№33 ბუნებრივი გაზი მოხევურად
შალვა ოგბაიძე ყვება: „ჩემი რეგიონის მცხოვრებლები ბუნებრივი გაზის გადასახადს არ იხდიდნენ და მილიონზე მეტი დავალიანება დაუგროვდათ. პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომ იტყვიან, ძალით მოვაწერინე ხელი გაზის დავალიანების პატიების საბუთზე, მაგრამ მითხრა, თითოეულმა ოჯახმა ხუთი პროცენტი მაინც გადაიხადოსო. ამიტომ შემაშინებელი გამორთვა განვახორციელეთ და გაზი გადავუკეტეთ.
– აკი ეს გაზი ბუნებრივიაო? – ამბობდნენ გაოცებული მთიელ-მოხევეები“.