკუთრებით – გიორგის გმირს. მეგონა, ჩემს პერსონაჟს გააკრიტიკებდნენ, რადგან ვაჟიკო ცოტა ცუდი ბიჭია, მაგრამ პირიქით მოხდა, წერდნენ: „ვაიმე, რა საყვარელი ბიჭია“, „რა კარგად თამაშობს“ და ასე შემდეგ. ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.
– პოპულარობასთან ერთად, კიდევ რა მოგცა ამ სერიალმა? რითი არ ჰგავხარ საკუთარ პერსონაჟს?
– დიდი გამოცდილება მომცა და ჩემს პერსონაჟთან მსგავსებაზე დამაფიქრა. ადრე, ვაჟიკოს მსგავსი ფიქრები რომ მიტრიალებდა, ახლა ეს საერთოდ არ მომეწონა და დამაფიქრა ამ საკითხზე. ცუდია მსგავსი ქცევა. ჩემს პერსონაჟში ყველაზე მეტად არ მომწონს ის, რომ ძალიან ცივია, სიყვარულის გამოხატვა არავისთან შეუძლია, მე პირიქით ვარ. ყოველთვის ვცდილობ, საყვარელ ადამიანს ვაგრძნობინო, როგორ მიყვარს, ვეფერები და ვეხუტები. ვაჟიკო არ არის ასეთი,  რთული ხასიათი აქვს.
– შეყვარებული გყავს?
– ამ ბოლო ხანებში გამოჩნდა ადამიანი, რომლის მიმართაც გრძნობა დამებადა. ეს ჩემთვის პირველია და ძალიან სასიამოვნო. არ ვიცი, სამომავლოდ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ახლა  კარგად ვგრძნობ თავს (იცინის).
P.S. ყდასა და სტატიაში გამოყენებული ფოტოების ავტორია ლუკა ოლირი.

скачать dle 11.3